-I-

485 15 0
                                    

  4 წლის წინ:
-ზეინ გაინძერი დროზე უნდა გავიდეთ ხომ იცი?! -ბოლო ხმაზე იბღავლა ლუიმ და ზეინს თავში ბალიში გაუქანა.
ზეინიც მალევე ადგა და ლუის გაეკიდა. ასე დარბოდნენ დიდი ხანი სანამ ჰარი არ შემოვიდა და ორივე მას არ დაახტა. გაბრაზებულმა ამოიბუზღუნა და ორივე გადააგდო. ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააცქერდა ორივეს. უცებ სამივეს ისტერიოული სიცილი წასკდა და კაი ხანი იცინეს კიდეც. ლიამი და ნაილი შემოვიდა. უყურებდნენ ამ სამს და ვერ ხვდებოდნენ რა აცინებდათ ასე გულიანად. მხრეები აიჩეჩეს და ისინიც აყვნენ სიცილიში. უცებ ზეინი სერიოზულდება და ძალიან დარდიანი ხდება.მალევე მათი დაცვა შემოდის და აცნობებს რომ კონცერტი 1 საათში დაიწყება.რაც ზეინის სახეს ფარავს და ვერავინ ამჩნევს მის სახეს. პირველად არ გადიან ამდენი ხალხის წინაშე, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ნერვიულობენ. ზეინის და ჯუდი და ჰარის და ემა შევიდნენ მათთან. დივანზე დასხდნენ და ბიჭებიც მათ გვერდით იკავებენ ადგილს.
-რას შვრებით(ემა)
-არაფერს?!(ნაილი)
ოთახში შემოხტა კეტრინი (ლუის და). ტელეფონში იხედებოდა და იცინოდა. თავიდან ბოლომდე აათვალიერაა ზეინმა და კიდევ უფრო დადარდიანდა. მათ წინ ჩამოჯდა კეტრინი და ყველამ თვალი მოაშორა, გარდა ზეინისა. უყურებდა და ხვდებობდა რომ მის გარდა არავისთან უნდოდა ყოფნა. არ უნდა მას მოქცეოდა ასე, რადგან იცოდა რომ ეს მას გულს ატკენდა. კეტრინმაც ამოხედა ზეინს და სიყვარულით აღსავსე თვალები მიაპყრო. ყოველთვის ცდილობდა ძმის ძმაკაცი არასდროს მოსწონებოდა მაგრამ იცოდა რომ უკვე გვიანი იყო და ეს მოწონებაზე მეტი იყო. ვერ იყვნენ ერთად რადგან ხან ვის აურჩევდნენ მენეჯერები ზეინს ხან ვის თან ძმაკაცის და რომ შეგიყვარდება ცოტა ტეხავსო ეუბნებოდა მარტო დარჩენილი საკუთარ თავს. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გააკეთა.
ბოლო კონცერტი ჰქონდათ და დამთავრდებოდა ტური. მერე ისევ წელიწად ნახევარი დაისვენებდნენ იმხიარულებდნენ . ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ეგონათ. "Little things"-ს მღეროდნენ თან უკვე იცოდნენ რომ ზეინი მიდიოდა. მიდიოდა და მათ ტოვებდათ. ვერცერთს ვერ წარმოედგინა. ბოლო ბგერები იყო. ბოლო, რომელიც მათ ერთად ყოფნის სიმბოლოდ დარჩებოდა. უმტკინვეულესი წუთები იყო.შემდეგ იყო სიბნელე და ტურის დამთავრება.

