2. კლაუსტროფობია

472 44 2
                                    


- ახლა კი საბარგულში - ჯონგინმა მანქანას საბარგული ახადა.

გოგომ აწყლიანებული და შეშინებული თვალებით ახედა მას.

ჰო, ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო შიში. შიში მისი საყვარელი ადამიანის მიმართ და კიდევ იმის, რაც იმ პატარა სივრცეში გამოკეტილს უნდა ეგრძნო მომდევნო საათნახევრის განმავლობაში. ეშინოდა იმის, რომ ისევ შეახსენებდა თავს ის სულიერი ტკივილი, რომელსაც მთელი აქ ყოფნის განმავლობაში აიგნორებდა და ცდილობდა, ჩაეხშო იმ ფიქრით, რომ ის უკვე მკვდარია, რომ ის ამ სამყაროს არ არს ნაწილად იქცა მას შემდეგ, რაც მშობლები წავიდნენ და აქ, ამ სასტიკ სამყაროში ბედის ანაბარად დატოვეს. ამიტომ მათი სიკვდილის შემდეგ, მანაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. არა ფიზიკურად, ჰაჰ, არა, მას ამდენი გამბედაობა არასოდეს ჰქონია. უბრალოდ სულიერი ტკივილის გაყუჩება, მასში თავად სულის არსებობის უარყოფით სცადა. დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მკვდარია. მკვდრებს კი სული აღარ აქვს. აქედან გამომდინარე ვერც ეტკინებათ ის. იმდენად შეეჩვია ამ ფიქრს, რომ ბოლოს მართლაც დაიჯერე თავისივე სიკვდილის. ამან კი თითქოს შიშის გრძნობაც დაუკარგა. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. აღარაფერს გაურბოდა, აღარ კრთოდა სიცოცხლის სუსტ ხავსს ჩაჭიდებული. აღარ ეშინოდა რადგან სული აღარ ჰქონდა. ეს კი თავს ნაკლებ არარაობად აგრძნობინებდა, რადგან აცნობიეტებდა, რომ მკვდარს არ შეუძლია ვინმეს დამორჩილება ან მორჩილებაში ყოფნა. მკვდარი მკვდარია და მორჩა. როდესაც სული გეცლება, იქ მთავრდება ყველაფერი. მნიშვნელობა აღარ აქვს სიცოცხლის დროს მეფე გერქვა თუ პაიკი. სიკვდილის შემდეგ ორივეს ერთნაირად ფარავს მიწის დიდი მასა. სიკვდილის შემდეგ ყველა თანასწორი ხდება. ყველა თანაბარ სიღრმეში იმარხება, ყველას თანაბრად მოეკითხება. შეიძლება მეფე უფრო დიდი პატივით დაკრძალონ ვიდრე პაიკი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან მათ კუბოებს დაყრილი შავი, ფხვიერი მიწა იმას მოწმობს, რომ ორივე მატლების საჭმელ ლეშად იქცევა.

Is it a beginning? Where stories live. Discover now