როცა გავიღვიძე, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები პირდაპირ სახეზე მეცემოდა. თვალები მოვიფშვნიტე და მთქნარებით წამოვჯექი. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა და სწრაფად დავწვდი მობილურს, იმის შესამოწმებლად თუ ვინ მირეკავდა ამ დილა ადრიან. როგორც კი ეკრანზე მამაჩემის ნომერი დავინახე, უეცარი
ზიზღი და ბრაზი ვიგრძენი მის მიმართ.ვიცოდი, ახლა დაიწყებმა იმაზე საუბარს რომ ძალიან წუხდა ჩემ გამო, თუმცა აღარ შეეძლო დედაჩემთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება და რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ გაყრა იყო. არ შემეძლო მისი მოსმენა, ამიტომაც უბრალოდ ტელეფონი გავთიშე და გვერდით გადავაგდე. შემდეგ მძინარე შუგას მივუბრუნდი.
მშვიდად, ტემბრში სუნთქავდა და როგორც ჩანდა, უშფოთველად ეძინა. დროდადრო მხოლოდ მსუბუქად ახველებდა და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამ წუთას მის ავად ყოფნაზე მიუთითებდა. შუბლზე თმის რამდენიმე ღერი ჩამოშლოდა და მგონი წუხებდა, ამიტომაც მისკენ გადავიხარე და თმა უკან გადავუწიე.
სწორედ ამ პროცესში ვიყავი, როცა ვიღაცის ყრუ ჩახველება გავიგონე და შემკრთალი მოვშორდი შუგას. კართან ჯეიჰობი იდგა.
პირი გააღო და რაღაცის წამოყვირებას დააპირა, რომ თითი ტუჩთან მივიტანე
და ვანიშნე ხმა არ ამოეღო. შემდეგ მასთან ერთად დავტოვე ოთახი და კარი ნაზად გამოვიხურე, რათა ხმაური
არ გამომეწვია და შუგასთვის ძილი არ დამერღვია.- თქვენ რა, ერთად გეძინათ?
დრამატული და განცვიფრებული ხმით იკითხა და ვიგრძენი, რომ ჩემგან დადებით პასუხს ელოდა. ბრაზნარევი მზერით შევხედე, თან წარბი ავწიე და ხელები გადავაჯვარედინე.
- მორჩი სისულელეების როშვას და მოიშორე ეგ ეჭვნარევი გამომეტყველება! შუგა ავად არის! გუშინ მაღალი სიცხე ჰქონდა, ამიტომაც მარტო ვერ დავტოვე!
- რა? თქვა რომ თავი სტკიოდა, თუმცა ასე ცუდად თუ იყო არ მეგონა! ახლა კარგად არის? რატომ არ შეგვატყობინე? - წამოენთო ჯეიჰობი და შუგასთან შესვლა დააპირა, თუმცა მკლავში ხელი წავავლე და გავაჩერე.