ახლა:
ნიუ იორკის სველ ქუჩებში მიაბიჯებდა თავისი შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლებით. ხელში ყავა ეჭირა და ზეინის ახალ სიმღერას ღიღინებდა, თან ტანს აყოლებდა. ხალხი შესცქეროდა, ზოგი ცნობდა და მასთან ფოტოს იღებდა. ყველას ღიმილიანი სახით ხვდებობდა. ხანდახან ზეინზე დარდი მოაწვებოდა მაგრამ გაახსენდებობდა რომ უკვე დიდი დრო იყო გასული. სახლში მისულმა წვენი დალია და შხაპი მიიღო. შემდეგ საწოლში შეწვა და ღრმა ძილში გადაეშვა.
თავიდან დაძაბულობა იყო. ვერცერთი ხმას ვერ იღებდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ეს 5 ადამიანი იჯდა ერთად. ჩუმად და დაძაბულად. თავიდან რომ გაიგეს ზეინი ნიუ-იორკში დაბრუნდაო არ დაიჯერეს . ვერც იმას წარმოიდგენდნენ რომ მათ სანახავად მოვიდოდა. ლუის სახლში იყვნენ. სიჩუმე სუფევდა. დაძაბული იყო გარემო. ჯუდი უხმოდ უყურებდა ძმას . ემა აქეთ-იქით გაიხედებოდა. არ უნდოდა ზეინისთვის შეიხედა. ასეთი სიჩუმე ყველას აგიჟებდა.
-მოვედი
კარები გაიღო და კეტრინმა დაიძახა. მისაღებში ფეხის ხმა გაისმა და ოთახში კეტრინი შემოვიდა. ხელში როგორც ყოველთვის ყავა ეჭირა.
-რა იყოთ რა სახე ჩამო..
სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ზეინის სახეს რომ წააწყდა, ყავის ბოთლი მის ხელს მოწყდა და ძირს დაეცა. ყავა მიმოიფანტა. ყველა მას უყურებდა ის კი მხოლოდ მის სახეს ხედავდა. ფეხები ეკვეთებოდა მაგრამ ძლიერად იდგა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და დივნამდე ძლივს მივიდა რომ დამჯდარიყო. წამოდგა ზეინი. მის წინ ჩაიკუზა და შეხედა. გაშტერებული ისევ ისეთი სახით მისჩერებოდა ზეინს კეტრინი. ცრემლებმა მალევე გაიკვლია მის სახეზე გზა. ხელები მოჰხვია ზეინმა წელზე და ამდენი ხნის მერე მისი თბილი სხეული ისევ იგრძნო. კეტრინმაც აღარ დააყოვნა და ხელები ყელზე შემოხვია. ზეინმა თავი კეტრინის ყელში ჩამალა. ნელა, ნაზად აკოცა ყელზე და იგრძნო როგორ დააყარო ტაომ მას. ყველამ იცოდა თუ როგორ უყვარდათ ამ ორს ერთმანეთი. უბრალოდ ადგნენ და გავიდნენ.
ზეინმა აიყვანა და კალთაში ჩაისვა კეტრინი. ხელები უფრო ძლიერად მოხვია. არ უნდოდა მისი დაკარგვა როგორც ეს ადრე მოხდა. ნანობდა მხოლოდ მის გამო ნანობდა წასვლას. ნანობდა რომ ეს 4 წელი მის გვერდში არ იყო. თვითონაც კი უკვირდა როგორ გაძლო მის გარეშე ამდენი ხანი.
-ბოდიში
ძლივს მოაბა თავი ზეინმა და ბოლოს უთხრა. კეტრინმა თავი აიღო მისი მხრიდან და შეხედა. სახეზე ხელი ჩამოუსვა.
-აღარ წახვიდე
თითები ჩამოუსვა ტუჩზე კეტრინმა. სიამოვნებისგან თვალები დახუჭა ზეინმა.მისი ბაგეები მის თითებს უფრო მიაბჯინა და აკოცა. მალევე ჩამოწია ხელი კეტრინმა.
-აღარ წავალ
-მპირდები?
-გპირდები
შემდეგ ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდნენ. ერთმანეთს ვერ მოსცილდნენ. ზეინმა არ იცოდა აღარ წავიდოდა თუ არა უბრალოდ ახლა არსად არ სურდა წასვლა რადგან ის აქ ჰყავდა. ბედნიერებამ თავისი ქნა და კეტრილი ასლუკუნდა. მისი ტირილის ხმა ოთახში სიჩუმეს არღვევდა. მერე პატარა ბავშვივით ზეინის მკლავებში ჩაეძინა.
უცებ წამოიწია ლოგინიდან. ოფლში ცურავდა. მიხვდა რომ სიზმარში იყო და ტირილი დაიწყო. ენატრებოდა . სიკვდილამდე ენატრებოდა.ადგა. სარკეში ჩაიხედა. ტელეფონს დაავლო ხელი და სწრაფად აკრიფა მისი ნომერი.არ დაურეკავს.ეშინოდა რომ არ უპასუხებდა ან რამე მსგავსი.რამდენიმე დღეში ისევ სცადა დარეკვა მაგრამ ისევ გადაიფიქრა. ისევ ყოყმანობდა.ისევ ეშინოდა.ისევ ტიროდა ხოლმე. ისევ ესიზმრებოდა.საბოოლოდ დარწმუნდა რომ მასთან ყოფნა უნდოდა.  

you can return happiness!(Z.M.fanfiction)Where stories live. Discover now