One Shot

393 35 14
                                    

A/N : მოთხრობა დაფუძნებულია Ed Sheeran-ის სიმღერა - "Photograph"-ზე 😇💖 და მხოლოდ ერთი თავისგან შედგება 😘
Enjoy...

............................................................

Loving can hurt.
Loving can hurt sometimes.
But it's the only thing that I know.
When it gets hard.
You know it can get hard sometimes.
It is the only thing that makes us feel alive.

დრაკო სახლში დაბრუნდა და ოთახში შემოსვლისას უკან კარი მოიჯახუნა, თავის ცოლს რომელიც საჭმელს აკეთებდა გვერდი ისე აუარა, "გამარჯობაც" არ უთქვამს. იმ წამსვე საძინებლისკენ გაეშურა, ვისკის მოსაძებნად, რადგან იქ მალავდა. ბოთლის ათი წუთიანი ძებნის შემდეგ, რომელსაც როგორც წესი საწოლის ქვეშ ინახავდა, დანებდა და ჰერმიონთან წავიდა სამზარეულოში, რათა გამოეკითხა ვისკის დაკარგვის შესახებ.
- ჰერმიონ, ვისკის ბოთლი შენ იპოვე?
ჰერმიონმა ღრმად და მშვიდად ამოისუნთქა, და უპასუხა:
- კი, დრაკო.
დრაკოს უცებ განწყობა შეეცვალა და სანამ რაიმეს დაიწყებდა, მანამ ჰკითხა, სად წაიღეო.
- ისეთ ადგილას დავმალე რომ ვერასდროს იპოვო - უხეშად უპასუხა ჰერმიონმა და ხმაში ბრაზიც დაეტყო.
განრისხებულმა დრაკომ მუჭები შეკრა და კიდევ ჰკითხა
- ჰერმიონ, სად არის ბოთლი?!
- უკვე გითხარ...
- არა, არ გითქვამს. ჩემი ვისკი დამიბრუნე და ნუ მეთამაშები ჰერმიონ!
- დრაკო, რატომ არ გესმის, მე შენ მჭირდები, ოღონდ ფხიზელი. როდემდე უნდა გააგრძელო ასე?! ყოველდღე ბარიდან ბრუნდები სახლში და აქაც სასმელს ეძებ! ბოლოს სამსახურში როდის იყავი, ჰა დრაკო? საერთოდ გახსოვს? რამდენი თანხა გვაქვს გადასახდელი და მხოლოდ ჩემი სამსახურით ვერ გავუმკლავდებით ამოდენა ვალს, თანაც მაგის გარდა საჭმელი და სხვა ნივთებიც ხომ გვჭირდება?! ყოველდღე ჯინის და ჰარის ვერ და არც ვთხოვ ფულს, ესე ცხოვრება კი აუტანელი ხდება - დაუყვირა ჰერმიონმა.
- თუ არ მინდა ფხიზელი ცხოვრება, რას იზამ? მაიძულებ? გირჩევნია ჩემი ცხოვრების კონტროლს შეეშვა!
- ეს უკვე უსერიოზულესი პრობლემაა დრაკო და როგორც საკუთარ თავს აყენებ ზიანს, ასევე მაყენებ მეც - ჰერმიონმა მეტად დაუწია თავის ხმის ტონს - ორი არჩევანი გაქვს. ან უნდა შეეშვა დალევას და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე, ან კიდევ შეგიძლია განაგრძო სმა და...
- და რა?
- და გაგშორდები!
დრაკოს სახეზე შოკი დაეტყო. იცოდა რომ თავის საქციელით თავს აბეზრებდა ჰერმიონს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ოდესმე ასეთ რამეს ეტყოდა. კარგა ხანს მუნჯად იდგა და სიტყვას ვერ ეუბნებოდა.
- ამის გაკეთება არ მინდა, ხომ იცი რომ უზომოდ მიყვარხარ დრაკო, ნუ მაიძულებ, გთხოვ!
დრაკოს ჰერმიონის მსგავსად თვალები აუცრემლიანდა. უნდოდა მისულიყო, ჩახუტებოდა, თვალები მოეწმინდა და თავის მკლავებში გაეთბო ჰერმიონი, თუმცა იცოდა რომ იგი სწორედ მის გამო ტიროდა და ამიტომაც ადგილს მიეყინა, ნაბიჯიც ვერ გადადგა.
- მეც მიყვარხარ, ჰერმიონ - ამჯერად მშვიდად უპასუხა
ჰერმიონმა სევდიანი თვალებით გაუღიმა და უთხრა:
- რა გადაწყვიტე?
დრაკომ რათქმაუნდა ჰერმიონი აირჩია.

ᴘʜᴏᴛᴏɢʀᴀᴘʜ ❀ დრამიონიWhere stories live. Discover now