თავი 42. ან ყველაფერი ან არაფერი

1.6K 118 8
                                    


        როგორც კი საძინებელში გადავინაცვლეთ მაშინვე ვიგრძენი ტემპერატურის მატება და რამდენადაც არ უნდა მდომოდა სიმშვიდის შენარჩუნება, დემიენის გვერდით ყოფნა ამის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევდა. ისეთი აურა ჰქონდა მაშინვე მისი გავლენის ქვეშ მოექცეოდი.. დიდი ენერგიისა და მუხტის მატარებელი იყო, ამავდროულად, ძლიერი, შარმიანი და ჩემგან განსხვავებით ზედმეტად თავდაჯერებული. კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასიც და შესაძლებლობებიც.. დემიენ ლუკასისთვის უცხო არ იყო ის გარემოება, რომ ყველაფერი მის ნებას ემორჩილებოდა.. სწორედ ამიტომ როგორც კი მან საძინებელი ოთახის კარები მოხურა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გაურკვეველი მიზეზის გამო ავნერვიულდი.. რეალურად ეს მიზეზი ბოლომდე გაურკვეველიც არ იყო..იმ ფაქტის გააზრება, რომ ღამეს ამჯერად დემიენის გვერდით გავატარებდი, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის და ვიმედოვნებდი, რომ ჩემს დაბნეულობას დემიენი დიდად ვერ შეამჩნევდა.

დაძაბული ოთახის ცენტრში კვლავ გაუნძრევლად ვიდექი სანამ დემიენის ტკბილმა და მშვიდმა ხმამ ფიქრებიდან არ გამომარკვია :

- მოეშვი, ნუ გეშინია ჩემთან მარტო დარჩენის. - გვერდულად გაეღიმა და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა. მისმა სიტყვებმა კი დამშვიდების მაგივრად, უფრო ამანერვიულეს და სააშკარაოზე გამოიტანეს ჩემი ემოციები. მაშინვე სუნთქვა შემეკვრა და ვიგრძენი ლოყებს როგორ დაეტყოთ წითელი ფერი. მეც არ ვიცოდი ასე ძალიან რა მანერვიულებდა, დემიენის დაბადების დღეზეც ხომ ერთად გავატარეთ ღამე? მაგრამ ალბათ, მაშინ ალკოჰოლმა მომანიჭა სიმშვიდე და ემოციები გვერდზე გადამადებინა.. ბონუსად ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ამჯერად დემიენი საერთოდ არ აპირებდა დივანზე დაძინებას, ჩემი გრძნობები კი ეხლა გაცილებით უფრო ძლიერი და გამძაფრებული იყო მის მიმართ. სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშეც მივხვდი, რომ ზემოხსენებული გარემოებები მაყენებდა უხერხულ მდგომარეობაში.

დაკავშირებული (COMPLETED)Where stories live. Discover now