22 თავი

366 47 14
                                    

-ანკა?

-გამარჯობა ქმარო

ეს სულ მცირე დიალოგი, ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ დღეს, ჩემი ცხოვრების "black list"-ში პირველი ადგილი დაეკავებინა.

-აქ რას აკეთებ? როგორ გაბედე აქ მოსვლა?! ან საერთოდ დაცვა სად არის?!- ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ჯუნი და თან ნერვიულად დადიოდა დაცვის მოსაძებნად..

-კარგი საყვარელო, რა მოხდა.. შენი ცოლი ვარ, ვინ დამიშლიდა შემოსვლას?-ანკა

-ვინ დაგიშლიდა არა? მაგათ ვანახებ...-ჯუნი

-უი, ისე, ეს გოგო ვინ არის, ვნებიანად რომ კოცნიდი?-ანკა

-ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ ანკა. მგონი საკმარისად მიცნობ და იცი როგორი ვარ როცა ვცოფდები.-ჯუნი

ამის შემდეგ ისევ ლაპარაკობდნენ,მაგრამ მე არაფერი არ მესმოდა.. ვხედავდი მათ ანარეკლს, მათი ტუჩების მოძრაობას, ოფლს ჯუნის სახეზე, ანკას ცინიკურ დაცინვას, მაგრამ არაფერი არ მესმოდა, არც რამის გაკეთება შემეძლო. გავქვავდი, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება? ვერ ვიჯერებდი! ღმერთო, გევედრები სიზმარი იყოს. გევედრები! ახლა გავიღვიძო, ნეტავ გავიღვიძო... რა ხდება? რატომ არ ვიღვიძებ? კარგი მოვრჩეთ, გავიცინეთ, გავიღვიძოთ. ხელი მეორე ხელთან მიმაქვს და ვჩქმეტ.. რატომ არ მტკივა? მგრძნობელობა რატომ არ მაქვს? მოვკვდი? არა, არ მოვმკვდარვარ, ჩემი გულის ცემა იმდენად ხმამაღალია, ლამისაა გამისკდეს ყურის ბარაბანი. ანუ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მინდა ვიყვირო, ან გავიქცე, მოვშორდე ამ დაწყევლილ ადგილს, მაგრამ არ გამომდის, საერთოდ არაფრის გაკეთება არ ძალმიძს. და იმ დროს, როცა  უკვე თითქმის გადამეწურა ყველაფრის იმედი.. ვგრძნობ ცრემლს, რომელიც გზას იკვლევს ჩემს ღაწვებზე, ვგრძნობ დანას რომელიც მესობა ხელზე, ვგრძნობ ტკივილს ჭრილობიდან, საიდანაც დაუშრობლად მოჩქრიალებს სისხლი... ვგრძნობ! მგრძნობელობა დამიბრუნდა! ანუ შემიძლია ვიყვირო ან შემიძლია გავიქცე.. მეორე სჯობს.. გავიფიქრე და უკან მოუხედავად გავიქეცი სახლიდან.

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now