1

640 43 135
                                    

_შე ნაბიჭვარო! _ ღრიალებს ბიჭი, მაგიდაზე სრიალდება და მოწინააღმდეგეს სახეში ორივე ფეხს ურტყამს. _ თავი ვინ გგონია?

_მაპატიე! _ ხელებს სახეზე იფარებს ბიჭი რადგან მოსალოდნელი დარტყმა შეამსუბუქოს.

_შენი აზრით " მაპატიე " გიშველის? _ ჩაიცინა ბიჭმა.

_აქ რა ჯანდაბა ხდება? _ შემორბის დაცვა. _ ჯანდაბა ისევ შენ? _ ბიჭს მობეზრებით უყურებენ და ოხრავენ.

_არ ჩაერიოთ! _ დაიყვირა გამხეცებულმა ბიჭმა და მოწინააღმდეგეს სახეში ბოტასის ძირი ჩაარტყა.  _ დაიმახსოვრეთ ყველას ასე დაემართება, ვინც ჩემიანის შეწუხებას გადაყვეტს! _ ბიჭი ტნსაცმელს იფერთხავს და შენობიდან გადის...

_დაჯექი! _ შენობის წინ მანქანა აჩერებს და ბიჭს მკაცრად  ეძახის.

_მამა? აქ რას აკეთებ?

_სონმუნ, დაჯექი ამ წყეულ მანქანაში! _ ბიჭი თვალებს ატრიალებს და მანქნაში ჯდება.

_რატომ მოხვედი? ჩემითაც მოვიდოდი!

_დაცვამ დამირეკა! _ ამოიოხრა ჰოსოკმა. _ უკვე მერამდენედ აკეთებ ამას?

_ნუ გამიტრაკე რა, უბრალოდ ვიჩხუბე! _ ჰოსოკმა ვაჟს გვერდულად გახედა და ჩაიცინა....

_ანა გველოდება!

_აუ, ოღონდ ეგ არა! _ მუნი თავზე ხელს იდებს და მოსალოდნელ საუბარზე ფიქრობს.

ოც წუთში ჰოსოკი მანქანას სახლის წინ აჩერებს, მამა-შვილი გადმოდიან და პირდაპირ თავიანთ უზარმაზარ სახლში მიაბიჯებენ...

ანას ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და წვენს მიირთმევს, თან ღიღინებს.

_მოვედით! _ დაიყვირა ჰოსოკმა.

ანა ფეხზე წამოდგა, ჰოსოკისკენ გაიხედა მაგრამ მუნი ვერ დაინახა, ჩაიცინა და კიბეებისკენ მიტრიალდა სადაც მუნი მიიპარებოდა.

_ჯონგ სონმუნ! აქ მოდი! _ დაუძახა ანამ. ბიჭი ადგილზე გაშეშდა, უკან ნელა მოტრიალდა და გაიკრიჭა. _ მაგ კბილებს რომ ჩამოგაცლი მერე იკრიჭე!

His Bunny (ნაწილი|||) (დასრულებული)Where stories live. Discover now