6.

91 15 2
                                    

დილით ჯონგუკს უფრო ადრე გაეღვიძა, თავიდან ჯიმინის ცქერით ტკბებოდა მაგრამ შემდეგ ადგა, არ უნდოდა ჯიმინი შეეშინებინა, თანაც მათი კოცნის შემდეგ ჯიმინი თითქოსდა მორცხვობს.(ისეც მორცხვობს მარა ჭკვიანი ვარ და😂)
საკუთარ ოთახში შევიდა და მაშინვე აბაზანისაკენ გაეშურა რათა დაებანა. ცხელი წყალი ჯაკუზში ჩაუშვა და თან ააქაფა. შიგნით ჩაწვა, მთელი დრო ჯიმინზე ფიქრობდა და მათ კოცნაზე. საბოლოოდ კი ფიქრებიდან უკვე გაყინულმა წყალმა გამოიყვანა.
მაშინვე ამოვიდა წყლიდან და უკვე გაყინულმა თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა.მისაღებში ჩასულს უკვე ყველა მომზადებული დახვდა, ხოლო ჯინსა და ნამჯუნს ბარგი ჰქონდათ გამზადებული წასასვლელად.
-ჰეი სად მიდიხართ ჯერ?ჩემს ძმიშვილს არ გაგატანთ!-წამოიყვირა ალფამ და ბავშვი ხელში აიტაცა რომელმაც მაშინვე სიცილი ატეხა.
-ჯონგუკ უკვე უნდა წავიდეთ ისედაც დიდი ხნით შეგაწუხეთ თანაც ჯიჰს სახლი მოენატრა ისევე როგორც მე.- ჯინმა ახსნა დაუწყო და თან ბავშვი გამოართვა რომელიც ამაზე დაიბღვირა.
-კარგი რაა!ამხელა სახლში მე და ჯიმინმა მარტო რა ვაკეთოთ?-ამოიბუზღუნდა და ჯიმინს გახედა რომელიც ასევე წასასვლელად გამზადებულიყო.-მოიცა შენ სადღა მიდიხარ?-ამჯერად ომეგას მიუბრუნდა.
-ოჰჰ მეე? მე სახლში წავალ, არმინდა შეგაწუხო.-უხერ,ილად გაიცინა და კისერზე ხელი მოისვა.
-არსადაც არ წახვალ!შენ არ თქვი სახლიდან წამოვედიო?-გაბრაზებულმა დაიწყო საუბარი.
-ჯიმინ ჯონგუკი მართალია, სჯობს აქ დარჩე.-ნამჯუნმაც ჯონგუკს აუბა მხარი და ჯიმინს ჩაეხუტა.
-მაგრამ ჰიონ...-სიტყვის თქმა არ დააცადეს რომ გარედან მაშინვე მძღოლი შემოვარდა.
-ბოდიში რომ გაწყვეტინებთ მაგრამ სერ ახლახანს მოახლეებმა დარეკეს სახლიდან და თქვეს რომ ბატონი ჯინის ყვავილები უეცრად ჩამოხმა, თითქოსდა ზევიდან მწველი ნივთიერება გადაასხესო.
-რაა?!ჩემი ყვავილებიიიიი?!-ჯინმა წიკვინი დაიწყო.-ვაიმე მინსუს მოვკლავ ხო ვუთხარი რომ ეგ ყვავილებისთვის არ მიესხა!- ყვიროდა და თან გარეთ გარბოდა გაცხარებული.
-ჯონგუკ ბოდიში უნდა წავიდეთ თორემ ჯინი მეც და მინსუსაც მოგვკლავს.-ნამჯუნიც ყვირილით გაიქცა გარეთ.
-საწყალი მინსუ.სჯობს სწრაფად მიასხას რაიმე რაც ყვავილებს გადაარჩენს თორემ ჯინისგან დაიღუპება.-ჩაიბურტყუნა ჯიმინმა და ჩანთას ხელი დაავლო რათა თვითონაც წასულიყო-მაშ მოდი მეც წავალ. ნახვ...-ჰო რათქმაუნდა ლაპარაკს ვინ დააცდიდა ჯონგუკმა მაშინვე გამოართვა ჩანთა და ოთახში სირბილით შეიტანა.
-არსადაც არ წახვალ!შენს მშობლებს მე დაველაპარაკები!
-ჯონგუკ იცი რომ უცხო ადამიანის სახლში იძულებით გაჩერება რომელიც შენი ომეგაც კი არაა სანაშაულად ითვლება?
-კარგი მაგასაც მოვაგვარებ! ქორწინების საბუთებს მოვაგვარებ და ხვალვე დავქორწინდებით!-წამოიყვირა ჯონგუკმა და პირდაღებულ ჯიმინს შეხედა.
-იცი ხო მშობლების თანხმობა რო გჭირდება? ან შენზე რატომ უნდა ვიქორწინო?- ამჯერად თითქოსდა გამკიცხავი ტონით მიუგო ჯიმინმა.
-თანხმობა? ჰმმ ეგ ადვილად მოგვარდება. მთავარია ჩემს მდივანს საბუთები მოვაწესრიგებინო. და ხო ფიქტიური ქორწინება იქნება რათა შენს მშობლებთან აღარ იცხოვრო და ჩემთან იყო.-კმაყოფილმა ალფამ ჯიმინს გახედა და ტელეფონს ეცა რათა საბუთები მოეგვარებინა.
-ფიქტიური ქორწინება?
-ხო თან შეგეძლება ბალეტზე თავისუფლად იარო ისე რომ არავინ დაგიშლის. თან შემიძლია საბალეტო სკოლის გახსნაშიც დაგეხმარო.- ეშმაკურად ჩაიღიმა ჯონმა.
-კარგი!თანახმა ვარ ქორწინებაზე. -მხოლოდ ბალეტის გამო გაიფიქრა ჯიმინმა.(ხო აბა კიი🥲აუ ისე სპოილერა ავტორი რო ვარ არ მეტყობა?)
-მშვენიერია შენს მშობლებს დღესვე გავესაუბრები. შენ კი სჯობს ბარგი ისევ ამოალაგო.

ნუ მე რო ზარმაცი ავტორი ვარ ხოიცით😌გუშინწინ დავწერე და დღეს ვდებ😐
joen-jm-kook97 მიაფოლოვეთ ჩვენი მეორე ავტორიიი😌😌და კომები არ დაგავიწყდეთ🥲

შეწყვეტილი გრძნობაWhere stories live. Discover now