2 თავი

350 29 14
                                    

თეჰიონი იატაკზე ემბრიონის ფორმაში იწვა, მუხლები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და ხელები  შემოხვეული, ნიკაპი მუხლებზე ედო თვალები დახუჭული ჰქონდა და ქვითინებდა, სასოწარკვეთილი იყო. უკვე ერთი საათი გავიდა რაც ჯანგკუკი ეჩხუბა, ყველაფერი პირში მიახალა და დატოვა მწარე სიმართლესთან და საკუთარ თავთან მარტო. უკვე ერთი საათია რაც ამ პოზაში წევს და ტირის, რადგან არ იცის სხვა რა ქნას. ჯანგკუკმა ყველაფერი უთხრა და საკუთარი თავი იმ რეალობაში დაანახა, რომელსაც თეჰიონი მთელი ძალით გაურბოდა. მაგრამ ჯანგკუკს ბოლომდე არ ესმოდა თეჰიონის, მან ხომ არ იცოდა რატომ გახდა თეჰიონი ასეთი ეგოისტი? ის ხედავდა მხოლოდ შედეგებს  რის გამოც აკრიტიკებდა მას და არ სურდა მიზეზების გაგება. მაგრამ, რომც გაეგო მიზეზები, ჯანგკუკი, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო მაინც ვერ გაუგებდა თეჰიონს, რომელიც ყოველთვის იჩრდილებოდა. ის ვერასდროს გაიგებდა თუ, როგორია, როცა ვერ გამჩნევენ და გაიგნორებენ ისე თითქოს არც არსებობ, ისე თითქოს არასაურველი და ზედმეტი ნივთი ხარ, რომელიც ყველას კიდია. ის ყოველთვის იჩრდილებოდა ჯერ ჯიმინის შემდეგ კი ჯანგკუკის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ის ლამაზი იყო ყველას ყოველთვის ჯიმინი უფრო მოწონდა, რადგან ჯიმინი უფრო ნიჭიერი იყო. არადა ეს ასე არაა თეჰიონიც ჯიმინზე არანაკლებ ნიჭიერია უბრალოდ მას არ ქონია შანსი თავისი ნიჭის გამომჟღავნების, რადგან მას თითქმის ვერასდროს ამჩნევდნენ. შემდეგ კი გამოჩნდა ჯანგკუკი, ოქროს მაკნე, რათქმა უნდა თეჰიონი მის გვერდითაც უჩინარი იყო. თეჰიონს ცუდი გაზრახვა არც ქონია. რას ითხოვდა ისეთს? მას უბრალოდ ცოტაოდენი ყურადღება და პატივისცემა  სჭირდებოდა, უბრალოდ უნდოდა ისიც შეემჩნიათ, მისთვისაც ეთქვათ კომპლიმენტები, მისთვისაც მოესმინათ და არა დაეიგნორებინათ თითქოს არც არსებობს. თეჰიონი ბევრს ცდილიბდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. თავიდან როცა ბიგჰიტში მივიდა ეგონა ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ აქაც დამალული წევრი იყო და როცა ყველა დანარჩენი პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა ის იჯადა და შორიდან აკვირდედებოდა ისე თითქოს იქ არც იყო და რათქმაუნდა ყურადღებასაც არავინ აქცევდა. ბოლოს კი, ისიც ადამიანია და დაიღალა ამდენი შეუმჩნევლობით, ამიტომ უნდოდა, რომ ჯანგკუკთან ყოფილიყო, რომ უფრო პოპულარული გამხდარიყო და ისიც შეემჩნიათ, მასაც ისე თბილად მოქცეოდნენ და ყურადღებით, როგორც ჯანგკუკს ექცეოდნენ, მართალია ჯიმინი ყურადღებას ყოველთვის აქცევდა, მაგრამ ბითიესში