~2 გული~

2.7K 193 1
                                    


მარიას pov:
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ორსულად ვარ ცოტა არ იყოს და ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ თავს,თეჰიონი ისე მექცევა, როგორც პატარა ბავშვს ,სხვა დანარჩენებიც პატარა ბავშვივით მაძლევენ რჩევა დარიგებებს  ,წასვლის შემდეგაც კი.

მარია ეს არ გაკეთო,მარია ის არ აწიო,მარია ეს არ ჭამო..იმის მიუხედავად, რომ  ეს ზედმეტი ყურადღება ნერვებს მიშლის, მაინც  ვიცი ამას რატომ აკეთებენ ბიჭები და ძალიან სასიამოვნოა ეს ზედმეტი ყურადღებაც,თან როდესაც გრძნობ შენში ცოცხალ არსებას ,როდესაც იცი რომ შენს გულთან ერთად მისი გულიც ცემს ,ეს ყველაფერი უბრალოდ ჯადოქრობას ჰგავს !

თეჰიონს კომპანიაში წასვლა მაინც უწევდა ხანდახან ,მაგრამ იშვიათად...
არ უნდოდა მარტო დავეტოვე ,
უკვე თითქმის 1 თვის ორსული ვარ და მისმა მშობლებმა არ იციან ..ვიცი ეს არასწორია ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ,მეშინია რამე არ მოხდეს .

კიდევ ერთი დღე გათენდა ,დილა ისევ ისე დაიწყო როგორც ყოველთვის, წამოვხტი და სააბაზანოში გავიქეცი,ეს დილის ავადმყოფობა კიდევ გრძელდება ,სულ რაღაც 1 თვეა უკვე .
გამოვედი და ძალა გამოცდლილი ისევ დავწექი ,იქნებ ისევ ჩამძინებოდა,მაგრამ ძილი ვეღარ გავაგრძელე ,თეჰიონმა მალე გაიღვიძა ,წამოდგა და მკითხა
  " ძვირფასო ხომარ გინდა რამე განსაკუთრებული??  მითხარი და შევუკვეთავ"
" არა საყვარელო ,მადლობა" ვუთხარი მე და ნელ-ნელა წამოდგომა დავიწყე ,ამის დანახვაზე თეჰიონი ჩემსკენ გამოიქცა და დახმარება დამიწყო რაც არ მჭირდებოდა ,არც მუცელი მქონდა არაფერი ბოლოს და ბოლოს
"თეჰიონ მგონი სიარული არ დამვიწყებია" ამაზე მან უხერხულად გაიცინა
" მაპატიე საყვარელო ,ხომ იცი ვნერვიულობ რამე არ დაიშავო" ამაზე მე ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი
" ზედმეტად ნერვიულობ" 
ვთქვი და სამზარეულოსკენ წავედი, რომ რამე მეჭამა .

თეჰიონიც შემომიერთდა ცოტახანში,მაგიდასთან ვისხედით და თან ბედნიერები ჩვენს მომავალ შვილზე ვსაუბრობდით ,თეჰიონს უეცრად რომ სახე შეეცვალა
"ჯანდაბა" ჩაიბუტბუტა მან
" რახდება თე? "
" დედაჩემი და მამაჩემი ჩვენთან მოდიან.."
" რააა??ახლა რა ვქნათ?"
" რა უნდა ვქნათ?  ვეტყვით, რომ ორსულად ხარ..ხომ იცი ვერ დაგვაშორებენ ,ნუ გეშინია"
" კარგი გენდობი " ვუპასუხე მე და ხელი ჩავკიდე .

ჩემი დესპოტი საქმრო 🎩კიმ თეჰიონი🎩Where stories live. Discover now