6 თავი

438 36 12
                                    

სკოლა უკვე 2 კვირაა რაც დაიწყო და ისეთი არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. სკოლის რაგბის მოთამაშეები თამაშისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 2 კვირაში უნდა შემდგარიყო. ლიტერატურის მასწავლებელი კი გაცხარებულ სამზადისში იყო ჩარგული სპექტაკლისთვის. „ფორმები გვჭირდება, ქასთინგიც უნდა ჩავატაროთ, გაფორმებები, მუსიკა. აჰ ყველაფერია მოსაგვარებელი.“ ზეინს და ნაილს იშვიათად ვხედავ სკოლაში. უფრო თავს ვარიდებ, თავის არიდება ყოველთვის დამხმარეა ბიჭის დასავიწყებლად. რაც უფრო იშვიათად ხედავ, მით უფრო ადვილად ივიწყებ და იშორებ მას შენი ფიქრებიდან. არ მინდა რომ გული მეტკინოს ისევ, როგორც ნიუ-იორკში. შეიყვარებ ვინმე ბიჭს, რომელიც გეი საბოლოოდ არ აღმოჩნდება ან აღმოჩნდება, მაგრამ ბოლო დონის ნაძირალა იქნება. არ მინდოდა ზეინი ძალიან შემყვარებოდა, ეს ჩვენს მეგობრულ ურთოერთობას დაანგრევდა. არადა რამდენჯერ მქონია მასთან, ფიქრებში სექსი...
ბიბლიოთეკაში მარტო ვზივარ მაგიდასთან, გარშემო შექსპირის პიესები მიდევს და ამჟამად რომეო და ჯულიეტას ვკითხულობ, თან რვეულში განმარტებებს ვიწერ. სპექტაკლისთვის გამომადგება, რადგან მე ხომ არც მეტი და არც ნაკლები ჯულიას მამის როლი შემხვდა, ზეინს კი რომეო. ისე კი ძალიან მოუხდება ეს როლი მას. სიმპათიურია და ძალიან საყვარელი. თითქოს ჯულიას და რომეოს ურთიერთობა ჩვენსას გავდა. სიყვარული რომელსაც ვერ მივიღებთ ვერასდროს.
წიგნიდან თავი ავწიე და ვხედავ ჩემსკენ ნაილი როგორ მოიწევს თან მიღიმის, სკამს სწევს და ჩემს პირდაპირ ზის.
-ჰეი როგორ ხარ?
-კარგად.
-შექსპირს კითხულობ?
-ხომ, სპექტაკლისთვის გამომადგებოდა ვიფიქრე.
-კარგია, მაგრამ ბევრს ნუ იწვალებ. ჩვენს თანამედროვე დროში ვდგამთ, და სცენარი ბევრად განსხვავდება. არ წაიკითხე?
-არ მოგიციათ.
-ზეინს მივეცი და მითხრა მოგცემდა.
-ზეინი კარგა ხანია არ მინახავს.
-სკოლაში რამდენიმე დღე არ ივლის.
-რატომ? რამე მოუვიდა?
-ოჯახური პრობლემები. ახლა თავის შეყვარებულთანაა. მაგრა არ მევასება ლიდია, რაღაცნაირი ტიპაჟია.
-ჰომ.
-კარგი მე წავალ, სცენარს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნი. კარგი?
-კარგი. -ნაილი როცა ბიბლიოთეკიდან გავიდა,  წიგნები დავხურე, თაროებზე შევაწყვე და სწრაფი ნაბიჯებით გავედი ბიბლიოთეკიდან. ჩამთიდამ სწარაფად ამოვიღე მანქანის გასაღები და შიგ ჩავჯექი. უეცრად ავტირდი, თვალები ამიწყლიანდა და ტირილი დავიწყე. შიგნიდან მალევე განვნადგურდი, ეს განადგურება ძალიან მოულოდნელი იყო. თითქოს ჰიროსიმას, ქმედება გაიმეორეს ჩემზე და შიგნიდან ავფეთქდი. ჯანდაბა ლიამ, არ უნდა შეგყვარებოდა. არა! და ახლა ასე არ იქნებოდი. შეყვარებული ყავს, რატომ ღმერთო რატომ. თვალები მოვიწმინდე და მანქანა დავქოქე. სასწრაფოდ სადმე წასვლა მჭირდებოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 22, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

And Do You Love Me?Where stories live. Discover now