ნაწილი 12

1.1K 131 19
                                    

დილით ვიღვიძებ, ვიღვიძებ მის მკლავებში და ეს მაბედნიერებს. მზად ვარ დავივიწყო ყველაფერი რაც მან ჩაიდინა და მივცე შანსი

მის სახეს ვეფერები, ვეფერები და ვოცნებობ, რომ არაფერი შეიცვალოს. არ მინდა ამ სახლის დატოვება. მინდა მუდამ მასთან ერთად ვიყო.

რათქმაუნდა კოკოც შედის ჩემს სამომავლო გეგმებში.

"კოკო ჩვენი შვილი იქნება"

ოდნავ ხმამაღლა ვთქვი მე. მაგრამ აღმოჩნდა , რომ ეს ხმა საკმარისი იყო ტიტანის გასაღვიძებლად

"ჯიმინ-ში"

მითხრა და ხელი სახეზე მომკიდა, რამდენიმე წუთი მიყურებდა. შემდეგ თავი წამოწია.

მისი ტუჩები შუბლზე  მეხებოდნენ და ეს მახარებდა. ეს არ იყო აგრესიული ან ბინძური კოცნა. ეს უწმინდესი გრძნობა იყო რაც კი ოდესმე განმიცდია.

კიდევ რამდენიმე საათი გავატარე მის მკლავებში. ჩუმად უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს  და ეს გვაკმაყოფილებდა, გვავსებდა.

მომშივდა, გადავწყვიტე ავმდგარიყავი  და საუზმე მომემზადებინა.

"სად მიდიხარ?!"

თითქოს შეშინებულმა და აღელვებულმა მკითხა ჯონგუკმა

"საუზმეს მოვამზადებ"

ამის გაგონებაზე დამშვიდდა, შემდეგ თითონაც წამოდა. იქვე ახლოს მდებარე უჯრიდან დიდი ნაქსოვი სვიტრი და წინდები ამოიღო

"ჩაიცვი, არ შეგცივდეს"

მეც დიდი სიამოვნებით გამოვართვი, მართლაც რომ სიცივე იყო . ჩემი ტანსაცმელი კი ზედმეტად თხელი იყო

ამოვიცვი ჩემი შავი ჯინსი, და წინდები რომლებიც ძალიან კომფორტული იყო. სვიტრი კი, ღმერთო როგორი თბილი იყო!

სამზარეულოში შევედი, უკან კოკო გამომყვა. ვერ შევძელი და სანამ სამზადისს დავიწყებდი მოვეალერსე.

ისიც გახარებული კუდის ქნევით მადებდა თავს ფეხებზე. როდესაც კოკოსთან თამაშს მოვრჩი დავიწყე საუზმის მომზადება.

50  საიდუმლო Where stories live. Discover now