მოხვედრის შემდეგ ვეღარ ახერხებდა მის გვერდით ყოფნას და ყურადღების მიქცევას. ეს ჯიმინის ბრალი არ იყო უბრალოდ მათ უკვე აღარ რჩებოდათ დრო, თან იღლებოდნენ ისიც კი უკვირდა როგორ ახერხებდა ჯიმინი ყველას ოდნავ მაინც  დახმარებოდა. სინამდვილეში თეჰიონი ძალიან კეთილი გულუბრყვულო და მზრუნველი იყო ამიტომ თავიდან ვერ ხვდებოდა რომ პოპულარობა ეგოისტს გახდიდა. მაგრამ როცა პოპულარული გახდა ვეღარ ამჩნევდა რომ ეგოისტი და ამპარტავანი ხდებოდა. ხოლო როცა ყველაფერი გაიაზრა მერე უკვე გვიანი იყო და თან სიმართლე, რომ თქვას გაუჭირდა   პოპულარობის დათმობა როცა ყველა მასზე გიჟდრბოდა. მაგრამ ახლა თეჰიონს  რომ კითხოთ  წარსულში რამის შეცვლა რომ შეგეძლოს რას შეცვლიდიო, გიპასუხებდათ, რომ არასდროს გახდებოდა  პოპულარული, რადგან პოპულარობას მისთვის არაფერი შეუცვლია, ის მაინც მარტოა ერთი განსხვავებით ახლა ფანები ყავს მაგრამ სულიერად მაინც განიცდის იმ დანაკლისს რაც ყოველთვის ჰქონდა. თითქოს სულში დიდი სიცარიელე აქვს რასაც ვერაფრით ივსებს. ეგონა პოპულარობა შეუვსებდა სიცარიელეს სულში, მაგრამ ეს ის არ იყო რაც მას სჭირდებოდა.  მას უბრალოდ სიყვარული ჭირდებოდა მეტი არაფერი ეგონა პოპულარობა დიდ სიყვარულს მოუტანდა და ასეც იყო მოუტანა დიდი სიყვარული, მაგრამ ეს ის სიყვარული არ ყოფილა რაც მას სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა ადამიანი ვინც მთელ მის დროს და ყურადღებას მასდაუთმობდა, მასზე იზრუნებდა და მიიღებდა ისეთს როგორიცაა ყველანაირი კრიტიკის გარეშე, რომელიც თბილ სიტყვებს არ დაიშურებდა მის მიმართ და ყოველთვის ეცდებოდა მის გამხიარულებას, რომელიც  არასდროს დატოვებდა მარტო, რომელთანაც ყველაფერზე ილაპარაკებდა, რომელთანაც თვალთმაქცობა არ მოუწევდა და თავის საყვარლად წარმოჩენა იმისთვის რომ ყვარებოდა. მაგრამ მას არ ყავდა ასეთი ადამიანი, ის ვინც ამოავსებდა  დიდ სიცარიელეს მის სულში რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო იზრდებოდა. ამიტომ თეჰიონი თავს ყველაზე უიღბლო ადამიანად თვლიდა. შემდეგ კი უცბად მთელი სიმძაფრით გაიაზრა თავისი ეგოიზმი და ის თუ რა სისულელეებს ფიქრობდა ამიტომ საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ასეთი უმადური და ბრმაა. რათქმაუნდა მას ყავს ასეთი არა ადამიანი არამედ ადამიანები, რომლებიც სულ მასზე ზრუნავდნენ. უბრალოდ ის არ აფასებს ბიჭებს რომლებებიც სულ მასზე ზრუნავენ და გვერდში უდგანან დაწყებული ჯიმინიდან დამთავრებული ჯანგკუკით. და ამ ყველაფრის მერე ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა რომ სიკვდილი მოუნდა რადგან ჩათვალა რომ ამ ყვრლაფრის შემდეგ ყველაზე საშინელი და სულმდაბალი ადამიანი იყო, ჩათვალა რომ სიცოცხლეს და მითუმეტეს მის მეგობრებს არ იმსახურებდა რადგან მან ყველას ტკივილი მიაყენა თავისი გაუაზრებელი და ეგოისტური საქციელით. რათქმა უნდა ეს ასე არ არის ის რომ არა ბითიესი ასეთი განსაკუთრებული და წარმატრბული არ იქნებოდა თითოეული მათგანი საკუთარი შეცდომებით და უნიკალურობით ქმნიდა ბითიესს ისეთს როგორიც ახლაა და რომ არა რომელიმე მათგანი უბრალოდ ბითიესი ასეთი სრულყოგილი ვერ იქნებოდა. ამ წამს თეჰიონს ყველაზე მეტად სძულს საკუთარი თავი და ფიქრობს, რომ საკუთარი ეგოიზმის, ქედმაღლობის, უმადურობის  და  დაუნახაობის გამო ყველზე საშინელი და ამაზრზენი პიროვნებაა. ფიქრობს რომ ამის გამო თავისი არსებობით დედამიწას ანაგვიანებს და ამძიმებს. ფიქრობს, რომ მისნაირი საშინელი ადამიანი საერთოდ არ უნდა არსებობდეს და სიკვდილის ღირსია რათა თავისი შეცდომებისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ იწვოდეს  სრულიად მარტო. მაგრამ თეჰიონს არ ესმის რომ ადამიანები უფრო ბოროტები არიან და უფრო საშინელ და გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ. თეჰიონს კი მისი ერთი პატარა და გამოსწორებადი შეცდომა ყველაზე საშინელი ეჩვენება და ფიქრობს რომ ამის გამო მის მეგობრებს დაკარგავს და შემდეგ მასთან აღარასდროს არავინ არ იმეგობრებს. მას უბრალოდ ეშინია მარტოობის და უსიყვარულობის. თეჰიონი სინამდვილეში ძალიან სუსტი და პატარაა, რომელსაც სჭირდება ძლიერი საყრდენი ვისაც დაეყრდნობა, ვინც დაიცავას, დაეხმარება და გააძლიერებს. თეჰიონს ნამდვილად ჭირდება ვინმე ვისაც გულწრფელად ეყვარება.
  თეჰიონი ისევ ისე იწვა და ამ ყველაფერს ფიქრობდა უკვე ორი საათი გავიდა რაც არ განძრეულა და შეუჩერებლად ტირის თვალები დახუჭული აქვ და ცრემლები თავისით მოდის. ამ დროს ოთახში ჰობი შემოვიდა, რომელიც გაიყინა როდესაც თეჰიონი ასეთ მდგომარეობაში დაინახა. გონს მალევე მოეგო და მისკენ გაიქცა, შემდეგ თეჰიონს მხრებში ძლიერად ჩააფრინდა და ნჯღრევა დაუწყო თან მის სახელს იმეორებდა. თეჰიონი კი თითქოს ჯიუტად არ ახელდა თვალებს, ამიტომ ჰობი უფრო ანერვიულდა და ტირილი აუვარდა, ყველაფერ ცუდზე ფიქრობდა და არ იცოდა რა ექნა, იმდენი ცრემლი მოდიოდა თვალები დაებინდა, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირა და ქვითინებდა მერე თეჰიონი გულში ჩაიკრა, მაგრამ მალევე მოიშორა და ისევ ნჯღრევა დაუწყო. მალე მან თვალები გაახილა და როდესაც ჰობი დაინახა თუ როგორ ტიროდა თავი უფრო დამნაშავედ იგრძნო  და ტირილს უფრო უმატა ჰობიმ ის გულში ჩაიკრა თმაზე ფერება დაუწყო და მასთან ერთად ტიროდა. ჰობიმ მალევე მოიწმინდა ცრემლები, თეჰიონის სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითებით მასაც მოწმინდა ცრემლები.
-თე ისე ვინერვიულე კინაღამ გული გამისკდა- უთხრა ჰობიმ თეს და  ცრემლები ისევ წამოუვიდა მის შემხედვარეს- მითხარი ასე ვინ მოგექცა თე? ვინ ჩაგაგდო ასეთ მდგომარეობაში? გპირდები პასუხს ვაგებინებ არავის შევარჩენ შენ არცერთ ცრემლს - თეჰიონი დუმდა ჰობი კი მის პასუხს ელოდა- გთხოვ თე მითხარი ვინ ჩაგაგდო ესეთ მდგომარეობაში?- თეჰიონმა მთელი დარჩენილო ძალა მოიკრიბა, ჰობის მიეხუტა, თვალები ისევ ცრემლებით აევსო და ამოიკნავლა- ჰობი მე... ეს... ჩე... ჩემი ბრალია -თეჰიონი ცრემლებს მუჭებით იწმენდდა - ჩემ გამო ვარ ახლა ასე... რადგან მე ეგოისტი ვარ... რომელიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და სხვაზე არავისზე... სუსტი და სულმდაბალი ვარ რომელიმაც მეგობრობაც კი არ იცის... მე უმადური და ბრმა ადამიანი ვარ რომელიც ვერ აფასებს იმას რაც აქვს და ყოველთვის სხვისი რაღაც უნდა... მე ყველას იმედებს ვუცრუებ... მე საშინელი პიროვნება ვარ რომელთან ურთიერთობა არ შეიძლება... მე არაფრის ღირსი ვარ არაფრის... უნდა მოვკვდე რომ სამუდამოდ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვა... და სამუდამოდ დავისაჯო ჩემი შეცდომებისთვის- თეჰიონი სასოწარკვეთილი ჰობის მაიკას ებღაუჭებოდა და ტიროდა, ეს ცრემლები კი უფრო ახრჩობდა მას. ჰობი კი უბრალოდ განადგურდა, მისი თე, მისი უნიქირნი თე, მისი მხიარული უცხოპლანეტელი თე, ის ამბობდა რომ საშინელი იყო და სიკვდილი უნდოდა. ჰობი უბრალოდ განადგურდა რადგან ყველაფერს გადაიტანდა ოღონდ მისი თე არ ენახა ამ მდგომარეობაში. თე მისი ერთადერთი სუსტი ადგილია, რადგან ჰობის უყვარს, კი არ უყვარს გიჟდება, მაგრამ გიჟდებაც კი ცოტაა ჰობი უბრალოდ  აღმერთებს თეს. მისი ამ დგომარეობაში დანახვა კი ურთულესი იყო ჰობისთვის უბრალოდ შინაგანად მოკვდა, განდგურდა და ლპობა დაიწყო ისე თითქოს სხეულზდ ათასობით მატლი შემოხვეოდა. საკუთარ თავს ადანაშაულებდა რომ მისი ერთადერთი სიყვარული ვერ დაიცვა და ახლა ასეთ მდგომარეუბაში უწევდა მისი ყურება.
-თე ვინ გითხრა ეს სისულელე?
-...-თე ხმას არ იღებდა და ისევ ტიროდა. ჰობიმ მას დამშვიდების საშუალება მისცა და შემდეგ ისევ კითხა
-თე ვინ გითხრა ეს სისულელე?
-არავინ ჩემით მივხვდი და სისულელე არაა მე მართლა საშინელი ადამიანი ვარ...
-არა აშკარად ვიღაცამ რაღაც გითხარა და შენით არ მიმხვდარხარ რადგან ეგ აბსურდია და ახლა მითხარი  ვინ გითხრა ეს საშინელი ტყუილი და სისულელე?- უფრო მკაცრად ჰკითხა ჰობიმ
-მართლა არავინ ჩემით მივხვდი, ნუ ცოტა კი ჯანგკუკი დამეხმარა რაღაცების გააზრებაში მაგრამ მადლობელი ვარ ის რომ არა კიდევ უფრო დიდ ხანს ვერ გავიაზრებდი თუ როგორი საშინელი ეგოისტი პიროვნება ვარ- ამ სიტყვებზე ჰობი გაბრაზდა.
