.1.

4 0 0
                                    

     17 სექტემბერი, დღეს კვირაა. სკოლა დაიწყო უკვე, მაგრამ 15 რადგან პარასკევი იყო, არ წავსულვარ. დღეს რაღაც ფესტივალი იმართება და მე და ვიოლეტა ვაპირებთ წასვლას. ფესტივალი საღამოს ხუთ საათზე იწყება. 

   საღამოს, ძლივს მოაღწია ვიოლეტამ ჩემს სახლამდე. სახლში შემოვიპატიჟე, ყავა დავლიეთ და ცოტა ვიჭორავეთ.

-აბა, რა ხდებოდა სკოლაში? -ვკითხე მას.

-რავიცი, ბევრი ბავშვი გავიდა კლასიდან და სამი ახალი მოსწავლე გვყავს. ორი გოგო და ერთი ბიჭი.

-ბიჭი? იმ გოგოებზე ვიცოდი, მაგრამ ბიჭს არ ველოდი. რა ქვია? როგორი ბიჭია?

-რავი, დათი ჰქვია, გვარი ვერ დავიმახსოვრე. დიდად გადასარევი არაა, მშვიდია და ცოტა უცნაური. დღეს ისე მიყურებდა მგონი გიჟი ვგონივარ.

-არ ხარ თუ რა?

-ანა, დაგახრჩობ. ნუ, მოკლედ, არაა დიდად გამორჩეული და გადასარევი ბიჭი.

   ცოტა ვიჭორავეთ და გავეშურეთ ფესტივალზე. ფესტივალი ჩემ სახლთან ახლოს ტარდებოდა, ამიტომ, ფეხით წავედით და მალევე მივედით კიდეც. სცენასთან ახლოს ვიდექით და ვმღეროდით. როდესაც დავიღალეთ, ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდომა გადავწყვიტეთ. გამოვედით სცენისგან მოშორებით და ჩამოვჯექით სკამებზე. ჩემმა ძმამ გამოიარა და წვენები მოგვცა. ხანდახან საყვარელია. მშვიდად ვიჯექით და ვსაუბრობდით. ცოტა ხანში, ჩემმა ცეკვის ჯგუფელმა ჩაგვიარა გვერდი და გზა გააგრძელა. გვერდით ვიღაც უცხო ბიჭი ედგა, სახეზე არ დამინახავს როგორი იყო. როცა გაიარეს და ცოტა მოგვშორდნენ, ვიოლეტამ მითხრა, რომ ეგ "უცხო" ბიჭი იყო ჩვენი ახალი კლასელი.

-დაინახე? ეგაა ჩვენი ახალი კლასელი.

-ნწ, არ შემიმჩნევია სახეზე როგორი იყო. ნუ, ხვალ სკოლაში ხო მაინც ვნახავ.

   როდესაც ნაცნობი მუსიკების ხმა გავიგეთ, სცენისკენ გავიქეცით და გავაგრძელეთ სიმღერა. მთელი გულით ვმღეროდით და ვერთობოდით. როცა უკვე მზე ჩავიდა და დაღამდა, ჩემმა ძმამ დამირეკა და სახლისაკენ გავწიეთ. სახლში მისვლისთანავე, შხაპი მივიღე და დავწექი დასაძინებლად.

Only If You Knew...Where stories live. Discover now