ნაწილი 1

415 19 2
                                    

კუპრივით შავ თმიანი ბიჭი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ლაითს.
იყო რაღაც დამაინტრიგებელი მის გარეგნობაში,რაღაც იდუმალი რაც მის მოკვლას მაფიქრებინებს,თითქოს ის მიზიდავს.მისი ჩაღამებული თვალები,სიარულის მანერა..განსხვავებულია.
-ლაით,ჰაერზე გავდივარ,წამოხვალ ჩემთან ერთად?-მითხრა რიუზაკმა.
-გარეთ თავსხმა წვიმაა,მოდი გადაიღოს და მერე გავიდეთ,შენც იგივეს გირჩევდი.
პასუხი არ დაუბრუნებია,ლოყაზე ნაკვთი შეერხა,ზურგით მიტრიალდა და ზედა სართულზე ავიდა.

-რიუზაკ,ძალიან ცივა,სულ მთლად დასველდი.შემოდი თორემ ავად გახდები.-რიუზაკი სახურავზე იდგა დადუმებული,იღიმოდა და სველდებოდა.დუმილი.აი რა იყო მისი ერთადერთი მოქმედება
მივუახლოვდი და ნიკაპზე ხელი მსუბუქად მოვკიდე,-გთხოვ.
მას ხმა კვლავ არ ამოუღია,უსიტყვოდ გამომყვა შენობაში.

რიუზაკი მომიახლოვდა,ის უკვე დარწმუნებული იყო რომ მე კირა არ ვარ,ჩემს მიერ დაწერილი ყალბი წესები ამაში კარგად დამეხმარა.
-მოდი ფეხზე მასაჟს გაგიკეთებ.
-რა?
-კარგად გამომდის,გაგიკეთებ-ფართოდ გაიღიმა და ფეხის ტერფზე შემეხო.მისი თითები ნელა და ნაზად მოძრაობდა ჩემს კანზე,მისი ხელები ისეთი მსუბუქი იყო,ბოლოს მჭიდროდ მომიჭირა და ხმამაღლა ამოვიკვნესე.
-დამშვიდდი,შეეჩვევი.
მისი ხელები კვლავ მჭიდროდ ეხებოდნენ ჩემს კანს,მაშინ მივხვდი რამდენად ძლიერი იყო იგი და მოვდუნდი.მან ხელები ნაზად მაღლა ააცურა და ბოლოს მკერდზე გაჩერდა,მისი თვალები ღამეში ჩრდილოეთის ციალს ჰგავდა,სწორედ მაშინ მოვიხიბლე მისით.ბოლოს ხელით ნიკაპი ამიწია და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,ჩვენს შორის უხილავმა ქსელმა დაიწყო გახლართვა,ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,მსუბუქად,აუჩქარებლად.მე მის ხელებში ვიყავი მოქცეული,ის კიდევ ჩემში.ტელეფონის ხმამ მომნუსხველი ფიქრებისგან გამათავისუფლა.რიუზაკი გასწორდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
-გისმენთ,გასაგებია,მოვდივარ.-ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და ხელი გამომიწოდა,-ჩემთან ერთად წამოდი.-თავი მაღლა ავწიე და გამომცდელად შევხედე.
-ჩემთან ერთად წამოდი-კვლავ გამიმეორა და მისი ამოუცნობი გამომეტყველება ღიმილმა ჩაანაცვლა,სხეულში სითბო ჩამეღვარა,წამოვდექი და რიუზაკს ხელი ჩავკიდე.
მან თავისკენ მიმიზიდა.
-ლაით.-მომწონდა როგორ წარმოთქვამდა ჩემს სახელს.-მიყვარხარ.
და პასუხი რომელმაც სამყარო შეცვალა.
-მეც მიყვარხარ რიუზაკ.
მან წელზე ხელი მომხვია და კვლავ თავისკენ მიმიზიდა,ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა,ეს იყო ელექტრონების მოძრაობა მთელს სხეულში,მას ყოველი ნერვითა და უჯრედით ვგრძნობდი,მუცელში პეპლები სასიამოვნოდ ფარფატებნენნ და მოუსვენრად შლიდნენ ფრთებს.
სამყარო გამქრალიყო,მხოლოდ მე და ის.
შემდეგ სიცილით მოვიშორე-უნდა წავიდეთ.
-ჰო-გაიცინა და გაიწია.

სიკვდილის დღიური:ალტერნატიული სიყვარული(death Note Fanfic)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin