10

1.2K 144 63
                                    

სიცივემ გამაღვიძა

Oops! Bu görüntü içerik kurallarımıza uymuyor. Yayımlamaya devam etmek için görüntüyü kaldırmayı ya da başka bir görüntü yüklemeyi deneyin.

სიცივემ გამაღვიძა.
თვალები გავახილე.
სად ვარ? ეს არ არის ჩემი ოთახი.

სწრაფად წამოვჯექი და თავი ძალიან მეტკინა.
საფეთქლები დავიზილე.

სად ჯანდაბაში ვარ?

ამ დროს ვიგრძენი ჩემს გვერდით მოძრაობა.
გავიხედე და ხმის გარეშე დავიყვირე.
გადავტრიალდი მოშორებით, რომ ვყოფილიყავი და ძირს ჩავვარდი.

ჯანდაბა,ჯანდაბა.

მხოლოდ თვალები კიჩანდა ისე ავიხედე საწოლზე, რომ დავრწმუნებულიყავი.

ჯეონ ჯონგუკი მაისურის გარეშე წევს იქ, სადაც მე ვიწექი.
ჩემს თავს დავხედე და ახლა მივხვდი მისი მაისური, რომ მაცვია.
დრამატულად სახეზე ხელები მივირტყი.

რა ჯანდაბა მოხდა? მე ხომ მის მახეში აღარ უნდა ავღმოჩენილიყავი. ჩვენ რა....

კარგი, იფიქრე, ენი. გაიხსენე რა მოხდა.

სტელასთან, თაესთან, ჯეისთან და ჰობისთან ერთად ვიყავი. შემდეგ მე და ჰობი მეორე სართულზე ავედით....ტუალეტში გვინდოდა?

ააააჰ!!!

და შემდეგ , ჯონგუკი...აივანი....
და შემდეგ არაფერი...სიბნელე...

რატომ არის შიშველი და მე რატომ მაცვია მისი მაისური ?რატომ ვწევართ ერთ საწოლში? სექსი გვქონდა? რა გამიკეთა?

თავს საშინლად და გამოყენებულად ვგრძნობ.ამ ჯერად უფრო საშინელებაა, რადგან გონზე არ ვყოფილვარ და ამით ისარგებლა.
აქედან უნდა წავიდე.

ავდექი . ოდნავ თავბრუ მეხვევა.
ჩემი ტანსაცმელი....სად არის?

თვალთვალი!Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin