7. Bowling

943 45 19
                                    

კონტროლი. ეს ისაა რაც ადამიანმა თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძოლზე არასოდეს უნდა დაკარგოს. კონტროლის დაკარგვისას იმპულსური ხდები. არ იცი რას ლაპარაკობ, რას აკეთებ ან რას ფიქრობ. ზოგჯერ თავის გაკონტროლებას ცდილობ. გინდა, რომ რაღაც კონკრეტულ სიტოაციაში კონტროლი შეინარჩუნო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საპირისპირო ხდება. და მდგომარეობა იმაზე მეტად უარედება, ვიდრე მანამდე იყო.

ჰარისთან მომხდარის შემდეგ, ერთადერთს რასაც ვაკეთებ სწავლა და თავისთავის არიდებაა. თავის არიდება ნებისმიერი კონტექსტის ფიქრისგან და რაღათქმა უნდა ჰარისაგან.

ნებისმიერ დროს, როდესაც კოლეჯში ერთმანეთს დავინახავდით, ორგამიზმი მეწვოდა და ზიზღით მევსებოდა.

ის რაც სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიხსენებია და რაზეც ერთხელაც არ მილაპარაკია, მან იძულებული გამხადა მეთქვა. და საკუთარ თავთან მეღიარებინა ჩემი უმწეობა. რის გამოც თავს ვიძულებ.

რამდენიმე დღის მანძილზე სრულიად უკონტაქტო გავხდი. მხოლოდ მიასთან და ზეინთან ვლაპარაკობდი.

შაბათ დღეს კი მია სასწრაფო წესით ჩემთან გამოვიძახე. აზრზე მოსვლა და გარესამყაროსთან დაბრუნება. მჭირდებოდა. მას შემდეგ რაც ვუყურეთ ფილმებს, ჩვენი თქმით ვიცეკვეთ, ჩინური სამზარეულო გამოვიძახეთ და საბოლოოდ მოვიღალეთ, ერთ ადგილზე დავჯექით და უბრალოდ ვლაპარაკობდით.
-ჰუჰ, კარგი დღე გამოვიდა-ამოვიხვნეშე.
-ნამდვილად -დამეთანხმა მია. მეორე წამს კი მისი ტელეფონის ხმა გაისმა.

გისმენ ლუი.
რა?
ამ დროს?
არ ვიცი.
ვკითხავ.
არა, თუ გადავწყვიტავთ ჩემი მანქანით წამოვალთ.
კარგი.

-ვინ იყო?-სწრაფად ვეკითხები. მაგრამ ლიზა ლაპარაკი "გისმენ ლუი"-თი დაიწყო და ვინ უნდა ყოფილიყო? გონდებას მოუხმე იდიოტო!
-ლუი, უნდა რომ ბოულინგის სათამაშოდ წავიდეთ.
-რა? ამ დროს?-თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.-არ ვიცი მია.
-წვეულებაზე არ წამოსვლა დავივიწყე. არ გეგონოს რომ ამასაც ესე გაგიტარებ.
-კი მაგრამ...
-არაფერი მაგრამ. ჩაიცვი.
-მხოლოდ შენს გამო!

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz