ᗢ წარმოშობა ᗢ

9 3 0
                                    

ვანდა მაქსიმოვი / Wanda Maximoff დაიბადა 1989 წლის 10 თებერვალს სოკოვიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. ის
დაიბადა როგორც ჯადოქარი (ჯადოქრები ისეთივე ზებუნებრივი არსებები არიან, როგორც ვამპირები და მაქციები).

ომის დროს ტყუპისცალთან (პიეტროსთან) და მშობლებლთან (ირინასთან და ოლეგთან) ერთად, პატარა ბინაში იზრდებოდა, პატარა ვანდა სიამოვნებით უყურებდა ამერიკულ სიტკომებს. ოლეგი DVD ყუთების კომპლექტით ვაჭრობდა, რისი დახმარებითაც მის ოჯახს შეეძლო ესწავლა ინგლისურად მეტყველება, რადგან ემიგრაციაში ყოფნის დროს ეს საჭირო იყო.

ოლეგი და ირინა Stark Industries-ის რაკეტამ იმსხვერპლა, მეორე რაკეტა ვანდამ გაუცნობიერებლად გათიშა რის გამოც ის არასდროს აფეთქებულა
ვანდა და პიეტრო კი ნანგრევებში ორი დღის განმავლობაში იყვნენ ჩარენილები.

წლების შემდეგ, ახალგაზრდობაში, ვანდა და პიეტრო მაქსიმოვებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ საპროტესტო აქციებში მათ ქალაქში, სანამ საბოლოოდ მოხალისეები არ გახდნენ ჰიდრას გაუმჯობესების პროგრამაში.

ჰიდრამ ტყუპები და სხვა მრავალი მოხალისეები გონების ქვასთან (ერთ-ერთ უსასრულობის ქვასთან) გამოსცადა, სადაც ისინი ერთადერთი გადარჩენილენი იყვნენ. ტყუპებმა მიიღეს ფიზიკური შესაძლებლობები, ვანდას მაგია გამომჟღავნდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა(Scarlet Witch), პიეტრომ კი სისწრაფე მიიღო (ის კომიქსებში ცნობილია Quicksilver-ის სახელით).

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 28 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ᗢ ალისფერი ჯადოქარი ᗢWhere stories live. Discover now