I

14 3 38
                                    

არაფერი შეცვლილა, 8 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.....

ბრუნდება, თავის დასთან ერთად. მიდის თავის სამშობლოში სადაც 8 წელია არ ყოფილა.

რვა წელია არ უნახავს ოჯახი, მეგობრები, ადამიანები ვინც ძალიან ენატრებოდა და უყვარდა. ერთი სული აქვს როდის ჩაიხუტებს ყველას და არც გაუშვებს და არც დატოვებს იმ ადამიანებს ვინც ასე ახლოს არიან მის გულთან.

25 წლის, გოგოც აღარ ეთქმის უკვე იმდენად გაზრდილი და ჩამოყალიბებული "ქალია",იცის როდის, სად და რა უნდა გააკეთოს.

დას რაც შეეხებაააა.... ორი წლით პატარა გიჟი, გადარეული, ცანცარა, ძილზე ზედმეტად შეყვარებული ადამიანია.

არ იყვნენ დიდები როცა სამშობლოს დატოვება მოუწიათ 17 და 15 წელი არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო ასაკი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად. მაგრამ, მათ შეძლეს და უკვე თავიანთი თავის იმედით, ძალით და შესაძლებლობებით მიდიოდნენ სახლში საიდანაც უკან დაბრუნებას მხოლოდ დასასვენებლად გეგმავდნენ.

-ლიზი დაკდები ფანჯარასთან თუ დავჯდე მე?

-არაა!_ყვირილით გამოუვიდა თავისი სათქმელი_დაჯექი შენ მე გვერდით დაგიჯდები მეშინია თვითმფრინავების_დაიწვრილა ხმა და ისე უთხრა.

-სულ სამჯერ იჯექი სამივე ერთ დღეს მოხდა და შეშინება როდისღა მოასწარი?_ღიმილით გახედა თავის დას და მოკალათდა ლამაზად.

-აუ მე 8 წლის წინაც მეშინოდა უბრალოდ მაშიმ მამიკოს ვეჯექი გვერდით_უთხრა ჩამწყდარი ხმით.
მამის ხსენებაზე ორივეს მოეღუშათ სახე.

-ახლა არა, ახლა არ გვინდა გთხოვ_შეეხვეწა ლიზის რომელსაც სახე სატირლად ქონდა უკვე მოღუშული.


"თვითმფრინავი ნომერი 5678 რეისი
პარიზი-ბათუმი იწყებს აფრენას ბათუმის მიმართულებით გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ქამრები. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას მადლობა"

Nothing has Changed Where stories live. Discover now