2

38 2 0
                                    

-გეგა აქედან წადი !
-სალაპარაკო გვაქ კარი გააღე! გვანცაა!
-ლაპარაკი არ მინდა ! წადი თორემ პოლიციაში დავრეკავ !
-დარეკე მაგრამ ჯერ აგიხსნი რა მოხდა
-ახსნა არ მჭირდება უბრალოდ გაეთრიე დაღლილი ვარ და დასვენება მინდა
-გვანცა გთხოვ ახსნის საშვალება მომეცი!
-რისი ახსნის როგორ ეზასავებოდი ვიღაც გოგოს?
-შეცდომა იყო
-ისიც შეცდომაა ეხლა აქ რომ დგახარ და ჩემს შემორიგებას ცდილობ წადი შენს იაფფასიან ძუკნებთან და აქ მოსული არ დაგინახო ნაბიჭვარო
უყვირის გოგონა კარის მეორე მხრიდან ბიჭიც ნებდება და მიდის
-ნაბიჭვარი !
გოგონა დაღლილი დაწვა საწოლში და მალევე დაეძინა
დილით იღვიძებს წესრიგდება და გარეთ სასეირნოდ გადის როგორც ყოველთვის დილით სეირნობა განწყობას უკეთებს თავის საყვარელ კაფეში შედის და ყავს უკვეთავს იქიდან ყავით ხელში ბრუნდება და ფეხით სეირნობას იწყებ ყურსასმენი უკეთია ამიტომ ყურადღება არც მიუქცევია როგორ ეძახდა პატარა ბიჭუნა რომელიც ველოსიპეტით მოქროდა და ვეღარ ამუხრუჭებდა
-გაიწიეთ !! გამატარეთ!!
და აი ისიც წამებში ეჯახება გვანცას  და ეხლა გვანცაც და პატარა 8-9 წლის ბავშვიც ბეტონზე აგდია გვანცას თავის საყვარელ მაისურზე ცხელი ყავა გადაესხა და როდესაც ჩხუბი დაწყებას აპირებდა ბავშვს შეხედა რომელსაც ფეხიდან სისხლი სდიოდა ჩანთიდან ამოიღო საფეტკი სისხლი მოწმინდა თან ბავშვს ამშვიდებდა
-პატარა ნაკაწრია
მარტო ხარ? რა გქვია?
-არა იქით ბიძაჩემია ლუკა მქვია
-კარგი წამოდი მიგიყვან ისე სხვა დროს ფრთხილად ატარე ხოლმე
-ხო გავითვალისწინებ
დაიმორცხვა ბიჭმა გვანცამ თავისი ნივთები აკრიფა ბიჭს ადგომაში დაეხმარა ველოსიპედიც ააყენა და ერთად გაუდგნენ გზას 10 წუთში მივიდნენ უცხო ბიჭთან რომელიც ახალგზარდა გოგონას ეფლირტავებოდა
-აი ის არის
-კარგი მიდი მე წავალ საქმეები მაქ
-მოიცადე ბიძაჩემი მანქანითაა გაგიყვანს
-არა არაა საჭი..
წინადადება არ დაუსრულებია ისე კრა ლუკამ ბიჭს მხარი და გვანცასკენ ანიშნა წამებში მოუყვა ყველაფერი ბიძამისს მამაკაცმა გვანცა აათვარიელა შემდეგ მის მკერდზე შეაჩერა მზერა როდესაც დაინახა ყავის ლაქა ჩაეღიმა და ბოლოს ორივემ გვანცასკენ წავიდნენ
-გამარჯობა
-გამარჯობა
-ლუკამ ყველაფერი მომიყვა ვფიქრობ თქვენთან ვალში ვართ იქნებ დახმარება შევძლოთ?
-არაა საჭირო უბრალოდ უკეთესი იქნება თუ სხვა დროს გოგონებთან ფლირტის ნაცვლად ბავშვს მეტ ყურადღებას მიაქცევთ
-უკაცრავად და თქვენი სახელი?
-რაიმე მნიშვნელობა აქვს?
-კი
-ნახვამდის!
გვანცა მაშინვე გამობრუნდა ის არ ეყოფოდა გუშინ გეგასთან რო იჩხუბა ეხლა დილიდან საშინელი რაღაცეები ხდებოდა აშკარად ცუდი დღე ქონდა გზას სახლისკენ აუყვა აგვიანდებოდა სასწავლებელში მაგრამ ასე ვერ წავიდოდა
სახლში შეირბინა გამოიცვალა და ტაქსი გამოიძახა მალევე მივიდა სასწავლებელში ლექცია დაწყებული იყო ამიტომ ჩუმად შეიპარა და თავისუფალ ადგილას დაჯდა დიდად არ უსმენდა ამიტომ მალევე ჩაეძინა ვიღაც ბიჭის ხმამ გააღვიძა
-ლექცია დამთავრდა გაიღვიძე !
მაშინვე თვალები გაახილა გვანცამ
-აა მადლობა თორნიკე
ფეღზე წამოდგა და გასვლა დააპირა როცა ბიჭი მას დაეწია და გამოლაპარაკება სცადა გვანცა ახალ ურთიერთობებს ნამდვილად არ ეძებდა ამიტომ
კითხვებზე მაქსიმალურად მოკლედ პასუხობდა ბოლოს ბიჭის უაზრო საქციელები მობეზრდა და გადაწყვიტა პირდაპირ ეთქვა
-მისმინე არც მეგობარს და არც შეყვარებულს არ ვეძებ მითუმეტეს ნაცნობს ეს იმას ნიშნავს რომ საუბარი უნდა შეწყვიტო და მომშორდე
ბიჭი გაჩუმდა არ მოელოდა გოგონას ასეთ უხეშობას იმის მიუხედავად რომ ის სიმპატიური იყო და ბევრი გოგო ყავდა ირგვლივ მას რაღაცნაირად მოეწონა გვანცა და არ აპირებდა მასზე უარის თქმას
-ასე რატომ მეუხეშები ლამაზო?
-მისმინე მასე კიდევ ერთხელ დამიძახებ და გეფიცები ენას ამოგაცლი
გვანცა დარწმუნდა რომ ბიჭი დიალოგის გაგრძელებას არ აპირებდა და მოშორდა გასასვლელისკენ მიდიოდა როცა ნაცნობი სილუეტი შეამჩნია ეს ის ბიჭი იყო ვინც დილით ნახა თვალის არიდება ცადა მაგრამ რათქმაუნდა არ გამოუვიდა
-როგორც ჩანს თვალს მარიდებ
გვანცამ გახედა და როცა დარწმუნდა რომ მას ესაუბრებოდა გადაწყვიტა მისთვის სწორად აეხსნა ყველაფერი ამიტომ ახლოს მიიწია და გარკვევით უთხრა
-მისმინე ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ რატომაც თვალი უნდა აგარიდო მაგრამ როგორც ვხედავ უკმაყოფილოხარ ჩემი სიტყვებით და საქციელებით თუ მეტყვი რა გინდა იქნებ მოვგვარდეთ და მერე ჩვენ ჩვენ გზაზე წავიდეთ?
-რა მინდა? ალბათ შენთან ერთი ღამე !
თქვა დარწმუნებით ირაკლიმ
-საოცრებაა როგორი თვითდაჯერებულიხარ მაგრამ სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო  სხვა გოგონას მოძებნა მოგიწევს
-ან შეიძლება არა
-ნახვამდის
-ირაკლი!
-რა?
-ირაკლი მქვია
-სახელი არ მიკითხავს
-ხო მაგრამ  ვიცი რომ გაინტერესებდა
-ძალიან მაინტერესებს ამხელა თვით დაჯერებულობა საიდან ?
-ხშირად მანებივრებენ კომპლიმენტებით
მალე შენც მეტყვი პატარავ
-შემიძლია ეხლავე გითხრა შემაწუხებელი წურბელა ხარ ! გამოდგება?
-მგონი მიდიოდი!
-ხო იდიოტო მივდიოდი !
შენობიდან გამოვიდა  და სახლის გზას დაადგა  ავტობუსში ავიდა სადაც უმეტესად მისი  კურსელები იყვნენ
ყური მოჰკრა მათ საუბარს
?:გაიგე ირაკლის რომ შეყვარებული ყავს?
??:ირაკლი?
?:გირგვლიანი ძალიან სიმპატიურია ერთი ჩემსკენაც გამოიხედავდეს რა იქნება
??:აბა შეყვარებული ყავსო?
?:მერე რა?
??:ვინაა მაგის შეყვარებული ?
?:თეკლა გამყრელიძე დეკანის შვილი
??:ღადაობ? არ არსებობს !
?: კი არსებობს და საერთოდ ალბათ იმიტომ წევს მაგასთან რომ დეკანის შვილია
??:რეებს ბოდავ ძაან ლამაზი გოგოა
?:შეიძლება მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა ეპოვა
??:კარგი კარგი ჩვენი გაჩერებაა ჩავიდეთ
ზოგადად არასდროს უსმენდა ჩუმად ვიღაცეებს და არასდროს აქცევდა მსგავს საუბრებს ყურადღებას თუმცა დააინტერესა ეს ამპარტავანი ბიჭი ვინ იყო სახლში მისვლისთანავე საწლზე მოკალათდა  და ძლივს ძლიობით გაიხსენა  ირაკლის გვარი ბოლოს სოციალურ ქსელებს დავუყვა და ძლივს იპოვა

ცუდი დღეWhere stories live. Discover now