10

749 109 9
                                    

იმ დღის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა უკვე 1 წელიც გავიდა მე და თე ისევ ერთად ვიყავით,მაგრამ დადგა ერთი საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში დღე როდესაც ჩემი ძმა ჯინი გარდაიცვალა რის გამოც ისევ ამერიკაში მომიწია დაბრუნება.
ბედი მეთამაშება

*თვითმფრინავში*

გული მტკიოდა საშინლად მტკიოდა...არ მეგონა თუ ყველაფერი ესე საშინლად წარიმართებოდა...ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი ძმა დავკარგე ისე რომ არც მინახავს 1 წლის განმავლობაში. კორეაში კი დავტოვე ნაწყენი და გულგატეხილი თეჰიონი. აღარ ვიცი რა ვქნა...არ მინდა რომ ისიც დავკარგო...

ვფიქრობდი და თან ცრემლები მომდიოდა თვალებიდან...მთელი გზა ვტიროდი შეუჩერებლად...რადგან ვიცოდი რომ ვერ შევძლებდი ჯინის საფლავთან მისვლას.

...

სამწუხაროდ, დიდიხანი მომიწია ამერიკაში გაჩერება რაღაც პრობლემების გამო. რაც აქ ჩამოვედი თეჰიონს არც ერთხელ დაურეკავს ჩემთვის.ძალიან ვნერვიულობდი...ნუთუ ესე ძალიან ეწყინა,რომ აქ დავრჩი. ჯინის გარდაცვალებიდან უკვე 6 თვე გავიდა კიდევ არ მჯერა რომ ჩემი უსაყვარლესი ძმა აღარაა ჩემთან! მე ამერიკაში ჯინის სახლში ვცხოვრობდი
აღარ მინდოდა ამ საშინელ ადგილას გაჩერება,რადგან სულ მის თავს მახსენებდა და ეს გულს საშინლად მტკენდა ამიტომ გადავწყვიტე,რომ სწრაფად დავბრუნებულიყავი კორეაში...მეორე დღესვე შევიძინე ბილეთები და დავბრუნდი ჩემს საყვარელ ადგილას

*კორეაში*

-დეიდაა!სახლში ხაარ?

კარებთან ვიდექი და ვიძახოდი,მაგრამ პასუხი არ ისმოდა. დეიდა სახლში არ იყო...აიშ...სად უნდა წავსულიყავი?!...უეცრად თეჰიონი
გამახსენდა ამიტომ გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი...გული სწრაფად მიცემდა,რადგან ვფიქრობდი რომ ტაეს არ გაუხარდებოდა ჩემი ნახვა...
უკვე მისი სახლის კარებთან ვიდექი დავაკაკუნე თავიდან არავინ აღებდა კარებს შემდეგ კი ერთმა ლამაზმა გოგომ გააღო კარი და ჩემი გულიც გაჩერდა

I Love An Alien Called Taehyung [Completed]Where stories live. Discover now