Night

290 63 33
                                    

-რომ დავფიქრდეთ აქ ყველაფერი ავადმყოფობაა

- ისევ დაიწყე?

- შენ ასე არ ფიქრობ?..იმას,რასაც შენს მიმართ განვიცდი ავადმყოფობაა,თანაც მწვავე,ვერ გიშორებ,ვერაფერი მშველის,მასუსტებ..როდესაც გხედავ..ღმერთო!ფეხები მეკვეთება

-თეჰიონ..

- გიყურებ,გისმენ,ჩემი სხეული კი ფორიაქს არ წყვეტს,აჩქარებული პულსი ყურში ჩამესმის,ზოგჯერ კი - მინდა,რომ შენც გესმოდეს

- მაპატიე..

- ნუ მთხოვ პატიებას,პატარავ - უფროსი სევდიანი ღიმილით შეჰყურებს ჰორიზონტის ხაზს,სადაც მზე ნელ-ნელა ეფარება მწვანედ შეღებილ მთებს

- ასე არასდროს დანებდე,ჰიონ

- გგონია მას უნდა,რომ დანებდეს?იძულებულია მთვარეს დაუთმოს ადგილი,რათა მოსვენება მისცეს ხალხს.შეხედე,როგორ ცდილობს,რომ აქ დარჩეს,რადიაციას ასხივებს,რომ გაგვათბოს,საშუალება მოგვცეს უფრო მეტი დრო გავატაროთ საყვარელ ადამიანთან,თუმცა იძულებულია,რადგან მისი ხვედრი სწორედ ეს არის

- მაგრამ ღამე ისეთი ლამაზია..ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,თითქოს მბრწყინავი ფუნჯი გადაუსვეს,რათა დაძაბული ლურჯი გაეხალისებინათ,მთვარე კი -ვერ ხედავ? ღიმილით მოგვცქერის,რადგან ამ დროს სასწაულები ხდება

ART Museum | vkook✅Where stories live. Discover now