{საავადმყოფოში}

9 7 0
                                    

ჯეიკი უგონოდ იყო, უგუნოდ იყო იმაზე მეტი ხანი, რამდენსაც ვარაუდობდნენ.
__________________________________

ინფ(∆): 1წლის განმავლობაში ჯეიმსი კომაში იყო, ამის მიუხედავად ელისს ის არ მიუტოვებია და მისი სიყვარული ჯეიმსის მიმართ უფრო გაძლიერდა. აუტანელი იყო ელისისთვის მისი ყურება, ის ყველა თავის საიდუმლოს და გულისტკივილს უზიარებდა მას, მაგრამ პასუხად ვერაფერს ღებულობდა. ელისმა ამ დროის განმავლობაში ბევრი სატანჯველი რამ გაიარა, ბოლოს კი, ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როცა ღამე მიდიოდა და მთვარე კაშკაშის შეწყვეტას ლამობდა, ხასხასა მინდორზე წამოწოლილმა, ვარსკვლავების ციმციმზე შემყურე ელისმა, შენიშნა ერთი ვარსკვლავი, რომელიც ჩამოვარდა, ისე თითქოს დაიღალა ცაში ყოფნითო და დაბლა დაეცა. ელისმა კი სურვილი ჩაუთქვა:  ,,ვარსკვლავო, გთხოვ დაეხმარე ჯეიმსს მისი ღრმა ძილიდან გამოსვლაში, ნებისმიერი რამის სანაცვლოდ. თუნდაც - ჩაფიქრდა და ისევ განაგრძო ჩურჩული - თუნდაც, ჩემი სიკვდილის სანაცვლოდ".

__________________________________

ამ მოვლენიდან, სულ რაღაც 1 კვირა იყო გასული, როცა...

ჯეიმსის გონება: ნეტავ სად ვარ? რახდება? არაფერი მახსოვს, თვალების გახელა არ შემიძლია, მხოლოდ გონებაში ვფიქრობ ამ ყველაფერს, ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. რაღაც ძალინ მაწუხებს, მტკივა, მაგრამ არშემიძლია ამის ხმამაღლა თქმა.

-ექიმოო! - გაისმა ელისის ხმა პალატაში - ჯეიმსი ხელებს ამოძრავებს.

ექიმი მალევე შემოვიდა პალატაში და მართლაც აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჯეიმსი ნელნელა გამოღვიძებას იწყებდა.

__________________________________

გავიდა რამდენიმე საათი და დაიწყო მითქმა-მოთქმა ოჯახის წევრებსა და მეგობრებში, ექიმებში, ყველას აინტერესებდა როგორ დასრულდებოდა ჯეიმსის 1 წლიანი ძილი.

-ექიმოო! - ამჯერად ჯეიმსის დედის, ქ.ბ ჯეინის ხმა გაისმა პალატაში - ჯეიმსი თვალებს ახელს, ის ჩვენთან ბრუნდება!

-დ...დ...ე...დ...ა

-გისმენ ჩემო საყვარელო ბიჭუნა, როგორ მომენატრა შენი ხმის გაგონება - თქვა ჯეინმა და ატირდა - რამდენი ხანი გელოდებოდი ჩემო სიცოცხლევ!

-რა...მოხ...და?

-შვილო, ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, თუმცა ყველაფერი უნდა იცოდე! მაპატიე თუ ისტორიის მოყოლისას ამეტირება, ეს წარსულს ეკუთვნის, აწყმოს მხოლოდ სიხარულის ცრემლები თუ დაამშვენებდა.

-ელისი, ის სადარის?

-გამარჯობა ჯეიმს, - ჩაერთო საუბარში უკვე მოქვითინე ელისი, რომელიც პალატაში ახლაღა შემოსულიყო - როგორ მომენტარე, ხომ გახსოვვარ? ხომ ისევ გიყვარვარ?

-რა...თქმაუნდა!

-ძალიან მომენატრე, ყველაფერს გიყვებოდი. შენ კი, ისეთი გულისყურით მისმენდი, როგორც არასდროს, არვინ!
__________________________________

ლოუნ ელისგან✨

იმედია მოგწონთ, აქტიურობა გვაკლია😁❤️
შემდეგი თავი მალე იქნება!
ვოუთები არ დაიშუროთ💘

✨ადამიანი წარსულიდან✨Where stories live. Discover now