სხვა სამყარო

22 2 1
                                    

თავი 14

ალბათ ყველას გაგიგიათ როგორი რეაქცია აქვთ ვამპირებს სისხლზე... წითელი თვალები, სისხლის წყურვილი, ადამიანის ან თუნდაც ცხოველის გამოფატვრის სურვილი, გავაგრძელო თუ თვითონაც იცით?

სწორედ ეს იყო რამაც ჯეონის სხეულში მოქმედება დაიწყო მაგრამ ყველანაირად ცდილობდა თავი შეეკავებინა.... ხელთ გულწასული გოგონას სხეული ჰქონდა, თავზე დაჰყურებდა, დაჰყურებდა მის მოშიშვლებულ ყელს და ცდილობდა თავი შეეკავებინა

საბოლოოდ როგორც იქნა დაძლია სისხლის წყურვილი და გოგონას სხეული თბილ საწოლში ჩააწვინა, მალევე დატოვა ოთახი და ჯადოქარს უხმო ამავდროულად კი ნამჯუნს სთხოვა სასწრაფოდ მოსულიყო და თუ საჭირო იქნებოდა ქაიც წამოეყვანა
(კი ის ქაია.. ამ შემთხვევაში მეორე მთავრის როლს თამაშობს)

თეჰიონი მალევე გამოცხადდა ადგილზე და ნამჯუნის მოსვლას ელოდნენ, ისიც მალევე მოვიდა და ქაიც თან ახლდა; თავიანთი ადგილები დაიკავეს და ვამპირის ხმაც გაისმა

ჯკ-ვანესას რა მოუვიდა

ეს იყო პირველი რაც მან იკითხა.. ყველა დუმდა და ერთმანეთს აშტერდებოდა, თითქოს უხილავი კავშირი ჰქონდათ და ერთმანეთში იბრძოდნენ ეთქვათ თუ არა სიმართლე. მაგრამ საბოლოოდ ქაი წამოდგა კართან ახლოს დადგა, რადგან იცოდა მის პასუხს რაც მოყვებოდა და შორიდან მიაძახა

ქაი-ის სხვა სამყაროდანაა, ის უბრალოდ აქ რეინკარნირდა და იქედან მტერიც გამოჰყვა... შენი ძვირფასი მეგობარი მინ იუნგიც იქედან მივიდა საიდანაც შენი პრინცესა და ცდილობს ისე გაისტუმროს იმქვეყნად როგორც ამას აქამდე ცდილობდა

სიტყვა დაამთავრა და სიბნელეში გაუჩინარდა სასახლეში კი ჯერ გაურკვევლობაში მყოფი შემდეგ კი განრისხებული ჯეონი ყველაფერს ლეწავდა.. ბიჭებს სურდათ წასულიყვნენ მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდათ ადგილი დაეტოვებინათ, თან სურდათ გოგონა დაეცვათ რადგან იცოდნენ რა შეეძლო ვამპირს ჩაედინა...

თეჰიონი წამოდგა და მიახლოება სცადა მაგრამ უშედეგოდ.. ჯინქუქმა უხეშად მოიქნია და ბიჭი სადღაც სასახლის ბოლოში მოისროლა; ჯადოქარს განძრევის უნარიც აღარ ჰქონდა და ცდილობდა როგორმე "უსიტყვო" შელოცვა გამოეყენებინა მაგრამ როდია ბედი მის მხარეს? ჯეონი მივარდა და ფეხზე წამოაყენა

ჯკ-სასახლე დატოვეთ და შელოცვა დაადე.. აქ შემოსული არავინ ვნახო

სუსტი სხეული გვერდზე მოისროლა, ვანესას ოთახისკენ გაემართა და გოგონასაც ტკივილმა თვალების გახელა აიძულა...
ყელს ორი ლამაზი ნაკბილარი უმშვენებდა

ყელს ორი ლამაზი ნაკბილარი უმშვენებდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
death or life ✔️Where stories live. Discover now