12.თავი

16 3 3
                                    

  დილით ჯისუს ყვირილი მაღვიძებს. როგორც შევატყე გამოვჯანმრთელდი. ავდექი, მივიხედ მოვიხედე იმუგი კი ვერ ვიპოვე.
გავედი პიჟამოებით სამზარეულოში და ვხედავ როგორ ამზადებს საჭმელს იმუგი. ჯისუ კი გაშტერებული უყურებს. მე, რომ შემამჩნია მითხრა:

- შენ! შენ შემოიშვი ის აქ?

- ოოო უკვე გაიღვიძე? - მკითხა იმუგიმ სრული სიწყნარით.

- ემ.... რომელ ერთს გაქცეთ პასუხი? ჯისუ! როდის მოხვედი? ჩემ ოთახში არ შემოსულხარ?

- საღამოს მოვედი როგორც გითხარი და მაშინვე ჩემ ოთახში შევედი. ეს როდისღა მოვიდა?

- მაშინ როდესაც წახვედი! აზრზე იყავი, რომ საიონი ავად იყო? მაღალი სიცხე ჰქონდა! - გაუბრაზდა იმუგი ჯისუს.

- შენ საერთოდ არ უნდა მოსულიყავი აქ! მას მეც მოვხედავდი რომ ეთქვა! დონგიონს დაურეკავდა, რანს, იონს იურას! შენი მოსვლა საერთოდ არ იყო საჭირო.

- ჩემი საცოლეა!

- ზუსტად! საცოლე და არა ცოლი! ახლა კი წადი აქედან სანამ ეგ ენა არ ამოგაგლიჯე! - გველო!

  არ მეგონა თუ ჯისუს მანიპულირება იმუზე გამოვიდოდა. მანიპულირება ჯისუს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა. მაგრამ რატომ უნდა დავვეჭვდე მის ძალაში? ის ხომ ბალანსის ღმერთის შვილია. ძლევამოსილი ცხრაკუდა კიმ ჯისუ! მაგრად ჟღერს არა? იმუგი წავიდა ჯისუ კი დივანზე დაებერტყა.

- რა გეშველებოდა ჩემ გარეშე დაქალო! - გამიღიმა მან.

- დიდება შენ და ჯისუ!

- რა თქმა უნდა! - თვალები დახუჭა და თავი მაღლა ასწია.

- ვიღაცას მაგონებ.

- ვის?

- ერთ-ერთ ნარცისს. - ჩავიცინე მე.

- გეყოფა! რაღაც უნდა გკითხო. მოდი დაჯექი. - ჯისუს გვერდით დივანზე მივუჯექი. - მართლა სიცხე გქონდა?

- კი. მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ადამიანად ხომ არ ვიქეცი?

- არა... მგონია, რომ იმას გადიხარ რასაც ყველა კუმიხო გადის თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ.

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now