6

367 23 5
                                    

Harry's POV

დილით ლუის მკლავებში გავიღვიძე. ისეთი მყუდრო და სასიამოვნო გარემო იყო. თავს ისე დაცულად ვგრძნობდი, თუმცა რაღაც მაინც არ მაწუხებდა. შიში იმისა რომ ისევ ჯოშთან უნდა დავბრუნებულიყავი. გული თითქოს დამძიმებული მქონდა. იქნებ სჯობდა აქ საერთოდ არ მოვსულიყავი, ეს არ უნდა მომხდარიყო. ისევ შეცდომა დავუშვი, მაგრამ უფრო დიდი, ძალიან დიდი.

"გღვიძავს?" გავიგონე ლუის ხმა და მე მას ავხედე.

"ჰო"

მან საფეთქელზე თითები გადამისვა და გამიღიმა. "როგორ გეძინა?"

"შენთან ერთად ყოველთვის ყველაზე ტკბილად მძინავს"

"ჩემი პატარა ისევ ჩემთანაა" თქვა მან და ცხვირზე მაკოცა.

"მაგრამ ლუ" ვთქვი მოწყენილად. "მე მასთან დაბრუნება მომიწევს"

"არა, ჰარი. მასთან აღარ გაგიშვებ"

"სხვა გზა არ გვაქვს"

"გვაქვს. დღეს მასთან ერთად წავალთ და პასუხს ვაგებინებთ იმისთვის რაც გაგიკეთა გუშინ. შემდეგ კი პოლიციას ჩავაბარებთ"

მე თავი გავაქნიე და წამოვჯექი. "შენ არ გესმის"

ისიც წამოჯდა, სახეზე ხელი მომკიდა და მისკენ შეატრიალა. "ერთადერთი რაც მესმის ის არის რომ დახმარება გჭირდება"

"არა არ მჭირდება. თავს ჩემითაც დავიცავ"

"როგორც გუშინ?" შეუმაღლა ხმას.

მე ფეხზე ავდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ისიც წამოხტა და საცვლები და შარვალი ამოიცვა. მე ოთახიდან გავედი და კიბეზე ჩავდიოდი როცა მან მკლავში ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა.

"მარტო არსად არ მიდიხარ" მითხრა მან.

"მივდივარ"

"ჰარი, ასე ვერ მოიქცევი"

"მოვიქცევი და ამას დაგიმტკიცებ"

მისგან თავი დავიძვრინე, კიბეზე ჩავედი და გასასვლელ კარებთან მივედი, მან კვლავ გამაჩერა.

Crazy In Loveحيث تعيش القصص. اكتشف الآن