▪️"სპეცოპერაცია" ▪️

339 37 10
                                    

სახლში ავედი. წამოვწექი. ვფიქრობდი, რომ ერთი შეხედვით ძალიან საყვარლები და კარგები იყვნენ ბიჭები. მაგრამ როდესაც ჰობიმ(მითხრა რომ შემეძლო ასე მიმემართა) მითხრა, მათი საიდუმლო ოთახების შემდეგ უცნაური გრძნობა დამეუფლა, მაგრამ როგორც ჯეიმ მითხრა მათ საქმეში არ ვერეოდი.
თე და ჰობი ძალიან თბილად მექცეოდნენ, ასევე ნამჯუნი. ქუქი და ჯიმინი იშვიათად მაქცევდნენ ყურადღებაას. აი შუგა  ყინულის ლოდივით იყო. ჯინი კი როგორც მათი დედა ისე იქცეოდა. და ეს ყველაფერი მარტო ერთ დღეში გამოამჟღავნეს.
ხვალისათვის არაფერი მქონდა გასაკეთებელი ამიტომ გადავწყვიტე სახლში ვყოფილიყავი.
მეორე დღეს დედას დავურეკე. ყველაფერი ვუამბე. მამაზეც მკითხა როგორ არისო. თან ეღიმებოდა.
კასი მენატრება, თან ძალიან. ეს დღე ძალიან მალე გავიდა. საღამოს უცხო ნომერმა დამირეკა. გამიკვირდა.
ქუქი იყო. მითხრა რომ ხვალ ის გამომივლიდა 11 საათზე. ჯიმინს საქმეები აქვს და ვერ ახერხებსო. მისი ნომერი ჩავიწერე და დასაძინებლად დავწექი.
  11 საათზე უკვე მზად ვიყავი.