-ჯანგკუკი? ის პატარა ლაწირაკი ნახე რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. არა მოვკლავ აუცილებლად მოვკლავ საერთოდ ვინ გონია საკუთარი თავი? არ შევარჩენ შენ არცერთ ცრემლს თე-ჰობი ადგომას და წასვლას აპირებდა მაგრამ როცა თემ გაიაზრა თუ რა მოხდებოდა ახლა ჰობის  ოთახი, რომ დატოვებინა  გადაწყვიტა არ გაეშვა და მას მთელი ძალით ჩაეხუტა.
-ჰობი არა  გთხოვ ჯანგკუკს ტყუილი და არასწორი არაფერი უთქვამს მართლა მადლობელი ვარ რომ რეალობა დამანახა გთხოვ ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ არაფერი უთხრა მან სიმართლე მითხრა ყველაფერი ჩემი ბრალია- თეჰიონს ჰობის სახე ხელებში ეჭირა  თვალებში უყურებდა და ამ ყველაფერს ისე ეუბნებოდა. როდესაც ჰობიმ თეს თვალებს შეხედა იქ სასოწარკვეთილება და სიცარიელე დაინახა თან ეს სიტყვები მოისმინა რამაც კიდევ უფრო განადგურდა და ვეღარ გაუძლო თვალებიდან ისევ ცრემლები წასკდა და ტირილი დაიწყო ბავშვივით, თეს ხელებს კოცნიდა და თან ეუბნებოდა.
-არა თე... ეგ სიმართლე არაა... შენ მართლა ყველაზე საუკეთესო ადამიანიხარ ვისაც ვიცნობ... შენ ჩემი თე ხარ... რომელიც თავის ტკივილს ყოველთვის გულში მარხავს და სხვებს არასდროს ანახებს... ყოველთვის იღიმის და ყველას ამხიარულებს რაც არ უნდა რთული იყოს მისთვის... შენ ყველაზე ძლიერი ხარ და გთხოვ ნუ ფიქრობ ეგრე... საუკეთესო ხარ თე ყველაზე თბილი კეთილი საყვარელი და მზრუნველი. შენ გგონია ვერ ვხედავ როგორ გიჭირს და ცდილობ არ შეიმჩნიო შენი ტკივილი? გგონია ვერ ვამჩნევ რომ თავი შეუმჩნეველი გგონია? გგონია ვერ ვამჩნევ როგორ აქცევ ყველას აზრს ყურადღებას და როგორ ადვილად გწყვინს ყველაფერი? გგონია ვერ ვამჩნევ როგორი სუსტი ხარ?  და მიუხედავად შენი ტკივილისა და სისუსტისა შენ მაინც ცდილობ სხვებს დაეხმარო და გააბედნიერო. ბუნებრივია, როცა სხვებს უყურებ ერთად, როგორი ბედნიერები არიან და როგორ ავსებენ ერთმანეთს შენც გინდა, რომ ვინმესთან ეგრე იყო. თე ფაქტი რომ შენც გინდა ვინმეს უყვარდე ეგოისტობა არაა. ყველა ადამიანი იმსახურებს რომ ვინმეს უანგაროდ და გულწრფელად უყვარდეს და განსაკუთრებით შენ თე. მე ყოველთვის ყველაფერს ვხედავდი და ვცდილობდი შენთან მოსვლას და დახმარებას მაგრამ შენ არ მიშვებდი და არ მაძლევდი ამის საშუალებას. კი თე შენ სულელი ხარ მაგრამ არა საშინელი. თე შენ უბრალოდ სუსტი და შტერი ხარ. შენ არასდროს ყოფილხარ შეუმჩნეველი მე თავიდანვე ვხედავდი როგორ იჩრდილებოდი ჯიმინის და ჯანგკუკის გვერდით და გინდოდა  ცოტა ყურადღება. სულ ცოტაც კი გაბედნიერებდა და მერე შენ აბედნიერებდი ყველას. თე მე ყველაფერი