-7-

265 41 10
                                    

ღამის 12საათი. ჯონგუკი არსად ჩანს, არც დაურეკავს. შუგა კორეაში დაბრუნდა, თეჰიონი ოთახში ჩაიკეტა და ღმერთმა იცის თავს როგორ გრძნობს. ისე ვარ არაფრის თავი არ მაქვს. თეჰიონთან გადავწყვიტე შესვლა თუმცა უკან მოვბრუნდი. ვიცი რომ ვერ დავამშვიდებ და ვერ გავამხნევებ, ვერანაირად დავეხმარები იმიტომ რომ უარეს მდგომარეობაში ვარ. სამზარეულოში ვზივარ და ყავას ვსვავ, თეჰიონი შემოვიდა. გამიხრდა.
-მოდი შემომიერთდი, ყავა დავლიოთ.
-უარს არ ვიტყოდი.-ბედნიერი ჩანს.
-შუგას ველაპარაკე, მითხრა რომ უკვე სახლშია თავის ძმასთან. კარგად იმგზავრა.
-ძალიან კარგია. მიხარია.
-ჯონგუკს არ დაურეკავს?
-არა, არც მაინტერესებს.- ამას თეჰიონს ვეუბნები თუმცა გული მჯიჯგნის ისე მენატრება და ისე მაინტერესებს სად არის. ნერვიულობისგან ლამისაა გული ამომივარდეს. კარებზე ზარი.ჯონგუკი. პირი ღია დამრჩა როცა მასთან ერთად მარკი დავინახე.
-ის დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს. ზედმეტი კითხვები არ დამისვა ჯიმინ.-შიგნით ისე შემოვიდა ჩემთვის საერთოდ არ შემოუხედავს, მარკმა ირონიულად ჩაიღიმა და მას უკან გაჰყვა. ორივე ჯონგუკის კაბინეტში შევიდა. ცოტახნის მერე მეც შევედი.
-ჯონგუკ შეიძლება ვისაუბროთ?
-რათქმაუნდა. მარკ შეგიძლია დაგვტოვო? შემდგომში გავაგრძელოთ საუბარი.-საუბარი? შემდგომში? რა ჯანდაბა ხდება.ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ჯანდაბა ჯიმინ, ყველაფერი უნდა გამოასწორო.
-რა გჭირს? ატყობ რანაირად იქცევი?-მის წინ სკამზე დავჯექი.
-მაპატიე პატარავ გუშინ ცოტა ზედმეტი მომივიდა.
-შენ მე მიყვირე ჯონგუკ, ხალხის წინაშე დამამცირე.
-ხომ მოგიხადე ბოდიში? კიდე რა გავაკეთო?
-შენ რა ნასვამი ხარ?.- აშკარად ნასვამი იყო. არასდროს მინახავს ის ასეთი შეცვლილი.
-დიახ ცოტა დავლიეთ მე და მარკმა. რამე პრობლემაა?
-ჯანდაბა ჯონგუკ, ამჩნევ როგორ დაუახლოვდი მას? საერთოდ გახსოვარ?-საშინლად გაბრაზებული ვიყავი, ისეთი გაბრაზებული რომ თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
-რა სისულელეს ამბობ, მე შენ მიყვარხარ. მარკს უბრალოდ დავუმეგობრდი. კაი ტიპი სჩანს.
-აჰა ესეიგი დაუმეგობრდი. იმაზე რას იტყვი ჩვენთან ერთად რომ უნდა იცხოვროს.
-ჯიმიმ გეყო ეჭვიანი შეყვარებულის როლის თამაში. მას ეს მე ვთხოვე. ნამდვილად მჭირდება ისეთი ადამიანი რომელიც ყველაფერში დამეხმარება.
-და მე? მე ვინ ვარ შენთვის? მე არ შემიძლია დაგეხმარო?.- ჩემთან მოვიდა და ხელები სახეში ამომიდო.
-ჯიმინ გეყო. წადი და დაიძინე გვიანია.- უბრალოდ წავიდე და დავიძინო? ტრაკშიც წასულხარ ჯონგუკ. მისთვის არაფერი მითქვამს. მისი კაბინეტიდან გავედი და თეჰიონის ოთახში შევედი.
-ყველაფერი რიგზეა ჯიმინ? რა მოხდა? რატომ ტირი?
-თეჰიონ შეიძლება დღეს შენ ოთახში დავრჩე? არ მინდა მისი ნახვა.
-რათქმაუნდა. რათქმაუნდა შეგიძლია დარჩე.-ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. კიდევ კარგი მისი სახით ძმა მყავს, თორემ გავგიჟდებოდი.
-რა ჯანდაბა ემართება, ვეღარ ვცნობ თეჰიონ !! ის ასეთი არ არის !! ის ასეთი არასდროს ყოფილა.საშინლად უემოციო და აგრესიული გახდა ჩემს მიმართ. ნუთუ მოვბეზრდი?
-დამშვიდდი.-თეჰიონმა მის მკერდზე მიმიხუტა, ჩემი ცრემლებით კი მის ახალ მაისურს ვასველებდი.
-წავიდეთ ! სადმე წავიდეთ. არ შემიძლია აქ გაჩერება. წამოდი კლუბში წავიდეთ. დავლიოთ.-თეჰიონი დამეთანხმა. ტაქსს გამოვუძახეთ და კლუბში წავედით. იმედნი არაყი დავლიე რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, თეჰიონიც ნასვამი იყო თუმცა ჩემსავით არა. ნუ მას შეეძლო სიარული და იმის გააზრება თუ სად ვიყავით. საცეკვაოდ გავედი. ჩემდა საუბედუროდ ვიღაც ბიჭს ფეხი დავადგი, შემდეგ არაყი გადავასხი, შემთხვევით რათქმაუნდა. დამარტყა. ღირსი ვიყავი. არ შეგიძლია და რას სვავ ადამიანო. ამ ადამიანის სახეში მუშტმა ცოტა აზრზეე მომიყვანა. ფრანგულად რაღაცას ბურტყუნებდა, ალბათ მაგინებდა. არ მაინტერესებს. შევაფურთხე. კიდე დამარტყა. ვიღაცის ხელს ვგრძნობ წელზე. ჯონგუკი მოვიდა და იმ საგიჟეთიდან გამიყვანა.
-ოჰო, ჩემი შეყვარებული მოვიდა?.- არ ვიცი რა ჯანდაბა მაცინებს, მაგრამ მომწონს ჩემი მდგომარეობა.
-სახლში წავედით.
-აპაპ.. ხელი არ შემახო. არსად მოვდივარ. შენ მე არ გაინტერესებ, ხოდა მეც მკიდიხარ. აქ დავრჩები და დავლევ.- ჯონგუკის სახე იმაზე მეტყველებდა რომ საშინლად გამაღიზიანებელი ვარ როცა ასეთ სისულელეებს ვლაპარაკობ. თეჰიონი მოვიდა, ერთი ხელი მის მხარზე გადამადებინა, მეორე ხელი კი ჯონგუკმა. მანქანაში შემტენეს და მერე უკვე აღარაფერი მახოვს.

Freedom, this is not a crime •Completed• ✅Where stories live. Discover now