თავი 38

334 34 31
                                    

ბათუმის ქუჩებში დათა და ბეატრისი მიაბიჯებდნენ. მას შემდეგ რაც ყველაფერი ფიამას სიცოცხლის ხარჯზე ჩაწყნარდა, დათამ მოახერხა და ბეატრისი მასთან წამოსვლაზე დაითანხმა.
ფიამას ცხედარს რამოდენიმე დღეში იტალიაში ჩაასვენებდნენ, ამიტომ მანამ სანამ დაკრძალვა ჩატარდებოდა დათას უნდა მოეხერხებინა და მშობლები ენახა.
როდესაც სახლის ეზოში ფეხს ადგამს ერთადერთი რასაც მისი თვალები ხედავს სილაში მოთამაშე ვივიანაა, რომელიც ძმის დანახვისას სათამაშოებს ხელიდან აგდებს და სიხარულისაგან თვალები უბრწყინავს.

- დათთ! - წამოიყვირა ვივიანამ და დათასკენ გაიქცა.

- ჩემო პატარავ! - ვივიანას ხელები მოჰხვია და გოგონა გულში ძლიერად ჩაიკრა.

- დათ დედა მეუბნებოდა, რომ ანგელოზებმა წაგიყვანეს, მაგრამ მე არ ვუჯერებდი რადგან ვიცოდი არ დამტოვებდი! - ბიჭის კისერში თავი ჩარგო ვივიანამ და დათას უკან მდგომ ბეატრისს ღიმილიანი სახით გახედა.
ბეატრისმაც თავს ძალა დაატანა და გაიღიმია.

- არ დაგტოვებ ვივ.. არასოდეს დაგტოვებ.. ვივ დედა და მამა სად არიან? - ვივიანამ ქარისაგან აწეწილი თმები ხელებით შეისწორა, შემდეგ კი დათას სახლისკენ მიუთითა.

გიორგი და ანიკა მაგიდას შემოსხდომოდნენ. ანიკას ხელში დათას სურათი ეჭირა და ხელს ნაზად უსვამდა.

- ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან აღარ არის.

- გთხოვ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხარ ძვირფასო.. ცოტა უნდა დაისვენო.
ანიკა მართლაც საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რამოდენიმე თვის წინ შეღებილი თმებიდან საღებავი გადასულიყო და მის მოწესრიგებაზე არც კი ფიქრობდა, თვალები ჩაშავებოდა, სახეზე კი ნაოჭები გასჩენოდა.

- შვილი მომიკლეს, შვილი მოგვიკლეს გესმის? როგორ ფიქრობ ამ ყოველივეს შემდეგ დამშვიდება და კარგ მდგომარეობაში ყოფნა როგორ უნდა მოვახე..
სიტყვას ვერ ასრულებს ანიკა რადგან კარები იღება და სახლში დათა შემოდის, ვივიანა ცალ ხელში აეყვანა, ცალი ხელი კი ბეატრისისთვის ჩაეჭიდა.
მის დანახვისას გიორგი და ანიკა ფეხზე ერთდროულად დგებიან და სახლში შემოსულ სილუეტებს ისე ათვალიერებენ თითქოსდა მოჩვენებები დაინახეს. ადგილზე მიყინულიყვნენ და განძრევას ვერც მოახერხებდნენ დათას ხმა, რომ არ ამოეღო.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now