ვიცი შენზე რადგან როცა შენ ვერ მამჩნევდი მე სულ შენთან ვიყავი, შენ გვერდით გაკვიდებოდი და თე მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ უშეცდომო არავინაა თე და თუ შეცდომებზე ვისაუბრებთ შენ ყველაზე ნაკლები და უმნიშვნელო შეცდომები დაუშვი თე ყველას გვეშლება მაგრამ ამის გამო ეგრე არ უნდა იყო გთხოვ თე უბრალოდ მიჭირს შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება არაფერი მანადგურებს ისე როგორც შენი ერთი ცრემლი და ახლა ასეთ სიტუაციაში ვკვდები თე შენ ხარ ჩემი ენერგიის წყარო ჩემი სინათლე ჩემი ანგელოზი ჩემი იმედი და უშენოდ უბრალოდ ვკვდები თე ვნადგურდები და ვლპები არ შემიძლია ასეთს გიყურო. შენ ეს არ დაგიმსახურებია თე მითუმეტეს ჯანგკუკისგან. მე შენთან ვარ თე ჩვენ ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ ყველას დაველაპარაკებით და ბოდიშსაც მოვუხდით მე სულ შენ გვერდით ვიქნები და ყველაფერში დაგეხმარები ოღონდ დამპირდი რომ ეგრე აღარ იფიქრებ გთხოვ დამპირდი რომ ასეთს აღარასდროს გნახავ თორემ მე ვეღარ გავუძლებ. ყველაფერს გავუძლებ თე საერთოდ ყველაფერს ოღონდ შენ ბედნიერი იყო ყველაფერს გავაკეთებ და გავუძლებ მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ ასეთს უბრალოდ მე მოვკვდები თე მოვკვდები . ვიცი რომ არ გიყვარვარ და არაფერს გაძალებ უბრალოდ შენ თუ უბედური იქნები მე მკვდარი ვიქნები. თე გპიდები რომ ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის, მაგრამ დამპირდი თუ ოდნავ მაინც  გიყვარვარ დამპირდი რომ ყველაფერს გამოასწორებ არსდროს დანებდები ყოელთვის იბრძლოებ და ასე აღარასდროს იფიქრებ გთხოვ-ამოიტირა განდგურებულმა მაგრამ იმედით სავსე ჰობიმ.
-გპირდები- თქვა თეჰიონმა რომელიც გაოცებული იყო და თავს დამნაშავედ თვლიდა . როგორი ბრმაა ახლა კიდევ უფრო აეხილა თვალი. როგორ ვერ ამჩნევდა თუ როგორ უყვარდა ჰობის ის. რით დაიმსახურა ასეთი სიყვარული? ის ხომ თითქმის არასდროს აქცევდა ჰობის ყურადღებას. განა შესაძლებელია ვინმე ასე თავგამეტებით და უანგაროდ გიყვარდეს? თეჰიონს აქმდე ეგონა რომ ასეთი სიყვარული  ოცდამეერთე საუკუნეში არავის შეეძლო მაგრამ მას ჰობის სახით ცოცხალი ფაქტი ედგა თვალწინ. გგონიათ თეჰიონი ამას ჰობის სიტყვების გამო ფიქრობს? არა ცდებით. ის უყურებს ჰობის თვალებს, რომელიც მისი სულის სარკეა, სადაც ხედავ უსაზღვრო სიყვარულს და ახსენდება ყველა მომენტი რაც მას და ჰობის ერთად აქვთ გატარებული. და ახლა ხვდება რომ ჰობი ყოველთვის ზრუნავდა მასზე, ყოველთვის ამხიარულებდა მას და არასდროს ტოვებდა მარტო,  ყოველთვის ეფერებოდა და  არასდროს იშურებდა