Part 29

1K 71 3
                                    

  Harry's POV

როდესაც ბეტის ფეხი აუცდა და დაგორდა მისი სახელი დავიყვირე,შემდეგ კი სწრაფად გავიქეცი მისკენ.ჯერ წამოჯდა,შემდეგ კი ისევ უკან გადავარდა და გონება დაკარგა.
-ამის დედაც! -ხმამაღლა დავიღრიალე,როდესაც დაღმართზე ფეხი რაღაცას წამოვკარი და კინაღამ წავიქეცი,თუმცა თავი შევიკავე და ბეტისთან ჩავიმუხლე,თავი ჩემს მუხლებში ჩავადებინე და მაშინვე მაისური გადავიძრე, შემდეგ კი ორად გავხიე,უკნიდან გავიგე ჯოჯო და კიდევ ორი ბიჭი რომ მოდიოდნენ ჩვენსკენ,უფროსწორად მორბოდნენ,თუმცა მათთვის არ მეცალა. გული ამოვარდნას მქონდა,იმედია ინფექცია არ შეეჭრება,რადგან ძალიან დიდი ჭრილობაა და აქ არ მაქვს არაფერი იმისთვის,რომ ეს ჭრილობა გავუკერო. მაისური ხელზე გადავახვიე,შემდეგ კი ძლიერად გავკვანძე,რომ სისხლის მოძრაობა ცოტახნით შეჩერდეს და აღარ წამოუვიდეს მეტი,თორემ ძალიან ცუდი შედეგი იქნება. ფეხებ ქვეშ ხელი შევუცურე,მერე ხელი მხარზე მოვხვიე და ხელში ავიყვანე
-ჯოჯო გთხოვ წადით კარვიდან პლედი გამოიტანეთ და გარეთ დააფინეთ -ჯოჯომ სწრაფად დამიქნია თავი და გაიქცა.ბეტი ხელში ავიყვანე და შუბლზე ტუჩები მივადე.
-გთხოვ მოდი გონს ჩემო პატარა -ხმადაბლა ამოვილუღლუღე და თავი შევიკავე,რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ახლა,ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად არის საქმე,რადგან ძალიან სიბინძურეა აქ,ღმერთმა უწყის რამ გაუჭრა ასე ხელი. ინფექცია რომ შეეჭრას შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს ეს ყველაფერი და მე ამას ვერ გავუძლებ!
კიდევ კარგი მდინარეში არ ჩავარდა.ის მდინარე ზუსტად დღეს მოიწამლა.ერთი ბრუნი რომ გაეკეთებინა ნამდვილად დავკარგავდი.
ცხარე ცრემლი მაინც ჩამომიგორდა ლოყაზე
-ბეს,გაახილე თვალები რა -დავიჩურჩულე.
სუნთქავდა,მაგრამ ძალიან სუსტად. ნაბიჯებს ავუჩქარე და ღრმად ამოვიხუნთქე,როდესაც ტყიდან გავედი. ჯოჯოს პლედი კოცონთან ახლოს ჰქონდა დაფენილი.სწრაფად მივიყვანე ბეტი და პლედზე დავაწვინე.თეთრ მაისურში სისხლმა გამოჟონა.სწრაფად გავედი კარავში და ჩემი ჩანთა გავხსენი. მადლობა ღმერთს უბრალო დამარების ნივთები წამოვიღე. სპირტი,ბამბა და ბინტი ავიღე,შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით ისევ ბეტისთან მივედი.თვალები ოდნავ გაახილა და მე შემომხედა
-პატარავ -სახეზე მოვუსვი ხელი და შუბლზე ვაკოცე. ახლა ხელი ძალიან დაეწვება,საშინლად დიდია ჭრილობა და სანამ დავუმუშავებ მჭირდება,რომ ვინმემ დაიჭიროს. ისევ ჯოჯოს ვთხოვე დახმარება.ფეხები და ტანი 'გავაკოჭინე', მტკივანი ხელი კი მე დავიჭირე და ნაჭერი მოვხსენი. ჯანდაბა! ძალიან ღრმა ჭრილობაა.
-ბეს,უნდა მოითმინო პატარავ,სხვა გზა არ გვაქვს -ხმადაბლა ვუთხარი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,თითქოს ვერ მიმხვდარიყო რა ხდება მის გარშემო.
ბამბა სპირტში დავასველე,ჯერ ხელის ნაწილი გავუსუფთავე.ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ხელები. ჭრილობები აქამდეც მინდახავს,უამრავჯერ გამიკერია ან თუნდაც დამიმუშავებია ამაზე საშინელი ნატკენები,მაგრამ როცა ვიცი,რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ეტკინება ეს მე მტკენს ორმაგად.ხელები ძლივს დავიმორჩილე,შემდეგ კი სპირტი ჭრილობაზე დავასხი. ბეტიმ ხმამაღლა დაიღრიალა,ჯოჯომ კი ძლივს შეძლო მისი გაკავება. ფეხებს მეორე,პატარა ბიჭი უჭერდა,ჯოჯო კი ზევით ნაწილს აკონტროლებდა,რომ არ გაენძრია.
