ნამჯუნი

343 14 2
                                    

"მონატრება ყველაზე მტკივნეულია"

ტყის პირას, მდნარესთან მშვიდად ვიჯექი მიწაზე. თბილი ნიავი თმას სხვადასხვა მიმართულებით თავისი ნებით ატრიალებდა, სიმშვიდეს არაფერი მირღვევდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მართალია მხოლოდ რამდენი წამით, მაგრამ საკმარისი იყო ჩემთვის. ამდენი მტკივნეული გრძნობის შემდეგ, ძნელი იყო რაიმე კარგი მეგრძნო, თუმცა ახლა ისიც სასიამოვნო იყო, რომ მარტო ვიყავი ამ უკიდეგანო ქვეყნიერების ერთ პატარა წერტილში.
ყველაფრის მიუხედავად, გონებას მაინც მიმძიმებდა ძველი თბილი მომენტები იმ ადამიანთან, რომელსაც ჩემი აღარასდროს ერქმევა. მე მას დავპირდი, რომ მანამდე მეყვარებოდა სანამ თვითონ არ შემაქცევდა ზურგს, ყველაზე სულელურად მოვიქეცი როდესაც პირველად მე ვატკინე გული.
ჩემი სიყვარული.
ჩემი ნამჯუნი.
მენატრება.
ალბათ აღარ მაქვს უფლება ჩემი ვუწოდო, გრძნობებთან შებრძოლება რთულია.
ჩემი ლოყები მალევე აბრჭყვიალდა მზის სხვივების დახმარებით, ჰო ვტიროდი, ისევ. ალბათ არასდროს დასრულდება ეს ტანჯვა, მონატრება კი ყველაზე მტკივნეულია ამ წუთას ჩემთვის.

მანამდე ვიყავი ასე სანამ ჩემი მშვიდი გარემო, აყალმაყალმა და აურზაურმა არ დაარღვია. ადგილიდან არ გავნძრეულვარ.

-ბიჭო, სად მიდიხარ? აქ მოდი, უკეთესი ადგილია-ნაცნობი ხმა გავიგე, ზედმეტად ნაცნობი, გულში დარტყმა ვიგრძენი, რომელიც შემდგომ მთელ ორგანიზმს მოედო. ნუთუ ეს ის იყო.
ხელები ფეხებიდან ჩამოვიღე ქვიშაზე დავაწყე, ფეხებიც იქვე ჩამოვდე და ნელა მივატრიალე თავი, ინტერესით დაველოდე ადამიანს, რომელიც რამდენიმე წუთში გამოჩნდა, ისევ დამყარდა ჩვენს შორის კონტაქტი.
ვუყურებდი და უფრო მეტდ ვგრძნობდი მონატრებას, სიყვარულს, ახლა ჩემში უამრავი გრძნობა ირეოდა. შეუძლებელი იყო გამერჩია, და ვიგრძენი კიდევ ერთხელ თბილი სითხე ჩემს ლოყებზე.
-შ/ს?-მისმა ხმამ ჩემს თავში ზარივით გაიჟღერა, გონებაზე ნორმალურად ვერ მოვდიოდი.

BTS ImaginesWhere stories live. Discover now