2-chapter

479 52 20
                                    

მომდევნო დღეს, ამანათი სახლში მიუტანეს. როგორც დაჰპირდნენ. ნამჯუნმა ამანათი სახლში შემოიტანა, მაგიდაზე დადო და ყავის გაკეთება დაიწყო.

მან იცოდა რომ, როცა ბიჭი მუშაობდა, ღამეები მისთვის ყოველთვის გრძელი და დამღლელი იყო.

''ჯიმინი!'' დაუყვირა მან ''აქ არის შენი~'' ის შეტრიალდა ყუთისკენ და როგორღაც შეძლო ჭიქა გაეტეხა და მთელი ყავა ზედ დასხმოდა, რამაც ყუთი სულ ყავაში ამოსვრილი გახადა.

''ოჰ, ჯანდაბა!''

ის ცდილობდა რომ ყუთი გაემშრალებინა სანამ ჯიმინი ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან წითური ბიჭი კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალდა.

''აგჰ, ჰიონ...ისევ? კარგად ხარ?''

''კი, მე კარგად ვარ მაგრამ.....''ჯიმინს ყუთი მიაწოდა.

''ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ არაფერი გაფუჭებულა''ჯიმინმა ნამჯუნს გაუღიმა.

მაგრამ ეს ასე არ იყო.

თითქმის მთელი ინსტრუქცია ყავაში იყო ამოსვრილი, ეს კი მისთვის შეუძლებელს ხდიდა რომ წაეკითხა.

ჯიმინმა ყუთი მის ოთახში აიტანა და როგორც ყოველთვის ოთახში ჩაიკეტა. ის ამას ჩვეულებრივ აკეთებდა, რომ არავის შეეწუხებინა.

მისი ოთახი სხვებისგან არაფრით იყო განსხვავებული.კედელზე არანაირი პოსტერი არ ეკიდა, მაგრამ თაროებზე ბევრი Legend of Zelda-ს ფიგურები იდო, ხმალი და ფარი, მაგრამ ისეთი არაფერი რაც თამაშების მიმართ მის სიყვარულს გამოაჩენდა.

ის მის მაგიდას მიუჯდა და ყუთის გახსნა დაიწყო.

მან მიიღო VR-ი შავი პლასტიკური შეფუთვით თამაშისთვის და სველი ინსტრუქციები.

''....ჯერ სახელიც კი არ აქვს?''თვალები აატრიალა და ღრმად ჩაიხვნეშა, თან ისტრუქციების კითხვას ცდილობდა, რომლებიც ბოლომდე მაინც არ იყო დასველებული.

''ახლა რაღაში გავყე თავი?''

(...)და ამ მიზეზების გამო, თამაში ჯერჯერობით მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთებში შეგიძლიათ ითამაშოთ.

Select Ur story(GEO)Where stories live. Discover now