Kim nara
დედაჩემი ჯერ კიდევ ჩემზე იყო ფეხმძიმედ, მამაჩემმა რომ მიატოვა და ვიღაც მილიონერ ქვრივ ქალზე იქორწინა რომელსაც ორი შვილი ჰყავს, რათქმაუნდა მას ფული ძალიან უყვარს ამიტომ დედასთან დასარჩენი მიზეზი არც ჰქონია,
ჩემი დაბადებიდან დღემდე დედა სულ მუშაობდა, დღის და ღამის განმავლობაში შრომობდა, ამის გამო დაავადდა რადგან არც კარგად იკვებებოდა და არც კარგად ეძინა, იმის გამო რომ მკურნალობისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა მეც დავიწყე ღამით ნახევარგანაკვეთიან სამსახურში მუშაობა კონსულტანტად,
ჩემი მცირე შემოსავლით მისთვის მხოლოდ წამლების ყიდვა შემეძლო, მაგრამ მას საავადმყოფოში ესაჭიროებოდა მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ იმისგამო რომ ამის საშუალება არგვქონდა დედა მალევე დაიღუპა...
ახლა ინება იმ ნაბიჭვარმა კაცმა ჩემი მამობა, ხო ახლა... ახლა როცა საერთოდ არ მჭირდება... მასთან ერთად უნდა წავიდე... მასთან... მისი ცოლის სახლში... უნდა დავემშვიდობო დედის საფლავს, მეგობრებს, კლასელებს, სახლს სადაც დედის მოგონებებია,
მომაკითხა, სახლის კართან მელოდება, გამოვედი მაგრამ ფეხებს ძალით მივათრევ, არც კი მინდა მისი სახის დანახვა მაგრამ სხვა გზაა არ მაქვს! ჯანდაბა... მირჩევნია მოვკვდე, აქვე და ახლავე!
- ნარა ძვირფასო
ჩემსკენ გამოიწია ჩასახუტებლად, მაგრამ მე უკან გავიწიე და მანქანასთან მივედი, ისიც შემოტრიალდა და ჩემთვის კარის გაღება სცადა მაგრამ მე დავასწარი და უკან დავჯექი, ისიც საჭესთან დაჯდა და სარკეში გამომხედა,
- წინ არ დაჯდები?
- არა
მკაცრი ტონით ვუთხარი, ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერების მოსმენა დავიწყე, წინ დიდი გზააა ამიტომ მინდა ეს დრო მშვიდათ გავატარო იქამდე სანამ იმ ჯოჯოხეთურ ადგილას მივალ, ღმერთოჩემი ორი ნახევარძმა და დედინაცვალი სიგიჟეა...
YOU ARE READING
" მილიონერი bad boy " +18
Romanceდასრულებული ( გირჩევთ წაიკითხოთ ) ( ზოგიერთი ნაწილი მოიცავს +18 )