დასასრული

272 29 35
                                    

ეს ოთახი არ მეცნობა, გაუცნობირებლად ვდგები საწოლიდან, მხოლოდ თეთრი კედლები, არც კარი და არც ფანჯარები. სად ვარ?

უეცრად ოთახში მელოდი შემოდის.

- მელოდი, - წამოვხრი და ჩავეხუტე, - იცი როგორ მენატრებოდი, აქ რას აკეთებ? რატომ მიმატოვე?

- დიდხანს აპირებ აქ გაჩერებას? უემოციო ხმით მკითხა მელოდიმ.

- რა? გაოცებული მოვშორდი მას, მის თვალებში არაფრის ამოკითხვა არ შემეძლო, მის თვალებში სიცარიელე იკითხებოდა, - რას გულისხმობ?

- რას ვგულისხმობ? აქ ხარ, ჩემს გვერდით და იმ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევ ვინც შენს გამო ნერვიულობს.

- ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა? წამოვიყვირე შეშინებულმა.

- ჩემს სიკვდილში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, ჩემმა ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ ეს შედეგი მომცა, გინდა შენც აქ გაიჭედო? რატომ გინდა?! ცრემლები წამოსცვივდა მელოდის.

- მე შენი არ მესმის.. - დავნაღვლიანდი. მართლაც არ მესმოდა მისი, - როგორ შეგიძლია დენიელი გაამართლო ამ მკვლელობაში?!

- გთხოვ დაბრუნდი, - ხელი მტაცა მელოდიმ, - დაბრუნდი და ჩემსა და შარლოტის გამო შური იძიე! საქმე ბოლომდე არ მიგიყვანია. შენ მე დამპირდი რომ როცა შურს იძიებდი მხოლოდ მაშინ მნახავდი, რატომ არ გინდა ეს პირობა შეასრულო?!

- რას გულისხმობ? ვკითხე დაბნეულმა.

- შარლოტი თომასს არ მოუკლავს. თომასი შარლოტზე შეყვარებული იყო, მაგრამ მას არ მოუკლავს. ის დენიელმა მოკლა. იმ დღეს გავიგონე როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონზე, მე გავიგე რომ მან მოკლა შარლოტი.

- მელოდი, - ავტირდი, - ორივე მან მოგკლათ.

მელოდიმ საწოლში ჩამაწვინა და გამიმეორა.

- თუ ჩემს საფლავზე მოსვლა გინდა მაშინ ჯერ დენიელზე იძიე შური და ჩემს საფლავზე მხოლოდ ერთხელ მოდი, სხვა დროს აღარ გაბედო!

მკვლელის დღიურებიWhere stories live. Discover now