🤷🏼‍♀️

3 1 0
                                    

15 წელი გავატარე უაზროდ დეპრესიაში, მწუხარებაში, ოჯახური პრობლემების წინაშე. 15 წელი გრძელდება...არც ისე დიდი ვარ როგორც იცით. რაც დედა და მამა დაშორდნენ სიყვარულის აღარ მწამს. მეტიც...ოჯახს რომ ვხედავ ცუდად ვხდები. არ მესმის იმ ხალხის ვისაც ოჯახის შექმნა უნდა. შვილები, ქმარი, ცოლი, სახლის საქმეები, ბავშვების მოვლა. ყველაფერი უბრალოდ უაზრო ცხოვრების წესია. თუმცა დარჩა ჩემში რაღაც თბილი რაც მინდა გამოვავლინო ჩემს საყვარელ ადამიანთან, თუმცა არც საყვარელი ადამიანი არ მყავს...ხშირად მესიზმრება ცისფერ თვალება, ლამაზი გოგო რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემიძლია ვიყო ის ვინც ვარ. თუმცა ეს არ მინდა მხოლოდ სიზმრებში ხდებოდეს, რეალურად არავინ არ მყავს. ჩემი ამდენ წლიანი გრძნობების ჩახშობას ვეღარ ვახერხებ. მინდა სიყვარული სწორ ადამიანს გავუზიარო, ვინც მიმიღებს, გამიგებს, ვეყვარები, ვინც ლოიალური იქნება ჩემთან. თუმცა რთულია 21-ე საუკუნეში სწორი ადამიანის პოვნა მითუმეტეს თინეიჯერის. თუმცა მე ოცნებას არ ვწყვეტ, ვიცი და მწამს რომ მეყოლება ადამიანი ვისთანაც იმას გავაკეთებ რაც მინდა. სერიოზულად, დაღლილი ვარ იმის ძახილით თუ რა უგულო ვარ, არ ვარ უგულო, უბრალოდ შენ არ ხარ სწორი ადამიანი. ამ ყველაფერთან დამატებული ხელს მიშლის ადამიანების გაცნობაში ჩემი კომუნიკააცის დამყარების პრობლემები. ადამიანებთან ვერ ვსაუბრობ, საუბრის დაწყება არ შემიძლია, ჩემი ერთერთი სუსტი წერტილია. მირჩევნუა ადამიქნს ვუსმინო და სანამ ყვება მის ყვეკა დეტალს დავაკვირდე, რათქმაუნდა თუ დაინტერესებულივარ მისით.

ყველაა დაგსიზმრებიათ ადამიანი, ვინც შემდეგ შეგიყვარდათ. ჩემი სიზმრებიდან იმ ერთ გოგოს ვერ ვიგდებ ჩემი თავიდან უკვე 3 თვეა. არც ისე დიდი დროა თუმცა ხომ გაგიგიათ, ის ადამიანი ვერ დაგესიზმრება ვინც ნანახუ არ გყავს. ხოდა ჩემი ადამიანის პოვნას ვუდგები ხვალიდან. მოგეხსენებათ 10 კლასში ვარ, საქართველოში სამწუხაროდ...თუმცა მალე ამერიკაში მივდივარ. შესაძლოა ჩემი პირველი იქ ვნახო, მინდა სიყვარული შევიგრძნო, მინდა გავიგო რას ნიშნავს შეყვარებული, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა...

მე უბრალოდ სიყვარულის მაძიებელი ადამიანი ვარ ვისაც არავინ იცნობს ასეთად...ყველას ჰგონია რომ არ მიზიდავს ასეთი რაღაცეები. მაგრამ უბრალოდ ის ფაქტი მაშინებს რომ ადამიანები მიდიან...ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი ამის გადატანას მარტივად ვერ შეძლებს. თავს ყველას ცივ ადამიანად ვაჩვენებ, თუმცა ვხვდები რომ ეს უკვე აღარ არის თავუს მოჩვენება, ჩემს გრძნობებს ვერ გამოვხატავ რაც თავს ცუდად მაგრძნობინებს და ადამიანებთან ურთიერთობას მიფუჭებს.

რას იფიქრებთ თუ გეტყვით რასაც ვფიქრობ...მყავს საუკეთესო მეგობარი თუმცა თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვერ მიგებს, მგონია თავზე ზედმეტად ვეხვევი. ყველაფერი ვცადე რაც მას მოსწონდა თუმცა რამდენიმე დღის წინ გავაანალიზე რომ მას არც უცდია გამოეცადა ის რაც ჩემი ჰობი იყო. ალბათ ამჟამად ერთადერთი ჰობი ფილმების და სერიალების ყურებაა, ბევრჯერ ვთხოვე თუმცა ამაოდ...ვერ ვიტყვი რომ არ უცდია, ცადა...თუმცა ეს გრძნობა ისევ ჩემში რჩება...

ჩემს სიზმრებში არსებული ადამიანი მას ძალიან ჰგავს...არ მინდა ვაღიარო ის რასაც ვფიქრობ. თან ჩვენ დისტანციური ურთიერთობა გვაქვს...არ მინდა რაიმე უაზრობის თქმის გამო მასთან ურთიერთობა დავძაბო...არვიცი, შეიძლება ეს ისაა რაც მე შინაგანად მაკლია.

____________________

კარგიი ვფიქრობ პერსონაჟის სქესი გაინტერესებთ...ამას მოგვიანებით გაგაცნობთ, ყველაფერს უნდა ელოდოთ :P
(ასევე იმედია არარის მოსაწყენი წასაკითხი, დიდი ხანია არაფერი დამიწერია...)

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 29 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Beautiful Blue Eyes Where stories live. Discover now