თბილ სიტყვებს მის მიმართ რაც არ უნდა ექნა, ის ყოველთვის ამხნევებდა და იმედით ავსებდა მას, ის არასდროს აკრიტიკებდა და ყოვრლთვის იცავდა მას, ის ყოველთვის ტიროდა მასთან ერთად რცა  არ უნდა სისულელეზე ეტირა, ჰობი ყოლთვის ტიროდა თუ თეც ტიროდა, ჰობი თეს არასდროს თვილდა უცნაურად უცხოპლანეტელების და უნიქორნების რომ სჯეროდა, ის ყოველთვის ეუბნებოდა რომ მაგის გამო ის განსაკუთრებულია. ის ყოველთვის მოსიყვარულე თვალებით უყურებდა და რაც არ უნდა უინტერესო თემაზე ესაუბრა ჰობი ყოველთვის უსმენდა მას.  და რაც მთავარია  მას ის უყვარს სწორედ ისეთი როგორიცაა და არა ისეთი როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყოს. თეჰიონი საკუთარ თავზე უფრო გაბრაზდა, რადგან გაიაზრა თუ როგორი ბრმა, სულელი და სუსტია. გაიაზრა თუ რა სულელი იყო როცა საკუთარ თავს აჯერებდა, რომ სწორედ ეს ადამიანი ასუსტებდა და ამცირებდა, როცა ყველაზე მეტად ზრუნავდა მასზე, როცა ყველაფერს პრდაპირ და გულახდილად ეუბნებოდა, ის არასდროს არ აკრიტიკებდა ყოველთვის იცავდა სხვებთან, ჰობი ყოველთვის ზრუნავდა ელაპარაკებოდა უგებდა და გიჟდებოდა მასზე. და სწორედ ამ წამს თემ იგრძნო თუ, როგორ გაუთბა სული და როგორ, აივსო მისი დანაკლისი სიცარიელე სულში. ამ ყველაფერმა მას სტიმული მისცა გააბედნიერა და გააძლიერა სულ რაღაც ერთ წუთში. თეჰიონი ამ წამს უბრალოდ ანათებდა ბედნიერებისგან
-გპირდები ჰობი მე არ დავნებდები და ყველაფერს გამოვასწორებ ვეცდები ყველას პატიება დავიმსახურო განსაკუთრებით შენი და ჯიმინის. მიყვარხარ ჰობი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენ რომ არა მე მართლა არ ვიცი რას ვიზამდი. შენ ხარ ჩემი იმედი საყრდენი და საერთოდ ყველაფერი, ამიტომ მადლობა ჰობი რომ მყავხარ მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხარ და მაპატიე, რომ ასეთი ბრმა ვიყავი ვეცდები ყველაფრის გამოსწორებას, გპირდები იმედებს აღარ გაგიცრუებ ჩემო სანშაინო-უთხრა გამოცოცხლებულმა თეჰიონმა და მთელი ძალოთ ჩაეხუტა მის ანგელოზ ჰობის.

მოკლედ ხალხო ესეც ჩემი მეორე ნაჯღაპნი  თავი ალბათ ძაან საშინელებაა თან შეცდომების გასწორებაც მეზარება, რადგან მეძინება. და კიდევ მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს ვერ დავდე ეს ნაწილი უბრალოდ ცუდი პერიოდი იყო და ვერ ვიცლიდი.💜

Kamu telah mencapai bab terakhir yang dipublikasikan.

⏰ Terakhir diperbarui: Jan 25, 2019 ⏰

Tambahkan cerita ini ke Perpustakaan untuk mendapatkan notifikasi saat ada bab baru!

დანაკლისი!Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang