ეშმაკის ბორბალი

55 3 0
                                    

დეივიდი:რააა?
ადგილიდან არ ვიძვროდი დეივს მივეკარი და აღარ ვუშვებდი ხელს
დეივიდი:ლილეო რას გულისხმობ?
სერიოზულად მკითხა მე ისე რომ არ გამიშვია ვუთხარი
ლილე:დებილი ხარ თუ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ
დეივიდი:სეეიოზულად?
ლილე:სრული სერიოზულობით ვამბობ.
ამჯერად გავუშვი და თვალებში შევხედე საოცრად უკაშკაშებდა ხელებში სახე მომიქცია და მიმწია ოდნავ დაიხარა და ჩემს ბაგეებს შეეხო საოცარი ბიჭია...
დეივიდი:ანუ რა გამოდის
ლილე:ნამდვილად დებილი ხარ.
ვუთხარი და სიცილით შევხედე
დეივიდი:აი რა მჭირდებოდა
მითხრა და გაინაბა
ლილე:რას გულისხმობ?
დეივიდი:შენი სიცილი მჭირდებოდა შენი სიცილი მიყვარს...
ლილე:და შენ ასე რატომ არ იცინი?
დეივიდი:აქამდე გაღიმების მიზეზიც არ მქონდა მაგრამ ახლა შენ გამოჩნდი და საშუალება მაქვს ბედნიერად ვიცხოვრო...
ლილე:შემოდი სახლში ისევ კარში ვდგავართ სხვათაშორის
დეივიდი:სადაც არ უნდა ვიყოთ შენ თუ ჩემთან იქნები მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნებით...
ლილე:შემოდი ნუ მაიმუნობ
დეივიდი:ლილეო ამხელა სახლში მარტო ცხოვრობ?
ლილე:კიი ჩემი შეყვარებული ცხოვრობდა მარა ახლა წასულია და მალე დაბრუნდება.
ვუთხარი ხუმრობით მაგრამ ისე შემომხედა...
დეივიდი:რააა? შეყვარებული???
ლილე:უიმე რა ჩურჩუტი ხარ ყველაფრის რომ გჯერა
ვუთხარი და ხელი სიცილით გავაქნიე
დეივიდი:აუუუ ლილე შენ მაბნევ...
ლილე:კარგი ყოფილა?
დეივიდი:შენთან დაკავშირებული ყველაფერი კარგია.
მითხრა და ისევ მომნუსხველად შემომხედა
ლილე:ახლა შენ მაბნევ იცი?
დეივიდი:მე ის ვიცი რომ ძალიან მიყვარხარ
მითხრა და ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენ შორის ბუზიც კი ვერ გაიფრენდა
თვალებში ჩამაშტერდა და მითხრა
დეივიდი:ასეთი ლამაზი თვალები როგორ გაქვს ლილეო
ლილე:აუ ეგრე ნუ მეუბნები უფრო მაბნევ...
ვუთხარი და საწყალი კატის მზერა მივიღე
დეივიდი:ოუ ჩემი პატარა რა საყვარელი ხარ გოგო
მითხრა და ლოყები დამიწელა
ლილე:ლოყები მეტკინა...
ვთქვი ისევ მობუზულმა დეივი დაიხარა და ორივე ლოყა დამიკოცნა
დეივიდი:კიდე გტკივა?
ლილე:ამმ მოდი რამე ვჭამოთ.
გვერდი ავუარე რადგან უკვე ძალიან ვიძირებოდი მის თვალებში
დეივიდი:არ მშია და გარეთ რომ გავიდეთ გინდა?
ლილე:კარგი წამო
სახლიდან გავედით და გზას გავუყევით ატრაქციონებთან მიმიყვანა და მითხრა
დეივიდი:წამოდი ვცადოთ ვიკატავოთ
ხელი მტაცა და პარკში შემიყვანა
ლილე:იცოდე საშიში არა რა სწრაფების მეშინია
დეივიდი:შეხედე ეშმაკის ბორბალი არ არის სწრაფი.
და ხელით მიმითითა
ლილე:მგონი არ ღირს
დაბნეულად ვთქვი
დეივიდი:მეც იქ ვიქნები არ მიგატოვებ ჩემთან ერთად რამის შეგეშინდება?
ლილე:კარგი დავჯდეთ ჯანდაბას
ბილეთები იყიდა და დავჯექით
ლილე:დეივ ძაან მაღლა ავა?
დეივიდი:ნუ გეშინია
მითხრა და ხელი ჩამკიდა
დეივიდი:შენი ხელი მიკავია და არსად გაგიშვებ არაფერი მოხდება უბრალოდ გადაიხედე ძალიან ლამაზი ხედია
ლილე:არა მეშინია
დეივიდი:ნუ გეშინია
გამიმეორა და ამჯერად მიმიხუტა შემდეგ კი გადამახედა მართლაც ძალიან ლამაზი ხედი იყო
ლილე:რა სილამაზეა
დეივმა შემომხედა და თქვა
დეივიდი:ჩემს წინ მყოფი ხედი უფრო ლამაზია ლილეო
გავიაზრე რომ ჩემზე ამბობდა
ლილე:უკვე ჩავდივართ?
დეივიდი:მოგეწონა ხო
ლილე:შენს გარეშე შემეშინდებოდა მაგრამ შენ შიში გადამალახიე დეივ
ატრაქციონიდან ჩამოვედით და კიდევ რამეზე რომ ვაპირებდით დაჯდომას თავბრუ დამესხა და გული წამივიდა...

*დეივიდის pov*
უეცრად ლილე გაჩერდა და შემდეგ გული წაუვიდა მაგრამ მე დავიჭირე და ხელში ავღმართე
დეივიდი:ვიმმემ სასწრაფოში დარეკეთ.
ვყვიროდი ხალხში მალევე სასწრაფო მოვიდა და ორივე კლინიკაში წავედით
ლილე გასინჯეს და თქვეს რომ ანალიზებში დარღვევა ქონდა
დეივიდი:რა დარღვევა? რამე დაემართება მას რომ რამე დაემართოს ცოცხალს არ დაგტოვებთ...
ექიმი:ბატონო დამშვიდდით სერიოზული არაფერი უბრალოდ სისხლში კალცის ნაკლებობა აქვს ხშირად უნდა მიიღოს რძის ნაწარმი ამიტომ წაუვიდა გული თქვენ მისი ქმარი ხართ?
ამ კითხვამ გამაბედნიერა
დეივიდი:ნეტავ მართლა ვიყო
ჩავილუღლუღე ჩემთვის
ექიმი:რაა?
დეივიდი:არა ქმარი არ ვარ შეყვარებული ვარ ☺️
ექიმი:კარგით ახლა უკვე გაიღვიძებდა შეგიძლიათ ნახოთ
დეივიდი:მადლობა
ჩქარა გავექანე პალატისკენ ლილე წამომჯდარიყო და მეორე ექიმს უსმენდა
დეივიდი:ლილეო კარგად ხაარ?
ლილე:კიი კარგად ვარ არ ინერვიულო უკვე გადასხმა გამიკეთეს და შეგვიძლია წავიდეთ
დეივიდი:კარგი წამოდი და გზად მაღაზიაში შევიაროთ
ლილე:რამის ყიდვა გინდა?
დეივიდი:შენთვის რძის პროდუქტი უნდა ვიყიდოთ
ლილე:რააა?
დეივიდი:შენი კარგად ყოფნისთვის საჭიროა...
ლილე:კარგი რა არაფერი დამემართება დედა მიგზავნის ხოლმე თვეში ერთხელ და ვჭამ
დეივიდი:თვეში ერთხეელ???
გაოცებულმა ვკითხე
ლილე:ხო
დეივიდი:ცოტაა ახლავე იწყებ ყოველდღე ჭამას რძის ნაწარმის
ვთქვი გადაჭრით ლილე მოიბუზა და საყვარლად შემომხედა
დეივიდი:არა არა ამ მზერას ვერ გავუძლებ ასე ნუ მიყურებ
ლილე:გთხოვ ეს არ მაიძულო
დეივიდი:კარგი მეც შემიძლია შენი დაბნევა
ვთქვი და ჩავიღიმე

*ლილეს pov*
ისევ მომიახლოვდა იმდენად ახლოს იყო ერთი თავის მოწევა და მაკოცებდა ისევ მომნუსხველი მზერა ისევ ღიმილი და ჩემი გულის აჩქარება
ლილე:არა არა ამას ნუ აკეთებ
ვთქვი და თვალებზე ხელი ავიფარე
დეივიდი:მაშინ დამიჯერე
ლილე:კარგი ხო...
______________________________________პატარაა მაგრამ ცოტა იდეები მომაწოდეთ თუ მოგწონთ დასაწყისი...😄💞

სიმღერა სიყვარულია💙🎤Where stories live. Discover now