15

166 15 2
                                    

ავტორის თხრობა:
  ჩაბნელებული ოთახი და სიცივე. აი რა იგრძნობოდა ანის ოთახიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი მთლიანად ვარდისფერსა და წითელ ფერში გაეფორმებინათ წითელი მუქი ფერის ფარდა ყოველგვარ სხივსა და სინათლეს აკავებდა. ყოველ დღე მოწყენილი დადიოდა, მაგრამ როდემდე განაგრძობდა ასე ყოფნას?!

-სკოლაში მივდივარ.-დაიყვირა უკვე კარებში მყოფმა და ვარდისფერი ფერის კეპი კომფორტულად მოირგო თავზე. ჩანთაც აიღო და სკოლაში წავიდა. კვლავ თავისი სტილი დაებრუნებინა და სახეზე რომ შეგეხედათ პირბადის გამო ვერც იცნობდით.

ანის  pov:
სკოლამდე გზა გაიწელა, რადგან ძალიან მეძინებოდა და ერთი სული მქონდა მერხზე თავს როდის დავდებდი. აი ისიც უკვე სკოლაში ვარ სადაც ბავშვების მხიარული სიცილი და ჟრიამული ისმის.
უხმოდ გავიარე ეზო და სკოლაში შევედი. საშინლად მეზარება მესამე სართულზე ასვლა, მაგრამ ჩემი კლასი მესამეზეა. კიბეები ავიარე თუარა კლასში შევედი. ჩვეული სიტვაციაა. ცოტა ბავში და ისინიც საუბრობენ სანამ სხვა "სასტავიც"  მოვა. ადგილი ფანჯარასთან დავიკავე და რვეული ამოვიღე რათა მეწერა. ეს ჩემი ერთერთი ჩვევაა რასაც კიდევ ვერ გადავეჩვიე. ზარი მალევე დაირეკა და კლასში მასწავლებელი და დირექტორი შემოვიდნენ. ყველანი ფეხზე ავდექით და დირექტორმაც საუბარი დაიწყო. მის გვერდით კი უცნობი ბიჭი იდგა. დიდად არც დავკვირვებივარ  და ისევ დირექტორს დავუწყე მოსმენა.

-ბავშვებო ეს ჩვენი ახალი მოსწავლე და თქვენი კლასელი არჩილ გიგაურია. იმედია კარგად მოიქცევით. -თქვა დირექტორმა და კლასიდან გავიდა.

-დასხედით. არჩილ შეგიძლია სადაც გინდა იქ დაჯდე. -თქვა ჩემმა დამრიგებელმა. ჩემს გვერდით დაჯდა და რატო ხო ვერ მეტყვით?! გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა ტელეფონში იყო ჩაფლული ისევე როგორც კლასის უმეტესობა. დასვენების ზარი დაირეკა თუარა მას ყველა გაეცნო ჩემ გარდა. ვიცი ზედმეტად უზრდელურად მიგაჩნიათ, მაგრამ თვითონ ვერ გაგვეცნობოდა? ისაა ახალი ჩვენ კიარა.

-აჩი წამოდი გარეთ გავიდეთ. -უთხრეს ბიჭებმა ახალს. ახალიც გაყვა დიდად არც ის ჩანს მოწადინებული მოსწავლე.

-ანი გადმო წინ. -გავიგე ჩემი მეგობრების ხმა და მეც წინ გადავედი.

-რაზე ფიქრობდი? კორეა გენატრება? -მკითხა მეორე ანიმ.

-კი მენატრება, მაგრამ ვეღარ წავალ. -ჩანთა და ჩემი ნივთები ავიღე და წინ გადავჯექი.  ზარი კვლავ დაირეკა.არა რა იმედია გაკვეთილები მალე გავა. მთელი დღე სკოლაში ან მასწავლებელს ვუსმენდი ან ბავშვებთან ვსაუბრობდი. სკოლის მარშუტკას არც დავლოდებივარ და სახლის გზას დავადექი.

-ყველა გამეცნო შენს გარდა. -გავიგე ხმა და უკან შევბრუნდი.

-ხო ეგრეა მერე? -ვიკითხე ვითომც არაფერი.

-გასაკვირია.

-როცა ახალი ხარ თვითონ უნდა გაეცნო და არა გაგეცნონ.

-კარგი აჩი მაყაშვილი.

-გასაგებია. სასიამოვნოა ეხლა კი მეჩქარება.

-მალე უფრო სასიამოვნო იქნება. -მითხრა და თავის გზაზე წავიდა მე კი ჩემსაზე.

ქეთის pov:
-ანი როგორარის? -მკითხა ჯონგინმა.

-სავარაუდოდ სკოლაშია. აქაურობა ენატრება. -ვუთხარი ჯონგინს. რაც ანი წავიდა შეიცვალა. მხოლოდ ცეკვავს.

-მისი ნახვა მინდა. -მითხრა რაზეც ტელეფონი ამოვიღე და ინსაგრამზე შევედი.

-ეს რა არის? -ვიკითხე ხმამაღლა როგორც კი ფოტო ვნახე.

-მშვიდობაა? -იკითხა ჯონგინმა კარგია რომ ქართული არიცის...

-კი მშვიდობაა. მერე მოგიკითხავ.- ტელეფონი დავბლოკე და იქაურობას გავეცალე.

-ანი ყველაფრის ახსნა მოგიწევს ან აჩი ვინაა საერთოდ?- თქვა ქეთიმ და ფოტოს უფრო კარგად დააკვირდა.


ცელქი მოსწავლე(დასრულებული)Where stories live. Discover now