თავი 5

838 52 12
                                    

ვუყურებდი როგორ ურტყამდა და ამელის ადგილზე ჩემს დებს წარმოვიდგენდი. ლიამის სიტყვები მახსენდებოდა და თითოეულ მოგონებაზე გული მეკუმშებოდა.
-ნაბიჭვარო!-ვიყვირე მათკენ გაქცეულმა. იუჯინს ხელი ვკარი და კედელს მივანარცხე.
-როგორ ბედავ?!-მანაც იღრიალა და მაისურში ჩამავლო ხელები.
ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი. მუშტი სახეში გავუქანე და მალე თვალთან სისხლის წვეთებიც შევნიშნე.
თავის გათავისუფლება სცადა, თუმცა მასზე მეტი ძალა მქონდა... ხელი კისერზე მივაბჯინე და ოდნავ მოვუჭირე.
-თავს რატომ არ ანებებ?!-ხმას ვერ ვაკონტროლებდი.
-შენ ვინ ხარ, მას რომ იცავ?!-გულისამრევად დაისისინა. სუნთქვა უჭირდა, თუმცა დანებებას არ აპირებდა.
-და შენ ვინ ხარ, რომ ეხები?!-ზიზღით ჩავილაპარაკე,-აღარ გაბედო მიკარება!-ხელი ახლა მუცლის არეში დავარტყი. ტკივილისგან ამოიკვნესა, ხელი გამიშვა და ჩაიკეცა. ზიზღით დავხედე, თუმცა აღარაფერი მიქნია. ახლა ამელისკენ გავიხედე. ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ. ჩავიმუხლე და მის შოკოლადისფერ კანს ნაზად შევეხე. ლოყაზე წვრილ ზოლად მიჰყვებოდა სისხლის წვეთი. გახეთქილი წარბი და ტუჩი, დალურჯებული მკლავები... ნუთუ ეს იმ ნაბიჭვარმა გაუკეთა?

ხელში ფრთხილად ავიყვანე. ვხვდებოდი რომ გონება არ დაუკარგავს, თუმცა ხმას მაინც არ იღებდა, რაც ცოტა არ იყოს, მანერვიულებდა.

იუჯინის მზერა ზურგს მწვავდა, მე კი არც ვაპირებდი მისთვის შემეხედა.

-მაინც ვერ დაიცავ მაგ ძუკნას!-მისი ყვირილი უკვე შორიდან მესმოდა. გავჩერდი და უცნაური ღიმილით გავხედე.
-მეგონა უკვე წახვედი,-ჩაფიქრებით ვთქვი, მერე კი კვლავ ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი.
კარი დიდი წვალების შემდეგ გავაღე, სახლში შესვლის შემდეგ კი ამელი დივანზე დავაწვინე. თვალებდახუჭული მშვიდად ესვენა რბილ ზედაპირზე.
რამდენიმე წუთით მოვშორდი, წამლების საპოვნელად, მერე კი, მალევე მის გვერდით ჩამოვჯექი.
ის იყო სპირტიანი ბამბა მის ჭრილობებზე უნდა დამედო, მისი ხმა რომ გავიგე.
-თქვი რომ მოხვიდოდი...
დავიბენი, ვერ მივხვდი რა იგულისხმა.
-რა?-წარბშეკრულმა ვკითხე. ამელი კი მაშინვე წამოიწია. ოდნავ გვერდით გავიწიე, მისთვის ადგილი რომ გამეთავისუფლებინა.
-თქვი რომ მოხვიდოდი. მათ ასე უთხარი! მაგრამ არ დაბრუნდი და ამიტომ ვარ ასეთ დღეში!-უცნაური ტონი ჰქონდა, ჩუმად ლაპარალობდა, თან საყვედურით სავსე ხმით...
-მე მადანაშაულებ?!-გაბრაზება ვერ დავმალე. ნუთუ ვალდებული ვიყავი იქ მივსულიყავი? არ ვიცნობ, არ მიცნობს, ერთმანეთისთვის არაფერს წარმოვადგენთ! ჩემს გეგმებს თუ არ ჩავთვლით, საერთო არაგერი გვაქვს... რატომ უნდა შემექმნა საკუთარი თავისთვის პრობლემები მის გამო?
რამდენიმე წამით გაჩერდა, მერე კი უკვე წამომჯდარმა განარგძო.
-რომ მოსულიყავი არაფერი დამემართებოდა... შეაშინე ისინი.
-თავი შენით უნდა დაგეცვა! ისე, როგორც ამას ჩემს გამოჩენამდე გააკეთებდი!-დავისისინე, სპირტიანი ბამბა შევაჩეჩე და ფეხზე წამოვდექი. არ ვაპირებდი მისი ხასიათების ატანას, არ მინდოდა რამე ცუდად გამომსვლოდა და ზუსტად ამიტომ დავტოვე.
ჩემს ოთახში შევედი, კარი ხმაურით დავხურე და საწოლზე ჩამოვჯექი. ერთ წერტილს მივშტერებოდი და თან დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. ჯერ კიდევ შუადღეა და უკვე რამდენი რამ მოხდა... ლიამმაც დიდი თავსატეხი გამიჩინა. დარწმუნებული ვარ ჩემზე არავის არაფერს ეტყვის, თუმცა... თუ თვითონ ამ საქმეს თავი დაანება (რაშიც ეჭვი მეპარება), მე ერთადერთ დასაყრდენს დავკარგავ...

Not Today (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora