დამარხული საშინაო დავალებასა და სხვა დოკუმენტებს შორის.წითურმა ბიჭმა დაამთავრა მისი განხილვა იმ თამაშის შესახებ რომელიც მან ბოლოს ითამაშა.
პაკ ჯიმინი იყო ბიჭი, რომელთან თანამშრომლობაც ყველა თამაშების კომპანიას უნდოდა.
ის სტუდენტია მაგრამ მან მაინც შეძლო თამაშების ტესტერად ყოფნა.ის იყო სწრაფი, ობიექტური და ამ საქმეში კარგად ერკვეოდა.
მაგრამ თან სკოლაში ყოფნამ და თან სამუშაოს ქონამ წითურ ბიჭს ბევრი თავისუფალი დრო არ დაუტოვა, ამიტომ ის უმეტესად დღეებს ან წიგნებში თავჩარგული ატარებდა ან რამე თამაშს თამაშობდა.
მან შეისწორა სათვალე და კარებზე კაკუნი გაიგო.
"რა არის"
"ჰეი, ბოდიში რომ ხელი შეგიშალე‘‘კარში მისი ძმა ნამჯუნი შემოვიდა.‘‘ვიღაც გირეკავს""ქვემო სართულიდან? თვითონ მე რატომ არ დამირეკეს?"
"ეცადნენ, მაგრამ შენი ტელეფონი გათიშული იყო."
"აიშ, მართალია... მაგრამ მაინც იპოვეს გზა" მან მოიხსნა სათვალე და თმაში ხელი შეიცურა.
"მე მეგონა შენი სამუშაო მოგწონდა" ნამჯუნი კედელს მიეყუდა.
"მომწონს.. მაგრამ მე მათ ვუთხარი რომ ჯერ ჯერობით არ ვიმუშავებ მეთქი.. იმიტომ რომ გაკვეთილებს უნდა დავეწიო."
ჯიმინი მისი საქმით ბევრ ფულს შოულობდა მაგრამ ის ასე დარჩენას არ აპირებდა.
მას უნდოდა რომ, სკოლა დაემთავრებინა საუკეთესო ქულებით და დაეწყო კარგი სამუშაო.
მან ღრმად ჩაისუნთქა და კარისკენ წავიდა.
"გამარჯობა?"
თქვა მან და დაელოდა მეორე მხრიდან ხმას
"ჯერ ჯერობით სამუშაოს აღარ ავიღებ.
არა, ეს გადასახადის გამო არაა."ცოტა ხანი ჩუმად იყო.
"გასაგებია, მაგრამ არ მაინტერესებს რომ სხვას არავის უნდა ამის გაკეთება"
ამოიხვნეშა და ბოლოს და ბოლოს ტელეფონზე მყოფ ხმას ხელი შეუშალა.
"მისმინეთ, საჭირო არ არის ნულების დამატება"
"იმას უთხარი რომ ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ. მაგრამ ამ სამუშაოს შემდეგ მას ვინმე. ახლის პოვნა მოუწევს, მე მართლა დაკავებული ვარ."
"...კარგი დაველოდები."
უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
"აბა?" ჰკითხა ნამჯუნმა რომელიც ტახტზე იჯდა და სენდვიჩს ჭამდა, ანიშნებდა ისიც დამჯდარიყო.ჯიმინმა ამოიხვნეშა და მის გვერდზე ტახტზე ჩამოჯდა.
"კიდევ ერთი სულელური თამაში"
"რატომ აიღე?" ჰკითხა და თან საჭმლის ჭამა გააგრძელა."დამაინტერესა,
ეს ბეტაა სულელური პაემნების სიმულატორისთვის, მაგრამ მე აქამდე არასდროს მინახავს ასეთი VR-ი როგორც ჩანს, მას უნდა რომ ეს თამაში პირველმა ვცადო"მან ხელზე თავი დადო.
"ისინი ამას მაშინაც კი მიგზავნიან როცა იციან რომ თამაში მზად არ არის....""ჯანდაბა! საკუთარი თავი მეზიზღება."
-------------------------------
თუ ვინმე მაინც კითხულობთ ამას😊 მითხარით ღირს გაგრძელება თუ არა.
YOU ARE READING
Select Ur story(GEO)
RomanceCOMPLETED✓ პაკ ჯიმინს აქვს ოცნება რომ იყოს ვიდეო თამაშის ტესტერი, მას აიყვანენ იმისთვის რომ ითამაშოს უახლესი VR სიმულატორი. ფიკი არ არის ჩემი, მე უბრალოდ გადავთარგმნე.