II

15 3 46
                                    

ღამის სამ საათზე დაიშალნენ და წავიდნენ სახლებში.

ნინიმ მოისიყვარულა ბავშვობის მეგობრები, იმღერა კიდევაც, მარტომ. ნიკა აღარ იყო იქ.

ჯერ თამრო გააცილეს სახლში და-ძმამ საბამ შუბლზე აკოცა ღამე მშვიდობისაო უთხრა და მობრუნდა დატოვა დაქალები ერთად და  მოშორებით დადგა

-თამრო არ გაპატიებ რამე რომ დამიმალო და იცოდე_ღიმილ შეპარული ხმით უთხრა მაგრად მოეხვია და აკოცა_მომენატრე ძალიან და მიყვარხარ სულ გახსოვდეს

-მეც მიყვარხარ ნიი

მაგრად მოეხვივნენ ერთმანეთს

-საჩუქარს ჩემოდანს რომ ამოვალაგებ მერე ამოგიტან_თვალი ჩაუკრა და მისი ძმისკენ წავიდა ხელი გადახვია მხარზე ლოყაზე აკოცა და დადგნენ სახლის გზას ფეხით, ჩუმათ და ნელა მიდიოდა ორივე მაგრამ ნინიმ დაარღვია სიჩუმე

-რა ხდება საბუუ? გიბრწყინავს სახე_აწეული წარბებით გახედა
-შენ ჩამოხვედი და და გამიბრწყინდება აბა რა იქნება_არ დარჩენია ვალში საბაც და გამოხედა თავის დაიკოს
-კი კი როგორ არა დაგიჯერე_დაეჭყანა და შევიდა სახლში. საბა გაღიმებული უყურებდა და ხვდებოდა თუ რამდენად გაუმართლა ცხოვრებაში ასეთი ოჯახისწევრები რომ ყავდა. სახლში შესულს მდივანზე ბავშვების ლოდინში ჩაძინებული დედა დახვდათ, ერთმანეთს გადახედეს და ერთმა მარჯვენა მეორემ კი მარცხენა ლოყაზე აკოცა მშობელს და ისე გააღვიძეს

-დეეე_თბილი ხმით უთრა ნინიმ
_მოვედით წამო დაწექი_საბამ წამოაყენა და შეიყვანა ოთახში აკოცა ბავშვებს ნინელიმ კითხა რამე ხომ არ გინდათო და შემდეგ დაიძინა ნინი სამზარეულოში გავიდა საბამ ჯერ თავის ლიზის აკოცა და მერე გაყვა ნინის

-აუ ყავა მინდაა_საწყალი თვალებით გახედა ნინის საბამ
-გაიკეთე მერე_უთხრა ნინიმ და თან წამოდგა ყავის გასაკეთებლად

ისე ქონდა ამ სამზარეულოში ყავის გაკეთება მონატრებული რომ ყველაფერს იხსენებდა. ამოუტივტივდა კიდეც  ყველაფერი, როგორ წუწუნებდახოლმე ყავას რომ აკეთებდა, გაახსენდა რამდენჯერ დაუქცევია ყავა, რამდენჯერ ძალით მარილი ჩაუყრია რომ აღარ ეთქვათ მისთვის ყავის გაკეთება მაგრამ სულ მას უწევდა მაინც. თვალზე ცრემლი მოადგა ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ.

Nothing has Changed Where stories live. Discover now