20. ნამდვილი დასასრული

158 15 28
                                    

-ასე ნუ მეძახი მე არ ვარ შენი ახალგაზრდა ქალბატონი.

-მართალია შენ ჩემი პრინცესა ხარ, თეჰიონმა დრო არ დაკარგა და ნაზი ჯაზის თანხლებით გოგონას ტუჩები დაისაკუთრა.

მინჯი გაკვირვებული იყო არ იცოდა რა უნდა ექნა მისთვის ყველაზე დიდი შოკი თეჰიონის მოქმედებამ გამოიწვია.

გოგინამ ძალა მოიკრიბა და მასზე ძლიერი ალფა სხეულიდან მოიშორა

- რა ჯანდაბას აკეთებ თავი ვინ გგონია?

-მე კიმ თეჰიონი ვარ ჩემო ლამაზო კიმების კლანის ერთ-ერთი მემკვიდრე და ჯონ ჯონგუკის მამაშენის მარჯვენა ხელი და ამასთან ერთად მე შენი ალფა ვარ, არ მაინტერესებს რასაც არ უნდა გეგმავდეთ შენ მამაშენი და ჩემი ძმის შვილი გირჩევნიათ ეს მალე გააკეთოთ ის პატარა ალქაჯი გარსია უკვე ზღვარს გადავიდა.

-შენ ამის შესახებ საიდან იცი?

გაკვირვებულმა იკითხა მინჯიმ, თეჰიონმა მას ხელი დაავლო და გარეთ გაიყვანა.

-აქ მაგაზე სალაპარაკო თემა არ არის.

თეჰიონმა მინჯი გარეთ გაიყვანა მოსაწევ კუპეში სადაც იცოდა რომ კამერები არ ეყენა და არავინ არ უსმენდათ.

-მოკლეთ მინჯი მისმინე ვიცი შეგაშინე. თეჰიონს სიტყვა უნდა გაეგრძელებინა მაგრამ გოგონას ხმამ გააწყვეტინა.

-მისმინე კიმ შეშლილო თეჰიონო არ მაინტერესებს ვინ ხარ ან საიდან ხარ ეს ისედაც ვიცი მე ის უფრო მაინტერესებს რატომ ახლა რატომ გამოჩნდი მაშინ როცა ჩვენ მოქმედება დავიწყეთ?

-რომ დაგეხმაროთ, დაგეხმარო შენც ჯიმინსაც ჯემს ძმას და მეგობარს იცი ნამჯუნი როგორ იტანჯება იმის გამო რომ შვილი დაკარგა ან მამაშენი ნუთუ არ გეცოდებათ და მე? თხუთმეტი წელი გეძებდით და შარშან ძლივს გიპოვეთ იუნგი ძლივს დავითანხმე რომ ბავშვები იმ სკოლაში შეეყვანა სადაც შენ დადიხარ.

-ამათში ისინი არ უნდა გაგეხვია ეს ჩემი მამაიკოსი და გარსიების ოჯახის საქმეა.

🦋A Hacker Named Butterfly 🦋 {დასრულებული}Où les histoires vivent. Découvrez maintenant