მეორე შეხვედრა

8 1 1
                                    

ავტორისგან მკითხველებს: მეგობრებო, გამარჯობა! ეს თავი ერთი ძალიან მაგარი მუსიკის ჰანგებზეა აგებული და დაწერილი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რომ მას თქვენც მოუსმინოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს მუსიკა გახდა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მუზა და მოტივატორი, რომ ზოგადად ამ ნაშრომის წერა დამეწყო. ამიტომ, როცა ამ ნიშანს(***) დაინახავთ, მუსიკა ჩართეთ დაბალ ხმაზე, რომ კითხვასა და გააზრებაში ხელი არ შეგეშალოთ. საოცარი ემოციები წამოვა და მინდა რომ გამიაზიაროთ რას გრძნობდით მაგ მომენტში. მუსიკა აქაც იქნება ატვირთული, ვიდეოს სახით, და მისი სახელი, ისევე როგორც ბენდის, არის ნაწერშიც. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! 

P.S. შეიძლება ოდნავ არეულად იყოს მუსიკისა და ტექსტის მსვლელობა, მაგრამ ეცადეთ დააბალანსოთ, მეც მიჭირს რომ ზუსტ მომენტზე დაგაწყებინოთ მოსმენა და მიახლოებით გეუბნებით სად უნდა დაიწყოთ.

1028

***

2020 წელი. 15 ივნისი

-გილოცააააავ!-ჩემს გიჟ მეგობარს ზედ ვახტები და ვაიგნორებ ჩვენს გარშემო მყოფ ხალხს. მიხარია, მარია უკვე 18 წლისაა და უკვე პირველკურსელია. 100%-იანი დაფინანსება აიღო ჯავახიშვილში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემთან უნდოდა, ილიაში, კრიმინოლოგიაზე, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრა რადგან მისი საშინელი ყოფილიც იმავე უნივერსიტეტში აბარებდა, იგივე ფაკულტეტზე. დარჩა ახლა ბატონი გიორგი გაღიმებული, რადგან ხელში მე შევრჩი, ადამიანი რომელიც ყოველთვის მის ნერვებზე "სენტიმენტალურს*" უკრავს და ამავდროულად ტანგოს ცეკვას ახერხებს.

დაბადების დღეს, ვიწრო წრეში მართავს მარია, ანუ სადღაც 20 კაცში მეც ვიგულისხმები.

დიდად არ მომწონს ხალხმრავლობა, თუმცა მარიას სამეგობრო წრე ისეთია, თავს ნამდვილად არ იგრძნობ გარიყულად. ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც მარიას მეგობრებზე ერთი წლითაა უფროსი და გამოიცანით რამდენი 16-17წლის ახალგაზრდები მაბარია? სადღაც 10 მაინც. იაკო ზედმეტადაც კი მენდობა ამ საკითხში, იცის საკუთარ თავზე მეტად ამ ბავშვებს რომ არ ვავნებ არაფერს და არც იმას დავუშვებ, რომ თავები გაინადგურონ სასმლით და შემდეგ მთვრალებმა რეპუტაცია შეილახონ.

უცნობებიWhere stories live. Discover now