-მაპატიე ბეს,მაპატიე -ხელი ნაზად მოვუსვი სახეზე. თვალებიდან სიმწრის ცრემლები სცვიოდა,თან ყვიროდა,რომ ხელი გამეშვა.ნეტავ ალა მე ვიყო მის ადგილას,ნეტავ მე დამმართნოდა,მაგრამ არ მენახა როგორ სტკივა მას! ეს საშინელებაა.ვერ ვუძლებ ასეთი ბეტის ყურებას. საკუთარი გულის ცემა ყურებში ემსმის,ხელებს კი ვგრძნობ,რომ უკვე ვეღარ ვიმორჩილებ. ბამბა ხელში ავიღე და ნაზად მოვუსვი. სახეზე დავხედე,მთლიანად ოფლიანი და წითელი იყო. როდესაც დამუშავებას მოვრჩით ბიჭებმა ბეტის ხელი გაუშვეს,მე კი ბინტით გადავუხვიე და გულში ჩავიკარი. თავი მკერდზე დამადო და თვალები დახუჭა
-ძალიან მიყვარხარ ბეს -ყურში ჩავჩურჩულე და თმაზე ნაზად მოვეფერე. ვიგრძენი როგორ ჩაღიმა.
-ახლა გამოიძინე და ხვალ ლონდონში დავბრუნდებით -ბეტიმ სუსტად დამიქნია თავი,შემდეგ კი თვალები დახუჭა.მალევე ჩაეძინა.პლედი მხრებზე მოვაფარე.სუსხი იყო და ახლა კიდევ გაციება ნამდვილად არ იქნება კარგი.
რამდენიმე ხანში კოცონს შემოუსხდა ყველა.ვერც კი მივხვდი ისე დაბნელდა.ჯერ ახლახანს არ გათენდა? ჯოჯო უნდა მეკითხა სად არისთქო,როდესაც ტყიდან გამოვიდა,ხელში კი რაღაც ფოთლები ეჭირა. როდესაც მოვიდა ჩემს გვერდით დაჯდა და ეს ფოთლები მომაწოდა
-ეს ფოთოლი თითო-თითო დაადე ნატკენზე.ცივია და სასიამოვნო,ამასთანავე სამკურნალოც არის და მალე მოურჩენს ჭრილობას,თან დაიცავს რომ ინფექცია არ შეეჭრას -ჯოჯოს დიდი მადლობა გადავუხადე.ფოთლები გამოვართვი,ბეტის ხელი გავუხსენი და დიდი ფოთოლი ჭრილობაზე დავაფინე.როგორც ჩანს როდესაც რაღაც ცივი იგრძნო არ ესიამოვნა და თვალები გაახილა.როდესაც დამინახა,რომ რაღაცას ვაკეთებდი არ უკითხია არაფერი,უბრალოდ მიყურებდა.
-სასიამოვნო გრძნობაა -ხმაჩახლეჩილმა მითხრა -გრილის შეგრძნებას ტოვებს
-ჯოჯომ მოიტანა ტყიდან -შუბლზე ვაკოცე.ბეტიმ ჯოჯოს მადლობა გადაუხადა,შემდეგ ჩემს კალთაში მოთავსდა,თავი ისევ მკერდზე დამადო
-მაპატიე,რომ ასე ცუდად დასრულდა ჩვენი არდადაგები -დამწუხრებულმა მოვუბოდიშე.მინდოდა,რომ ეს საუკეთესო არდადეგები ყოფილიყო ჩვენთვის, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა.
-ეს დაუვიწყარი არდადეგებია ჩემთვის ჰაზ -თვალებში შემომხედა და მითხრა -ყველაფერი რაც აქ მოხდა, ამ მოგზაურობის თვითოეული ნაწილი,კარგიც და ცუდიც დაუვიწყარი და სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება მომავალში,ამიტომ არ უნდა მებოდიშებოდე
-შენ პარიზს,შოპინგს და ხელის გულზე ტარებას იმსახურებ და არა ამას! -კატეგორიული ხმით ვუთხარი,რაზეც გაიცინა და თავი გააქნია
-პარიზი არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება -მხრები აიჩეჩა. დავინახე ჯოჯომ როგორ მიანიშნა იქ მჯდომ თავისიანებს,რომ ამდგარიყვნენ და დავეტოვებინეთ. ჯოჯოს გვერდულად გავუღიმე და მადლობა გადავუხადე.როდესაც ფეხზე ადგნენ და გავიდნენ ბეტიმ საუბარი განაგრძო -არც შოპინგი მიტაცებს დიდად. ჩემი ოცნება ის იყო,რაც აქ მოხდა ჰაზ.ყოველთვის მინდოდა,რომ რაიმე თავგადასავალი გადამხდომოდა თავს,ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ადგილას მოხვედრას და შენ ეს ამიხდინე.
-იცი მეც მქონდა ოცნება -მის მშვენიერ,ცისფერ თვალებს ჩავაშტერდი და წყნარად ვუთხარი
-რა ოცნება? აგიხდა? -დაინტერესებულმა მკითხა
-კი. ამიხდი
ეს მართალია.ყოველთვის,როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ გოგოზე,როგორიც ბეტია. საყვარელი,ჭკვიანი,უბრალო.. ახლა,როდესაც ბეტის ვუყურებ,დღითიდღე ვრწმუნდები რომ სხვა არ მინდა ჩემს გვერდით,ვერც კი წარმომიდგენია სხვა ვინმე,მისნაირი. მაგრამ მისნაირი სხვა არ იქნება,აი ეს არის ის,რისი ახსნაც მინდა.  

Dr.StylesWhere stories live. Discover now