ნიღბების ჩამოხსნის დროა(2)

369 45 5
                                    

ხელები უკანკალებდა,კონვერტი გახსნა და იქედან დისკი და წერილი ამოიღო:

<<ჩვენს მიმოწერაში ცოტა ცვლილება შევიტანე.ასე ამბობდი ხომ?>>

- ღმერთო ეს ძალიან საყვარლობაა, - ჯონგუკმა ნოუთბუქი ჩართო და ვიდეო რომელიც დისკზე იყო გახსნა.კამერასთან გოგონა მოვიდა ბეჭებამდე შავი თმით და ყავისფერი თვალებით.მას თითქმის თეთრი კანი ჰქონდა,მაგრამ საყვარელი ვარდისფერი ტუჩები,მან პირდაპირ კამერას შეხედა:

- გამარჯობა,ჯონ ჯონგუკ, - გოგონამ სიცილი დაიწყო და თავისთვის იაპონურად რაღაცას ამბობდა,მაგრამ გააგრძელა, - ეს ცოტათი წერილების უცნაური სახეა,მართლა.როგორ მიხვედი ამ აზრამდე,ქუქი?შენ აიდოლი ხარ და კამერასთან მიჩვეული ხარ,მაგრამ ყველა ასეთი არ არის,ქუქიი~ - გოგონამ ეს ცოტათი კაპრიზულად თქვა,და სახე ხელებით დაიფარა,მაგრამ მის თითზე შეამჩნევდით ვერცხლისფერ ბეჭედს,რომელიც ჯონგუკსაც აქვს, - ღმერთო,რა შეიძლება ვთქვა? - გოგონა აქეთ-იქეთ იხედებოდა,წითელი შარფი აიღო და ჩაიხუტა, - შარფი ძალიან რბილია,სხვათაშორის....ღმერთო,რას ვაკეთებ? - შარფი ყელზე შემოიხვია და კამერას ობიექტივს შეხედა.

- მე მაიომი მოტიძუკი ვარ.კორეულად მეც 20-ის ვარ.სწორად ვთქვი?ბოდიში,პრობლემები მაქვს რიცვების წარმოთქმაში,ჰა-ჰა.მე მოგწერე,რომ კომიქსებს ვხატავ და ვსწავლობ სპეციალურ სკოლაში,ხოლო წერილებით არცთუ ისე დიდი ხანია რაც გატაცებული ვარ.ახლა მე მთელი ერთი თვე არდადეგები მაქვს,რადგან  შემდეგ ნაშრომი უნდა ჩავაბარო და ამიტომ სპეციალურად მოგვცეს დასვენებისთვის დრო,რომ ფიზიკურად მზად ვიყოთ უძილო ღამეებისთვის,მოლბერტის წინ.ნუ,ასე ამბობენ მასწავლებლები,ხოლო უფროსები გვეუბნებიან,რომ პირველი კურსისთვის საკმაოდ ადვილია,მაგრამ რთულია შეეჩვიოთო.ცოტათი უცნაურია,მაგრამ მე მზად ვარ!

მართლა,ჩემი დაქალი თქვენი ჯგუფის ფანია,ამიტომ ცოტათი ეჭვიც კი მქონდა თქვენი ნიკნეიმის გამო,მაგრამ ამასთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია,უბრალოდ ვაგრძელებდი შენთან მიმოწერას,რადგან ადამიანებს სულით აფასებენ,და არა შესახედაობით ან სტატუსით.შენ ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი გახდი...ეს საჩუქრები და ჩვენი მიმოწერა.მე ვაფასებ ამას...მადლობა.და მადლობა გადაეცი ყველა დანარჩენსაც,ძალიან მომეწონა მათი საჩუქრები და წერილები, - გოგონამ სიცილი დაიწყო, - განსაკუთრებით კი მათი <<სახელები>>,იმედი მაქვს,მათ ჩემი საჩუქრებიც მოეწონათ,ვცდილობდი,რომ შესაფერისი ამერჩია.

Paper Hearts | J.JKWhere stories live. Discover now