დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მიამ გადაწყვიტა მომზადებულიყო და წასულიყო იმ წყეულ წვეულებაზე. ემოციურად განადგურებული ფიქრობდა თუ როდის დასრულდებოდა მისი ტყვეობა.
ლოგინიდან წამოდგა, გამოაღო გარდერობი და მალევე ერთერთ შავ ლამაზ გამომწვევ და ელეგანტურ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. ჩაიცვა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. სარკის წინ იდგა და თავის თავს უყურებდა ლამაზად გამოიყურებოდა მაგრამ საერთოდ არ უხაროდა.
პირველ სართულზე ჩავიდა და იქ სოფია დახვდა რომელსაც სახე გაბრწყინებოდა.
სოფია: რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო
მიას ჩაეღიმა მის სიტყვებზე.
სოფია: მიდი წადი თორე დავაგვიანდება და ბატონი გაგიბრაზდება.
მია: სოფია მადლობა..
სოფია: რისთვის მიხდი მადლობას ჩემო გოგო?
მია: შენ ერთერთი საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია თან ამ ადგილას შენსგარდა არავისთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს შენ თბილი და მოსიყვარულე ხარ დედას მაგონებ.
სოფია: ახ ჩემო გოგო შენც ძალიან კარგი ხარ ბევრ კარგს იმსახურებ ვწუხვარ აქ ყოფნა რომ გიწევს.
მია სოფიას ჩაეხუტა და ცრემლები წამოუვიდა.სოფია: ახლა წადი ჩემო გოგო არმინდა კიდევ ვნახო შენს თვალზე ცრემლი.
მიამ აღარაფერი უთხრა გაუღიმა და გარეთ გავიდა სადაც შავი მანქანა უცდიდა. ჩაჯდა და წვეულებისკენ დაუძრნენ...
___________
ლუკასი: სად არის ამდენი ხანი
ჯეკი: დამშვიდდი მოვა სხვა გზა მაინც არ აქვს.
ლუკასი: დაცვა ყველგან დააყენე ამ ნაბიჭვარს რაღაც ექნება ჩაფიქრებული.
YOU ARE READING
♡შავ თეთრი სიყვარული♡
Romanceიმედია მოგეწონებათ პირველი ფიკია♡ სპოილერს არღარ დავწერ😈 ოო აქ ისეთი ამბები იქნება 🤭💋 ( რაღაც მიზეზების გამო ცოტახნით შეჩერებულია)