{ავტო-კატასტროფა}

11 7 0
                                    

შემოდგომის წვიმიან საღამოს, როცა ელისი ფანჯარასთან იჯდა, კითხულობდა წიგნს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, საოცარი სიმყუდროვე ერთმა ზარმა დაარღვია.

-ალო, გამარჯობათ. ბოდიშით რომ გაწუხებთ, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. აქ ბიჭია რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად გონება დაკარგა, კონტაქტებში ყველაზე მეტად თქვენი სახელი მომხვდა თვალში, ამიტომ გავიფიქრე, რომ შესაძლოა ახლო ნაცნობები იყოთ. შეგიძლიათ გვითხრათ იმფორმაცია მის შესახებ? რა ჰქვია? ან თუნდაც ხომარ იცნობთ მის ნათესავებს? სასწრაფო აქარის, საშიში არაფერია, პოლიციას კი ინფორმაცია ესაჭიროება.

-ის... ის, ჩემი შეყვარებულია, მას ჯეიკი ჰქვია - თქვა ელისმა და ცრემლები ვეღარ შეიკავა - ხომ კარგად იქნება? ახლა სადხართ? არაფერი დამიმალოთ, გთხოვთ.

-დიახ, დამიჯერეთ, ის ძალიან კარგადაა. შეგიძლიათ მოსანახულებლად (ს.ს) წახვიდეთ.

-მადლობთ, ახლა დროა დაგემშვიდობოთ. - თქვა ელისმა აკანკალებული ხმით და ყურმილი მალევე დაჰკიდა. ის დიდხანს იჯდა ფანჯრის რაფაზე ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ, მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებულს გრძნობდა, ისეთს რაც გულს უმძიმებდა და საშინლად აავადებდა მის ცხოვრებას.

რამდენიმე საშინელი წამის, წუთის, ან ვინ იცის შესაძლოა საათის შემდეგ, გონზე მოვიდა, წამოდგა, სასწრაფოდ გაემზადა, ჩაირბინა თითქოსდა დაუსრულებელი კიბეები და გარეთ გავარდა. სულ დაავიწყდა ის, რომ გარეთ საშინლად წვიმდა, მაგრამ არ ადარდება, არ აინტერესებდა რა მოხდებოდა, რას იფქრიებდა ხალხი ერთი მომტირალი გოგონას დანახვაზე, რომელიც განწირულად ყვიროდა რაღაცას, მაგრამ ამ ყვირილს ხმა არ ჰქონია, ეს ყვირილი მხოლოდ ელისს ავნებდა და სტკენდა გულს!...

_____________________________

ლოუნ ელისგან
(ავტორისგან)

მოკლედ, ეს ჩემი პირველი ფიკია✨ იმედია მოგეწონებათ და დადებითად შეაფასებთ✨ ველი თქვენს რეაქციებს❤️✨

✨ადამიანი წარსულიდან✨حيث تعيش القصص. اكتشف الآن