13

54 22 10
                                    

FLASHBACK:

-თუ მიხვდები რომ ეს შენი გზის დასასრულია და სიცოცხლე არ გინდა, ეს გულში ჩაირტყი და მაშინვე ყველაფერი დასრულდება

ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, უბრალოდ ვუყურებდი მამაჩემის წყლიან თვალებს და ხელში გამოთლილ ხის ნაწილს მიდებდა

-ბოდიში ჯონინ, არ მინდოდა არ ცხოვრებით გეცხოვრა მითუმეტეს ჩემს გარეშე

ცრემლი მოიწმინდა და შუბლზე მაკოცა.

ENDOFFLASHBACK:

18 წლის ვიყავი როცა ვამპირად მომაქციეს ჩემი სურვილის მიუხედავად. მე ეს არ მინდოდა მაგრამ რას ვიზავთ. უკვე მოხდა. მამაჩემთან ბოლო მომენტის გახსენებაზე უამრავი ცრემლი დამცდა თვალიდან. ამ სარს წლებია ვინახავ და მგონი გამოყენების დროა.



ქვემოთ ჩავედი რომ მენახა რას აკეთებდა სეჰუნი. მობილურზე საუბრობდა, როგორც კი გათიშა აპირებდა ჩემთან ამოსვლას მაგრამ მე უკვე დაბლა ვიყავი და შეჩერდა. თვალებში მიყურებდა ისე როგორც ცოდვილს და ხმას არ იღებდა სანამ უეცრად დაშის დაკვრა არ დაიწყო

-ყოჩაღ, კმაყოფილი ხარ?

-რას გულისხმობ

-რა საჭირო იყო მასთან ასეთი უხეშობა. პირველი ხარ ვინც აატირა და რისთვის?! იმისგამო რომ გაიგეს სექსი გვქონდა? რა იყო გიტყდება მე რომ გჟიმავ?

მის სიტყვებზე გავშრი, არ ვიცოდი რა მეთქვა. პირველად ვხედავდი ასე გაბრაზებულ სეჰუნს რომელიც მიწვევდა და ცდილობდა ჩემთვის გული ეტკინა.

-კი.. მიტყდება, მიტყდება რომ მჟიმავ და ახლა ეს ყველამ იცის. იცი მაინც ეს რამხელა სირცხვილია?! დაგცინიან და შეურაწყოფას გაყენებენ, ისე მიყურებენ თითქოს კაცი მოვკალი და ეს იარებიც ამის გამო მაქვს სახეზე! თუმცა.. შენ რა გენაღვლება, ტრაკში არ უხმარიხარ არავის გოგოს თვალწინ და ახლა 600 სტუდენტმა არ იცის! რა გესმის, საერთოდ მიცნობ? იცი რა გამოვიარე? დღეს 193 წლის გავხდი, გესმის? 193! მთელი ეს დრო მარტო ვიყავი. შენ მხოლოდ 4 თვეა რაც გიცნობ და ესეც დიდი შეცდომა იყო, ამ ხნის მანძილზე მეგობრები იმიტომ არ მყავდა რომ არ მინდოდა მათი დაკარგვა, მათი სიკვდილის ყურება. შენ კი.. მშობლები გყავს.. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. გყავს მოსიყვარულე დედა და გვერდში მდგომი მამა, გყავს მეგობრები. უნივერსიტეტში ყველას უყვარხარ. არ ვიცი მეტი რა გჭირდება ბედნიერებისთვის და არც ის ვიცი ჩემგან რა გინდა.

ვუყურებდი მის შუბლ შეკრულ სახეს, მე კი ამდენი სიმართლე აღარ შემეძლო. თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წავქცეულიყავი, ვეღარც ცრემლებს ვაკავებდი და თავს დაბლა ვხრიდი მათ დასამალად და გამომდიოდა კიდეც. გული მტკიოდა.. მინდოდა ეს ყველაფერი მისთქვის მეთქვა, მაგრამ არ შემეძლო. ეს ყველაფერი ისევ ჩემს თავში იყო. ამ ყველაფრის თქმა ვერ გავბედე.. რატომ უნდა მეტკინა მისთვისაც გული, უბრალოდ ყველაფერი ასე დავტოვე

-ყველაფერი გასაგებია ~ამოიოხრა~ სიჩუმე თანხმობის ნიშანია ალბათ

თქვა და სახლი დატოვა, დამტოვა მარტო... მხოლოდ მისი წასვლის მერე შევძელი ხმამაღლა ტირილი, რაც მომდგარი მქონდა ამოვუშვი

მგონი უკვე საკმარისად ვიცხოვრე. უკვდავი არავინაა, ოდესღაც ყველანი დავიხოცებით.

ჩემს ოთახში დავბრუნდი და უჯრიდან სარი ამოვიღე და გულს ვუმიზნებდი ჩასარტყამად.


ვიცი პატარაა მაგრამ ინტრიგა თუ არ დავტოვე ისე როგორ. ახალი თავი მალე იქნება

save me from youDonde viven las historias. Descúbrelo ahora