მიუხედავად იმისა რომ გარეთ ქარი ქროდა, დღეს დიდი ხანი მომიწევდა მათთან ყოფნა, მათ სახლში კი ცხელოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მიუხედავად იმისა რომ გარეთ ქარი ქროდა, დღეს დიდი ხანი მომიწევდა მათთან ყოფნა, მათ სახლში კი ცხელოდა. თან მანქანით მივყავდი და მოვყავდი. ეს მაეჭვებდა, რადგან ნამჯუნს რომ ვუთხარი შემიძლია ჩემით ვიაროთქო, იუარა ჩვენ ვიზრუნებთ მაგაზეო.
ქუქიმ მომწერა, გარეთ გელოდებიო. მეც აღარ დავაყოვნე და ქვემოთ ჩავედი. მივესალმეთ ერთმანეთს და წავედით.
გზაში იმაზე ვფიქრობდი თუ საიდან ჰქონდათ ამდენი ფული და რისი მეშვეობით იყვნენ მდიდრები.
კირა_ ქუქ შეიძლება კითხვა დაგისვა?
ქუქი_ კი რათქმაუნდა. გისმენ.
კირა_ არვიცი ცოტა მეუხერხულება მაგრამ... ნურავიი....ისააა... ასეთი მდიდრები როგორ ხართ? სად მუშაობთ?
დაიძაბა. თან გზას თვალს არ აცილებდა.
ქუქი_ აჰ. ისააა... ეს ჩახლართული ამბავია.
შემომხედა მკაცრად, შემდეგ უცებ გამიღიმა. გაჩუმება ვარჩიე და უბრალოდ თავი დავუქნიე. მივედით.
სახლში რომ შევედი ისე ცხელოდა რამის წამით სუნთქვაც შემეკრა.
ქუქი_ ბიჭებო მოვედით. 2 ის ნახევარზე ხომ იცით, რომ საქმეზე მივდივართ?
შუგა_ კი ვიცით არაა საჭირო რომ შეგვახსენო, თან მისი თანდასწრებით.
ბოლო სიტყვები ხმადაბლა თქვა მაგრამ მაინც გავიგონე. არაფერი არ შევიმჩნიე. სამზარეულოში გავედი. იქ ჯინი, თე და ნამჯუნი დამხვდნენ. მივესალმე და ვუთხარი, რომ საჭმლის მომზადებას ვიწყებდი. ამჯერად სტეიკი მოვუმზადე და სალათი.
თე_ კირა იცი რომ შესანიშნავი მზარეული ხარ?
თან ჯინს გახედა. ჩამეცინა.
კირა_ მადლობა თეე. დედამ მასწავლა.
თვალი ჩავუკარი ჯინს,რომელიც სასაცილო სახით მიყურებდა.
ამდროს სამზარეულოში შუგა შემოვიდა.
შუგა_ მმმ.... სტეიკი?
კირა_ ბინგოო!
შუგა_ ჰაჰ ჩემი ფავორიტი.
ხელები მოისრისა და ბიჭებთან ერთად დაჯდა. ამასობაში ქუქიც მოვიდა. მე კი სტეიკი ყველას გავუნაწილე.
კირა_ მოიცადეთ. ჰობი და ჯიმინი სად არიან?
ყველა ერთიანად დაიძაბა. ჯანდაბა, რახდება?
შუგა_ საქმეზე გავიდნენ და წესით უკვე უნდა მოვიდნენ.
კარზე ზარია. ყველა იცინის, მათ შორის შუგაც. კარისკენ გავემართე, გავაღე ჰობიმ ღიმილი აიკრა და ჩამიხუტა.
ჰობი_ გამარჯობა, ვაიმეე რა გემრიელი სურნელი ტრიალეებს. მმმ....
ჯიმინი_ იქნებ შემომიშვათ და ერთმანეთის მოალერსება შეწყვიტოთ?!
კირა_ აჰ ჰო მობრძანდით.
გამიცინა.
სამზარეულოში რომ შევიდნენ ისეთი ჟრიამული ატყდა, ყველა ერთად ლაპარაკობდა.
ნამჯუნი_ მოკეტეეეთ! (დაიყვირა) ყველანი გაჩუმდით და რომ  დაამთავრებთ "დიდ" ოთახში შემოდით. კირა მადლობა.
მაგიდიდან ადგა და მეორე სართულზე ავიდა. როდესაც ჭამას მორჩნენ, ყველა მეორე სართულზე ავიდა. მე ჭურჭელი დავრეცხე. მისაღები და შემოსასვლე გავასუფთავე.  მისაღებში შევდიოდი, როდესაც ბიჭები კიბეებზე ჩამოდიოდნენ. ყველას შავებში ეცვა.
ნამჯუნი_ კირა ჩვენ საქმეზე გავდივართ. და 2 საათში დავბრუნდებით. რაც გინდა ის აკეთე. ჭამე,ტელევიზორს უყურე. ოღონდ, დიდი ოთახში არ შეხვიდე და არც ჩვენს ოთახებში კარგი?
კირა_ დიახ, გასაგებია.
ნამჯუნი_ ძალიან კარგი. ბიჭებო! გავედით. ამდენი დრო არ გვაქვს.
შავი პირბადეები გაიკეთეს და გარეთ გავიდნენ. ფანჯრიდან დავინახე დიდი ფურგონიან მანქანაში როგორ ჩასხდნენ. ჯინი საჭესთან იჯდა. გვერდით ჰობი ეჯდა. უკან კი დანარჩენები. მანქანა თვალის დახამხამებაში ადგილს მოსწყდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი მაეჭვებდა. რაღაცას მალავდნენ. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაგრამ  გამაფრთხილეს. ავდექი და ტელევიზორი ჩავრთე, დორამა გადიოდა, ამიტომ ყურება დავიწყე თან მარტო ვიყავი. არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.

🄼🄾🄾🄽🄻🄸🄶🄷🅃 Where stories live. Discover now