HATE YOU

34 2 0
                                    


წვიმიანი ამინდია, ზუსტად მე რომ შემეფერება ისეთი. მომწონს წვიმიანი ამინდები, მომწონს როდესაც წვიმის წვეთები ჩემი ცრემლების მსგავსად ეხეთქებიან იატაკს და ასველებენ მას, მომწონს როდესაც შენთან ერთად ტირის და შენს მწუხარებას იზიარებს, რასაც ადამიანები არ აკეთებენ ხოლმე...
უკვე მესამე თვე გავიდა რაც წავიდა, წავიდა სხვასთან და მე დამტოვა. ის მოხვდა რისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. ნუთუ ასეთი ცუდი ვიყავი მის მიმართ? ასეთი უხეში, მახინჯი და ცივი ვარ?
ვეღარ ვიძინებ, ვერ ვჭამ გარეთ ვერ გავდივარ, დღე არ გავა ისე რომ მასზე არ ვიფიქრო, არ ვიფიქრო მის ღიმილზე, სიცილზე, მის ლამაზ თვალებზე, ტკბილ ტუჩებზე, და ულამაზესს ტანზე. როდესაც ვცდილობ დავივიწყო, მაშინვე ყველა ის მომენტი, წამი თუ წუთი მახსენდება რომელიც მასთან გავატარე, ის დრო იყო ჩემთვის საუკეთესო, საოცარი და დაუვიწყარი, აი ისეთი საკუთარი სახელის მსგავსად რომ ვერ დაივიწყებ.
ძნელია გაუმკლავდე მარტოობას რომელიც შიგნიდან გჭამს და გკლავს, რომელიც გაიძულებს შეიძულო საკუთარი თავი და ვეღარასდროს გამოხვიდე იმ წრიდან რომელშიც თვითონვე გაგდებს. როდესაც მარტო ხარ და გვერდში არავინ გყავს ის წრე უფრო და უფრო ფართოვდება, იზრდება და უშველებელი ხდება საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. თუ ერთხელ მაინც გიგრძვნია მარტოობა მიხვდები და გამიგებ...
უგრძობლობა, როდესაც ვეღარაფერს ვეღარ გრძნობ. ვერც შიმშილს, ვერც წყურვილს, ერთადერთი რასაც გრძნობ ეს შენი თავის სიძულვილია რაც უფრო და უფრო ღრმად გითრევს დეპრესიაში და სიკვდილამდე მიყავხარ. სამწუხაროა რომ ის ადამიანი გაუშვი ხელიდან რომელსაც შეეძლო ეს ყველაფერი უბრალოდ წამებში მოეგვარებია, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ... ვერ დააბრუნებ იმ მომენტებს რომლებიც უკვე მოხვდა წარსულში, ეს ყველაფერი თავს ძალიან ცუდას მაგრძნობიებს.
მონატრება... ყველაზე ძნელი რამ. როდესაც ვინმე გენატრება, მის მოლოდინში დრო საშინლად იწელება. ისე ძაან გენატრება რომ უკვე მზად ხარ სიკვდილისთვის, მზად ხარ მოკვდე ვიდრე ის საერთოდ ვერ ნახო. მონატრება საშინელებაა, საშინელებაა როდესაც გენატრება მაგრამ აქ არ არის, როდესაც გენატრება, გინდ არომ შენთან იყოს მაგრამ ხვდები რომ სხვასთან უფრო ბედნიერია, იმდენად ბედნიერია რომ შენი სახელიც კი არ გაახსენდება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 04 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🌙HATE YOU🌙Where stories live. Discover now