მომენატრე!🙏

846 75 1
                                    

   მალევე გამოვჯანმრთელდი ჩემი ძლიერი იმუნიტეტის დახმარებით. თეჰიც მალევე გახდა კარგად. იმ დღის მერე მის მიმართ ზიზღი გამიქრა. ალბათ ღმერთის ნებაა ყველაფერი რადგან ეს რო არ მომხდარიყო ისევ ვიფიქრებდი რო ამპარტავანი იდიოტია როგორც დანარჩენები და მუდამ ზიზღით შევხედავდი მას და თავის ძმაკაცებს. მაგრამ მან თავისი სხვა მხარე დამანახა. არ მეგონა თუ ვინმე ჩემს გამო თავს გაწირავდა და ისეთ ნაძირალას და ფსიქოფატს "შეებრძოლებოდა" როგორიც ტიმია. თითქოს ამით მან გული მომილბო. გული რომელსაც ყველა ბიჭი თავმომწონე არამზადა გონია. გული რომელიც ყველა ბიჭისთვის ჩაკეტილია და გაღებას არც აპირებდა. მაგრამ მან ეს შეძლო. თან ისეთი ბავშვური და საყვარელია..

უნივერსიტეტში ჯერ არ მიშვებენ ამიტომ ვზივარ სახლში მარტო და ტელევიზორში დორამას ვუყურებ. სიყვარულზეა. ჰაჰ..ესეთი რამ ადრე ვიღაცას  რო ჩაერთო ალბათ ტელევიზორს თავზე გადავამტვრევდი "მოაშორე დროზე სიყვარულზე არ გამაგონო არაფერი!" მაგრამ ახლა ასე აწვარ-რატომღაც-ნეტა რატო..
ვუყურებ მარტო და მოწყენილობისგან ლამისაა მოვკვდე.

*ზარი კარებზე*

ღმერთო მადლობა რო მარტოობისთვის არ გამწირე ცოტაც და მოვკვდებოდი მოწყენილობისგან

-თეჰი?

-ღმერთო ჩემო სადაა მოჩვენება დროზე მითხარი თორე გასკდა გული

-დებილო რა მოჩვენება?

-აბა რა სახით იყურები?

-აჰჰ.. გამიკვირდა რო დაგინახე და

-უფფ კაი მეთქი რა დაემართა ..დაა ასე უნდა ვიდგე კარებში?

-უი მოდი შემო

-მადლობა

კარები დავკეტე და შემოტრიალებულს უკვე დივანზე წამოკოტრიალებული დამხვდა ბიჭი

-ხოომ ..უნდა მეთქვა თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშითქო მარა მგონი არაა საჭირო

👑CRAZY GIRL👑(დასრულებული)Where stories live. Discover now