ყელსახვევი

61 6 0
                                    

- გაიღვიძე? - სამუშაო მაგიდასთან აძურწულ ბიჭს ალფის ძილისგან დაბოხებული ხმა აფხიზლებს. ჯონს იმდენად ბოხი, მაგრამ ამავე დროს ხავერდოვანი ხმა აქვს, რომ ომეგას მთელ ტანზე ცახცახი იტანს. ტელეფონს ხელს უშვებს და მაგიდაზე ათავსებს. სადაცაა ალფასთან უნდა წასულიყო და მისი ჩახუტებით გული ეჯერა, რომ მოუსვენრად მყოფი თავად იღებს ხმას: - რატომ არ ხარ ჩემთან? მოდი მალე, - ხმაშივე ეტყობა ომეგასთან ერთად ყოფნის სურვილი, რის გამოც თეჰიონს სახეზე ღიმილი ასკდება და გაყინული ფეხებით მალევე მიპარტყუნებს ჯონგუკისკენ.

- მოვედი, - ალფასთან და მის სურნელთან სიახლოვით გაბედნიერებული ხმააკანკალებული ამბობს. ჯონგუკს თავს მოშიშვლებულ მკერდზე ადებს და მთლიანად ეკვრის მას. თავად ალფაც ხელს თავქვეშ უდებს და ცხვირს ომეგას გამაგიჟებელი სურნელით გაჟღენთილ თმაში მალავს. ძლიერ ეხუტება. თავზე ბაგეებით ნაზ კოცნას უტოვებს და შიშველ მხრებზე თითებით გაურკვეველი ფიგურების მოხაზვას იწყებს. შავთმიანი ალფის შეხების გამო სიამოვნებით იბუზება და იმდენად ეკვრის, რომ სადაცაა გაგუდავს კიდეც.

- ფეხები სულ გაყინული გაქვს, - ჯონი უკმაყოფილოდ აწკლაპუნებს ენას. ომეგას ცივ ტერფებს საკუთარ ფეხებში ხლართავს და ჯერ კიდევ ძილბურანაში მყოფი დახუჭული თვალებითაც კი გრძნობს თუ როგორ ეღიმება თეჰიონს, თუ როგორ აცახცახებს ყოველ მის შეხებაზე და კმაყოფილს თავადაც ბედნიერებით ტუჩის კუთხეები მაღლა ეპრიხება.

- გუკი, - ალფას მზრუნველობით გაბრუებული თავს ხელში იყვანს.

- მჰმ,

- ჯინმა მომწერა, - მოულოდნელად აბრეხვებს. აქამდე თუ ჯონგუკი საყვარელ სხეულთან ჩახუტებით სიამოვნების ულევ კორიანტელს იღებდა და ცდილობდა თეჰიონთან სიახლოვით აქამდე ვერ მიღებული სითბო აენაზღაურებინა, მანამ სანამ საქმეები კიდევ ერთხელ მოუკაკუნებდნენ, ახლა თვალები მოულოდნელობისგან გაეხილა, თავი წამოეწია და ადგილზე აწურულ ომეგას დაჟინებული მზერით ბურღავდა.

CHANGE - Taekook ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora