მე წინააღმდეგი ვარ!

486 55 10
                                    

ჯიმინს გული ვეღარ უთმენდა.
იგი სადაც არის, საგულიდან ამოხტებოდა და ძირს დავარდებოდა ჯიმინის დაღლილ სხეულთან ერთად.
ჯიმინმა ნაბიჯს აუჩქარა, იგი უკვე კარებს უახლოვდებოდა. მან ბოლოჯერ ჩაისუნთქა, ჟანგბადი მოიმარაგა, კარებს ხელი დაადო და გააღო.
- მე წინააღმდეგი ვარ!
ყველა კარებს მიაშტერდა და თვალებით ჯიმინს აჰყვა, რომელიც ძლივს სუნთქავდა და ნერვიულობისგან ლოყები ჰქონდა აწითლებული.
მან პირდაპირ ჯინის ძებნა დაიწყო, და როცა იპოვა, გული გაუჩერდა.
ჯინს ეცვა თეთრი, ფითქინა სმოკინგი, ისეთივე თეთრი ვარდით ჯიბეში. მას თმები ქერად ჰქონდა შეღებილი და ცისფერი თვალებით უყურებდა ჯიმინს.
' ესეიგი დონორი ცისფერთვალება იყო. '
ჯიმინს უკან ბანგთანის წევრები დაუდგნენ და ერთად იყვირეს.
- ჩვენც წინააღმდეგები ვართ!
სიჩუმე დადგა.
ჯინს კი გაეღიმა და სიცილი დაიწყო.
- არ მეგონა რომ სიძე საკუთარი ქორწილის წინააღმდეგი იქნებოდა. - თქვა ვიღაც ქალმა.
...
საკუთარი ქორწილის?
- რას ნიშნავს ეს?! - დაიყვირა ჯუნგკუკმა.
ჯინმა შეძლო, გაჩერებულიყო და გაიღიმა.
- ბარათებში ჩაიხედეთ?
- ბარათებში...?
ჯიმინმა თეთრი კონვერტი ამოიღო და გახსნა.
" ჩვენ გეპატიჟებით კიმ სეოკჯინის და პარკ ჯიმინის ქორწილზე, სეულის უნივერსიტეტთან მდებარე დარბაზში. ქორწილი დაიწყება მაშინ, როცა აღელვებული სიძე ამ წერილს წაიკითხავს და მიხვდება, რომ ეს მისი ქორწილია. "
ჯიმინი ბოლო დონემდე გაწითლდა და ცდილობდა, დამალულიყო. ბანგთანს კი ისტერიული სიცილი აუტყდა.
- დედაა ვიცოდი რომ ჯენის ნათქვამის მერე ეს მოხდებოდა! - ჯინი მუცელზე იკიდებდა ხელს და ცრემლებს იწმენდდა.
- ჯინ... ვერ გიტან! - ჯიმინი ჯინს მივარდა და მაგრად ჩაიხუტა. - 3 წლის მერე ძლივს გნახულობ და შენ მე ამას მიკეთებ?!
- ბოდიში, ბოდიში. - ჯინმა თმებში ხელი შეუყო. - უბრალოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა.
ჯიმინმა გაიღიმა, ჯინს მოსცილდა და გადაწყვიტა, ქორწილი გაეგრძელებინა.
თაემ და ჯენიმ ერთმანეთს გადახედეს და ცერა თითები გაუშვირეს. ოპერაცია წარმატებულად დასრულებული იყო.

***
დაქორწინების შემდეგ ჯიმინმა და ჯინმა 2 ბავშვი აიყვანეს: გოგონა- ჯისუ და ბიჭი - ჯონგინი. ჯინი საუკეთესო დედა იყო, ხოლო ჯიმინი - საუკეთესო მშრომელი მამა.
ბავშვები ხშირად ესწრებოდნენ თავიანთი მშობლების კონცერტებს და ყველაზე მოწადინებული A.R.M.Y გახდნენ.
ჯიმინის და ჯინის შიფი ყველაზე პოპულარული იყო ფანებს შორის. ისინი წერდნენ უამრავ ფანფიკს იმაზე, თუ როგორ გაატარეს ჯინმა და ჯიმინმა თაფლობის თვე.
ჯისუ და ჯონგინი აიდოლები გახდნენ და ჯგუფებში შევიდნენ - ჯისუ BLACKPINK- ში, ხოლო ჯონგინი EXO- ში.
დანარჩენი ბანგთანის წევრებმაც მოიყვანეს ცოლები და გაუჩნდათ მომავალი აიდოლები.
და თუ გაინტერესებთ, რა მოხდა თაფლობის თვეზე, ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრად ითვლება და სასჯელიც არის: 5 წელი არ შეგიძლიათ, შიფებს საერთოდ ხელი დააკაროთ, ფანფიკები იკითხოთ, წეროთ და გაიფიქროთ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს უხდება.

Soulmate ( დასრულებული ) Where stories live. Discover now