1

201 34 98
                                    

თარგმნა რა თქმა უნდა ჩემს სერხიოსთან ერთად🫦: Slutty_Felix
პაკ ჯიმინი ჯონგუკზე გვიან მივიდა საგენტოში. ის ახალბედა იყო რომელიც არსაიდან გამოჩნდა, რა ქარმა გადმოაგდო არავინ იცის, სირინოზის თვალებით, თლილი, გველივით მოქნილი, მაგრამ მომაკვდინებელი ტანით. ამასთან რკინასავით ძლიერი ხასიათი და წარმოუდგენლად ჩუმი აურა ჰქონდა, რამაც ყველა აიძულა მისით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებდნენ. ისინი უბრალოდ ჩურჩულებდნენ კაფეტერიაში ან სავარჯიშო მოედანზე თუ როგორ გააბა კიდევ ერთი ნაძირალა გველგესლამ.

ზოგადად მათ  შორის იერარქია არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტოქეობაზე იგივეს ვერ ვიტყვით. როცა ჯონგუკი პირველად მოვიდა როგორც შიმშილისგან დაღლილი ბავშვი ქუჩიდან მას სტაჟიორებმა კარგად დაანახვეს რა იყო ნამდვილი მეტოქეობა. ჯონგუკს ეგონა რომ ეს განსხვავებული არაფრით არ იქნებოდა, რადგანს ის აქამდე მიწისქვეშა ბრძოლებით ირჩენდა თავს, ვერ კი წარმოიდგენდა რამდენად რთული იქნებოდა პროფეიონალურად ნავარჯიშებ ადამიანთან ბრძოლა. ვიღაც ისეთთან ვინც არ არის ქუჩიდან, ჯანმრთელი, ახალგაზრდა სხეულით და ერთი მიზნით. ზოგიერთი მათგანი ბავშვობიდან იქ ისე იყვნენ გაწრთვნილები რომ ნებისმიერ ბრძანებას წარბის შეტოკების გარეშე შეასრულებდნენ.

ზუსტად იმ დღეს გაიგო სიხლის გემო და მიხვდა რომ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა გაიღვიძა მასში. შესაძლოა ზუსტად ის იყო იმისთვის საჭირო რომ საბოლოოდ გათავისუფლებულიყო იმ იმედგაცრუებისგან, ტკივილისგან და უმწეობის გრძნობისგან რომელსაც სამყარო არასდროს აკლებდა. სწორად ამ დღის შემდეგ გადაწყვიტა რომ ის აღარასდროს დამარცხდებოდა და რინგზე აღარასდროს დაეცემოდა. ხოდა მეორე დღეს ისევ იმავე რინგზე ის იგივე სტაჟიორები სათითაოდ ჩაამწკრივა, გონება დაკარგულები ცივ იატაკზე. ძლივს ახსოვს პირველ ნახევარში რა მოხდა მერე კი თითქოს ყველაფერი სიბნელეში ჩაინთქა, მხოლოდ ის ახსოვს როგორ ჩამოიბანა დიდი რაოდენობით სისხლი და როგორ გადაიყვანეს ზედა კატეგორიაში. მას შემდეგ ვეღარავინ ბედავდა ჯონგუკთან მეტოქეობას. ყოველ შემთთხვევაში სანამ პაკ ჯიმინი არ გამოჩნდა. დაქირავებული მკვლელი, სნაიპერი არწივივით ზუსტი ხედვით, ჰაერში მოსიარულე, ჩრდილზე უფრო ჩუმი და ის ვისაც საქმე ბოლომდე მიჰყავს. სულ ესაა რაც ხალხმა იცის. ჯიმინს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, როგორც ჩანს არც მეგობრები ჰყავს. ყოველშემთხვევაში რაც ჯონგუკს უნახავს და გაუგია ასეა. ალბათ თვლის რომ თვითონ ზედმეტად კარგია იმისთვის რომ მათთან სასაუბროდ დრო დაკარგოს. ოჰჰ ბოდიშით რომ იმ ჰაერს ვსუნთქავთ რასაც შენ დიადო ჯიმინ. ჯონგუკს დანახვისთანავე თვალში ვერ მოუვიდა ეს ჯიმინი, მისი კატისებრი სიარული, ეს აზარტული ჭორები მასზე, არ მოსწონდა რომ ის მთელს დროს სავარჯიშო მოედანზე ატარებდა რომელსაც ჯონგუკიც იყენებდა. ჯონგუკს დილის ორიდან ხუთამდე პირადი ვარჯიშისთვის იკავებდა რადგან იცოდა რომ მოედანზე ამ დროს არავინ არ იყო ახლა კი არის. პაკ ჯიმინი თავისი მოქნილი სხეულით რომელიც წვრთნებს გადის მაღალ ძელძე, მოძრავ ბარიერებზე და  ეს ტყავის ჩექმების ხმა რომელსაც მეტალს ურტყამს და თან ამ ყველაფერს მისი ხვნეშიანი სუნთქვაც აგვირგვინებს. ეს ყველაფერი ჯონგუკს ჭკუიდან შლის. ეს დედა მოტყნული მას მხოლოდ ის უნდა რომ სავარჯიშო მოედანზე მარტო იყოს და გონება გაწმინდოს, ნუთუ ასეთი რთულია?!

AGENT 13 [Georgian Translation]Where stories live. Discover now